ვენეციის კომისიამ შეიმუშავა და მიიღო საკონტროლო სია, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის შესრულების ობიექტური, დეტალური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასება. აქტორებს, როგორიცაა პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ ინსტრუმენტზე დაყრდნობით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასეთ შეფასებებში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ინტერფისის ეს პროგრამა მხარს უჭერს კონსტიტუციის შექმნის პროცესებს, რომელთა მიზანია გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობა. პროგრამა ავითარებს ადგილობრივი საკუთრების, ინკლუზიის, გენდერული თანასწორობის, თანამონაწილეობის და გამჭვირვალობის პრინციპებს. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი კონსტიტუციის შექმნის პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ დიალოგს, სოციალურ და პოლიტიკურ ერთობას, კონფლიქტების მოგვარებას, შერიგებას და დემოკრატიული პრინციპების, ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA) მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის მდგრადობას მსოფლიოში. ორგანიზაციის მისიაა, დაეხმაროს დემოკრატიული ცვლილებების გრძელვადიან პროცესს ინფორმაციის მიწოდების, დემოკრატიულ რეფორმებში დახმარების გაწევის და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის გზით.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს მონაცემთა ბაზა მოიცავს ნატოს ამჟამად მოქმედ (გავრცელებულ) დოკუმენტებს. ნატოს სტანდარტიზაციის ოფისი დამოუკიდებელი ოფისია, რომელიც ანგარიშვალდებულია სტანდარტიზაციის პოლიტიკის და მართვის კომიტეტის და სამხედრო კომიტეტის მიმართ კორპორატიული ზედამხედველობის და ოპერაციული სტანდარტიზაციის საკითხებზე. სტანდარტიზაციის ოფისის მისიაა ნატოსთვის სტანდარტიზაციის მართვის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის მართვა მოიცავს სტანდარტიზაციის პოლიტიკის შემუშავებას, ნატოს სტანდარტიზაციის საქმიანობის ჰარმონიზაციას, სტანდარტიზებული პროდუქტის შემუშავების, რატიფიკაციის, გავრცელების და განხორციელებისთვის ნორმების და რეგულაციების შემუშავებას, სტანდარტიზაციის მართვაში მხარდაჭერას, ტერმინოლოგიის დადგენის პოლიტიკას და მითითებებს, თანამშრომლობას სამოქალაქო სტანდარტიზების ორგანოებთან, ნატოს სტანდარტების გამოქვეყნებას და სტანდარტიზაციის წახალისებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
რჩევათა კრებული მოიცავს რამდენიმე ბუკლეტს, რომლებშიც წარმოდგენილია ნორმები და სტანდარტები, და უსაფრთხოების სექტორის კანონების ნიმუშები და რჩევები. რჩევათა კრებული შექმნილია მათთვის, ვინც აპირებს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის შემუშავებას, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები, საჯარო მოხელეები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. რჩევათა კრებული ასევე დაეხმარება უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს და უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობით დაინტერესებულ მკვლევარებს და სტუდენტებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს