ადამიანის უფლებების დაცვა დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეული ფუნქციაა.

საზოგადოებრივი უსაფრთხოება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხია და ის გულისხმობს სახელმწიფოს ძირეულ პასუხისმგებლობას უზუნველყოს მისი საზღვრების ფარგლებში მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოება და დაცვა საყოველთაო უფლებებისა და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად.

ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა უნდა გახდეს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმირების ერთ-ერთი საფუძველი მიუხედავად იმისა, რომ ამგვარიცვლილება საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია.

ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ სახელმწიფო და სამოქალაქო ორგანიზაციებში დანერგონ ადამიანის უფლებების და მოქალაქეთა სხვა კანონიერი უფლებების პატივისცემა.

ადგილობრივ უფლება დამცველ ჯგუფებს, რომლებიც ხშირად მონიტორინგს უწევენ ქვეყნის შიგნით ადამიანის საერთაშორისო უფლებების დაცვას, ასევე შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ რეფორმის და ზედამხედველობის განხორციელებაში.

ადამიანური უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები

გაეროს გენერალური მდივანი კოფიანანი თავის თვალსაჩინო გამოსვლაში “უფრო მეტი თავისუფლება” ხაზს უსვამს ამ კონცეპტების ურთიერთ დამოკიდებულებას:

“არარსებობს განვითარება უსაფრთხოების გარეშე, და არ არსებობს უსაფრთხოება განვითარების გარეშე, ხოლო არც ერთი მათგანი არარსებობს ადამიანის უფლებების პატივისცემის გარეშე.“

რა არის ადამიანის უფლებები?

ადამიანის უფლებებია:

  • საყოველთაო საკანონმდებლო გარანტიები
  • სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული
  • საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ ინორმები, რომლებიც იცავენ ბაზისურ ადამიანურ ფასეულობებს (თავისუფლება, თანასწორობა, ღირსება)
  • რომლებიც დაბადებიდან ეკუთვნის თითოეულ ადამიანს და, ზოგ შემთხვევაში, ადამიანთა ჯგუფებს (მაგ. უმცირესობათა უფლებები)
  • განცხადებულია საერთაშორისო დეკლარაციებში და შეთანხმებებში
  • წარმოადგენს სახელმწიფოებისთვის საკანონმდებლო დონეზე აღებულ ვალდებულებას

ადამიანის უფლებების საკანონმდებლო ჩარჩო:

ადამიანის უფლებები ფუნდამენტური საყოველთაო უფლებებია, რომლებიც ყველა ადამიანს მიენიჭება. ეს უფლებები ჩამოყალიბებულია გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის ოცდაათ პარაგრაფში (UDHR, 1948). დოკუმენტის შექმნიდან დღემდე ის კიდევ უფრო განივრცო და მას დაემატა სხვა საერთაშორისო და რეგიონული საკანონმდებლო ინსტრუმენტები, როგორიცაა, მაგალითად, უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობის შემადგენელი ნაწილები.

უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა:

რეგიონული კანონმდებლობა:

ადამიანის უფლებები:

ყოველ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, აქვს:

სიცოცხლის უფლება

თავისუფლების უფლება

თანასწორობის უფლება

უსაფრთხოების უფლება

უფლება, არ იყოს მონობაში

უფლება, მის მიმართ არი იყოს გამოყენებული წამება

უფლება, მის მიმართ არი იყოს გამოყენებული სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობა

უფლება, მისი უფლებები იყოს საყოველთაოდ აღიარებული

უფლება, იყოს თანასწორი კანონის წინაშე და სხვასთან თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ

უფლება, დაცული იყოს ყოველგვარი დისკრიმინაციისგან

უფლება, დაცული იყოს დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისგან

უფლება, ეფექტურად იყოს დაცული სასამართლოს მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში

უფლება, არ იყოს უკანონოდ დაპატიმრებული ან დაკავებული

სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლება

უფლება, ითვლებოდეს უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული არ დამტკიცდება

უფლება, დაედოს მსჯავრი სისხლის სამართლის მხოლოდ იმ დანაშაულისთვის, რომელიც აღიარებულია ეროვნული ან საერთაშორისო სამართლის მიერ

უფლება, არ იყოს დადანაშაულებული ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენის დროს არ ითვლებოდა დანაშაულად კანონის წინაშე

უფლება მის მიმართ არ იყოს გამოყენებული უფრო მძიმე სასჯელი ვიდრე ის, რომელიც იყო განსაზღვრული დანაშაულის ჩადენის დროს.

პირადი ცხოვრების უფლება

ოჯახის შექმნის უფლება

საცხოვრებელი ადგილის უფლება

თავისუფალი და კერძო კორესპონდენციის უფლება

უფლება, დაცული იყოს ღირსების და რეპუტაციის შელახვისგან

სახელმწიფოს საზღვრებში გადააადგილების და საცხოვრებელი ადგილის ცვლილების უფლება

სხვადასხვა სახელმწიფოს შორის გადაადგილების უფლება

თავშესაფრის უფლება

მოქალაქეობის უფლება

მოქალაქეობის შეცვლის უფლება

უფლება, არ ჩამოერთავს მოქალაქეობა თვითნებურად

ქორწინების უფლება

ქორწინებაში, და განქორწინების შემთხვევაში, თანასწორობის უფლება

თავისუფალი ნებით და სურვილით დაქორწინების უფლება

ოჯახის უფლება, დაცული იყოს სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან

უფლება საკუთრებაზე, რომელსაც ფლობს პირი მარტო ან სხვასთან ერთად

უფლება, მისი საკუთრება არ იყოს წართმეული თვითნებურად

ფიქრის თავისუფლება

სინდისის თავისუფლება

რელიგიის თავისუფლება

მრწამსის შეცვლის უფლება

საკუთარი მრწამსის გამოხატვის უფლება სწავლების, პრაქტიკის, ლოცვის და წესის შესრულების დროს

აზრის გამოხატვის უფლება

სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლება

მშვიდობიანი შეკრების და ასოცირების უფლება

საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებაში მონაწილეობის უფლება

ხმის მოცემის უფლება

საკუთარ ქვეყანაში საჯარო სამსახურებზე ხელმისაწვდომობის უფლება

სოციალური დაცვის უფლება

ეკონომიკური, სოციალური და კუტურული უფლებები, რომლებიც აუცილებელია პირადი განვითარებისთვის

დასაქმების თავისუფალი არჩევანის უფლება

უმუშევრობისგან დაცვის უფლება

თანაბარი საქმიანობისთვის თანაბარი ანაზღაურების უფლება

სამართლიანი და ხელსაყრელი ანაზღაურების უფლება

პროფესიული კავშირების ფორმირების და მათში გაწევრიანების უფლება

დასვენების და გართობის უფლება

პერიოდული ხელფასიანი შვებულების უფლება

ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის უფლება

საკვებზე ხელმისაწვდომობის უფლება

ტანსაცმელზე ხელმისაწვდომობის უფლება

საცხოვრებელი ფართის უფლება

სამედიცინო მომსახურების უფლება

სოციალური მომსახურების უფლება

სოციალური დაცვის უფლება უმუშევრობის, ავადმყოფობის, შესაძლებლობების შეზღუდვის, დაქვრივების, ხანდაზმულობის და ადამიანისგან დამოუკედებელი სხვა მიზეზებით შექმნილი სიტუაციების შემთხვევაში

სპეციალური მოვლის და დახმარების უფლება დედების და ბავშვებისთვის

თანაბარი სოციალური დაცვის უფლება ბავშვებისთვის

განათლების უფლება

უფასო დაწყებითი განათლების უფლება (დაწყებითი განათლება უნდა უყოს სავალდებულო)

უმაღლეს განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უფლება

კულტურულ ცხოვრებაში თავისუფლად მონაწილეობის უფლება

საკუთარ სამეცნიერო, ლიტერატურულ და მხატვრულ ნაწარმოებებთან დაკავშირებული ინტერესების დაცვის უფლება

საერთაშორისო და სოციალურ წესრიგზე უფლება, რომელიც საშუალებას იძლევა განხორციელდეს ადამიიანის უფლებები

წყაროები:

Human Rights News, Views and Info: here.

Interactive educational tool on Human Rights.

Johanna Mendelson Forman, ‘Public Oversight of the Security Sector, (2008) in Public Oversight of the Security Sector: A Handbook for Civil Society Organisations

See UN Doc. A/59/2005: In Larger Freedom: Towards Development, Security and Human Rights for All. Report of the Secretary-General, New York 21 March

Universal Declaration on Human Rights.

 

[1] For graphics and summary of ECHR see: http://rightsinfo.org/the-rights-in-the-european-convention/