გაეროს სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი (DPKO) ეხმარება უსაფრთხოების სექტორის ცალკეული კომპონენტების, კერძოდ პოლიციის სამსახურების, რეფორმას, უკვე ათეული წლებია.
2007 წლიდან დეპარტამენტის მხარდაჭერა სტრატეგიულ დონეზე გადავიდა და მოიცვა სხვა კომპონენტებიც.
DPKO-ს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განყოფილება (SSRU), რომელიც კანონის უზენაესობის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ოფისის ნაწილია, გაეროს სისტემისთვის და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ძირითადი მეკავშირე და ტექნიკური შესაძლებლობების მომწოდებელია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. განყოფილების საქმიანობა მოიცავს:
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერაში ჩართული სამშვიდობო ოპერაციების პოლიტიკური, სტრატეგიული და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფას;
- გაეროს ხელმძღავნელობის მხარდაჭერას გაეროს საქმინაობაში უსაფრთხოების სექტორის რეფორმების ინტეგრირების უზრუნველყოფაში;
- მაღალკვალიფიციური ცენტრის როლის შესრულებას გლობალურ დონეზე, რომელიც შეიმუშავებს ორიენტირებს და საერთაშორისო ნორმებს;
- გაეროს მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განსახორციელებლად პარტნიორების მოძიებაში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს