პენიტენციური სისტემის მართვა მნიშვნელოვანი ამოცანაა არამხოლოდ ადამიანური და ფინანსური რესურსების დონეზე, არამედ სტანდარტების თვალსაზრისითაც. სასჯელაღსრულების მართვის საკითხის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იყოს პატიმრობის საზიანო ზეგავლენა არამარტო ცალკეულ პირებზე, არამედ ოჯახებზე, თემებსა და ეკონომიკურ ფაქტორებზე. ესშეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ადამიანთა უფლებების განხილვები

ძირითადიუფლების, თავისუფლების ჩამორთმევისას, პატიმრების ადამიანის უფლებები დაცული უნდა იქნას, ხოლო რეაბილიტაციის დროს მათი საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დაცვით მათთვის უნდა იყოს უზრუნველყოფილი სოციალური რეინტეგრაციის პერსპექტივები.

  • პატიმრობა და სიღარიბე

პატიმრობა განსაკუთრებულ გავლენას ახდენს დაბალ შემოსავლიან ადამიანებსა და ოჯახებზე. განთავისუფლების შემდეგ დასაქმების ნაკლები პერსპექტივის პირობებში, ყოფილი პატიმრები შესაძლოა სოციალურად და ეკონომიკურად გარიყული დარჩნენ და სიღარიბის, მარგინალიზაციისა და პატიმრობის მუდმივ მანკიერ წრეში ჩაერთონ.

  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხები

ცხოვრების დონემ დაპატიმრებამდე, პატიმრების მჭიდროდ ერთ სივრცეში ცხოვრებამ, ცუდმა კვებამ, ხალხმრავლობამ და ანტისანიტარიამ შესაძლოა გამოიწვიოს დაავადების გავრცელება პატიმრებში და შემდგომ მთელ საზოგადოებაში.

სამოქმედო ნიშნულებიციხის რეფორმისთვის: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტები და ნორმები

როგორც საერთაშორისო სტანდარტებისა და ნორმების დამცველი დანაშაულის პრევენციასა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფისი ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ (UNODC) ვალდებულია, ხელი შეუწყოს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ სტანდარტებისა და ნორმების პრაქტიკაში გატარებას, რათა დაეხმაროს სახელმწიფოებს სამართლიანი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემების შექმნაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ნაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სტანდარტების და ნორმების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში იქმნებოდა.

წყაროები

UN Standard Minimum Rules for the Treatment of Prisoners

Basic Principles for the Treatment of Prisoners

Principles for the Protection of All Persons under Any Form of Detention or Imprisonment

United Nations Standard Minimum Rules for Non-custodial Measures (the Tokyo Rules)