რას ნიშნავს „გენდერი“ ?
გენდერი შეეხება ქალის და მამაკაცის როლებთან დაკავშირებულ სოციალურ ატრიბუტებს და შესაძლებლობებს, და ურთიერთოებებს ქალებს, მამაკაცებს, გოგონებს და ბიჭებს შორის. რადგან გენდერი სპეციფიურია დროში და კონტექსტში, ეს ატრიბუტები, შესაძლებლობლები და ურთიერთობები სოციალურად კონსტრუირებულია. გენდერი განსაზღვრავს, რა არის მოსალოდნელი, დასაშვები და დასაფასებელი ქალში და მამაკაცში მოცემულ კონტექსტში. საზოგადოებების უმეტესობაში არსებობს განსხვავებები და არათანასწორობა ქალებს და მამაკაცებს შორის მათთვის მინიჭებული პასუხისმგებლობების, საქმიანობების, რესურსების ხელმისაწვდომობის და კონტროლის, და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებში.
თანასწორობა ქალებსა და მამაკაცებს შორის (გენდერული თანასწორობა) გულისმობს ქალების, მამაკაცების, გოგონების და ბიჭების თანასწორ უფლებებს, პასუხისმგებლობებს და საშუალებებს. თანასწორობა იმას კი არ ნიშნავს, რომ ქალი და მამაკაცი ერთი და იგივე გახდება, არამედ იმას, რომ ქალების და მამაკაცების უფლებები, პასუხისმგებლობები და შესაძლებლობები არ განისაზღვრება იმით, ქალად არიან დაბადებული თუ კაცად. გენდერული თანასწორობა გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება ქალების და მამაკაცების ინტერესები, საჭიროებები და პრიორიტეტები, ქალების და მამაკაცების ჯგუფების განსხვავებულობის აღარებით. გენდერული თანასწორობა არაა ქალის საკითხი, არამედ შეეხება და სრულად შეეხება მამაკაცებს, ისევე როგორც ქალებს. ქალთა და მამაკაცთა თანასწორობა ადამიანის უფლებაც არის და ხალხზე ორიენტირებული მდგრადი განვითარების წინაპირობა და ინდიკატორიც.
რა არის გენდერული თანასწორობა?
გაეროს ქალთა ორგანიზაციის განსაზღვრებით, გენდერული თანასწორობა ნიშნავს, რომ ქალებსა და კაცებს თანასწორი პირობები აქვთ თავიანთი ადამიანის უფლებების სრულად განხორციელებისთვის და ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ განვითარებაში მონაწილოების და მისგან სარგებლის მიღებისთვის. გენდერული თანასწორობა ამდენად არის საზოგადოების მიერ ქალებს და მამაკაცებს შორის მსგავსებების და განსხვავებების და მათი როლების თანაბარი შეფასება. ის დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ქალები და მამაკაცები არიან თანაბარი პარტნიორები სახლში, თემში და საზოგადოებაში. გენდერული თანასწორობა იწყება გოგონებისა და ბიჭების თანაბარი შეფასებით.
მსოფლიო ბანკის განსაზღვრებით, გენდერული თანასწორობაკანონის წინაშეთანასწორობის მხრივ, გულისხმობს შესაძლებლობების თანასწორობას (რომელიც მოიცავს სამუშაოს ანაზღაურების თანაბრობას და ადამიანური კაპიტალის და სხვა პროდუქციის რესურსების ხელმისაწვდომობას, რომლებიც ქმნის შესაძლებლობებს) და ხმის თანასწორობას (რაც არის განვითარების პროცესებზე ზეგავლენის და მასში მონაწილეობის უნარი). ეს განსაზღვრება არ ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას როგორც შედეგების თანასწორობას ორი მიზეზის გამო. პირველი არის ის, რომ სხვადასხვა კულტურებს და საზოგადოებებს შესაძლოა სხვადასხვა გზა ჰქონდეთ გენდერული თანასწორობის მისაღწევად, და მეორე ის, რომ თანასწორობა გულისხმობს ქალების და მამკაცების თავისუფლებას, აირჩიონ სხვადასხვა როლები და შედეგები თავიანთი სურვილის და მიზნების შესაბამისად.
უსაფრთხოების სექტორის მმართველობის ყველა თანამედროვე პროგრამის საერთო მახასიათებელია გენდერის განზომილების ჩართვა უსაფრთხოების მიმწოდებლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში, რათა დაკმაყოფილდეს ყველა მოქალაქის უსაფრთხოების საჭიროებები.
საერთაშორისო და რეგიონული ხელშეკრულებები
ქალების მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის ხელშეკრულება (CEDAW) შეიცავს უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებულ რამდენიმე სამართლებრივ ვალდებულებას, მათა შორის:
- სამართლებრივი და სხვა ზომების მიღებას, რომლებიც კრძალავენ ქალების მიმართ დისკრიმინაციას;
- ქალების კაცებთან თანასწორ მონაწილეობას სამთავრობო პოლიტიკის შემუშავებაში;
- ქალების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას დასაქმებაში;
- ზომების მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალების სრულფასოვან განვითარებას და წინსვლას, რათა მათ შეეძლოთ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების თანასწორად გამოყენება.
ბეიჯინგის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა (1995) აყალიბებს კონკრეტულ ნაბიჯებს მთავრობების, საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების და სხვა რელევანტური დაინტერესებული მხარეებისთვის გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, უსაფრთხოების სექტორის ჩათვლით,
რეგიონული ინსტრუმენტები, რომლებიც შეიცავს გენდერული თანასწორობის პირობებს, არის:
- აფრიკული კავშირის ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკის ქარტიის ოქმი აფრიკაში ქალთა უფლებების შესახებ (2003);
- ამერიკის შტატების ორგანიზაციის ინტერამერიკული კონვენცია ქალების მიმართ ძალადობის პრევენციის, სასჯელის და აღმოფხვრის შესახებ (ბელემ დო პარას კონვენცია) (1994);
- ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის გადაწყვეტილება N 14/05 ქალების როლის შესახებ კონფლიქტის პრევენციაში, კრიზისის მენეჯმენტში და პოსტ=კონფლიქტურ რეაბილიტაციაში (2005);
- ევროკავშირის დირექტივები თანაბარი მოპყრობის შესახებ (2006/54/EC).
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები 1325.
გაეროს მანდატის ქვეშ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კონტექსტში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ქალების, მშვიდობის, და უსაფრთხოების შესახებ განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს გენდერის თანასწორობისთვის, რომლებიც სამართლებრივად სავალდებულოა. გაეროსუშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325, რომელიც მიღებულია 2000 წელს ყველაზე გავლენიანი რეზოლუციაა, რადგან ბევრმა წევრმა ქვეყანამ მიიღო მისი განხორციელებისთვის სამოქმედო გეგმა.
2013 წლის ივნისში უშიშროების საბჭომ ერთხმად მიიღო რეზოლუცია 2106 კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის პრევენციის შესახებ და ამით გააძლიერა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგი. რეზოლუციის თანასპონსორები იყვენენ დიდი შვიდეულის პარტნიორი ქვეყნები. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონფლიქტის სიტუაციებში სექსუალური ძადლადობის ფართოდ გავრცელებას შეუძლია გაამძაფროს და გაახანგრძლივის შეიარაღებული კონფლიქტი და ხელი შეუშალოს საერთაშორისო არენაზე მშვიდობის და უსაფრთხოების აღდგენას.
უფრო მეტიც, უშიშროების საბჭოს 7533-ე შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა 2015 წლის ოქტომბერში, ერთხმად მიიღეს რეზოლუცია 2242 (2015), „ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის გადამწყვეტი ტექსტის“ განხორციელების ხელშესაწყობად. საბჭომ გადაწყვიტა,ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული წუხილები ჩაერთო ყველა იმ კონკრეტული ქვეყნის სიტუაციაში, რომლებიც იყო მის დღის წესრიგში.
უსაფრთხოების სექტორში გენდერის ჩართვა უზრუნველყოფს უსაფრთხოების მომწოდებლების ინკლუზიურ და ყოვლისმომცველ ინტერაქციას მოქალაქეებთან და სერვისის მიწოდების გაზრდილ ეფექტურობას. უსაფრთხოების სხვადასხვა მიმწოდებლისთვის გენდერის კონკრეტული საკითხებია მისახედი, რაც ზოგ შემთხვევაში მოითხოვს სპეციფიურ ტრენინგს და უნარ-ჩვევების განვითარებას.
რესურსები
გენდერის და უსაფრთხიების მართვასთან დაკავშირებული ყველა ასპექტის მიმოხილვისთვის, აგრეთვე ტრენინგის ინსტრუმენტების გასაცნობად, იხილეთ: Megan Bastick & Kristin Valasek (eds.), Gender and Security Sector Reform Toolkit, (DCAF, OSCE/ODIHR, UN-INSTRAW, 2008).
Megan Bastick (ed.), Gender Self-Assessment Guide for the Police, Armed Forces and Justice Sector, (DCAF, 2011)
ზედამხედველობასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხების გასაცნობად, იხილეთ: Megan Bastick, Integrating Gender into Internal Police Oversight, (DCAF & OSCE ODIHR 2014).
Gender Equality and Security Sector Reform Backgrounders.
Megan Bastick, Integrating a Gender Perspective into Internal Oversight within Armed Forces, (DCAF & OSCE ODIHR, 2014).
Megan Bastick, Integrating Gender into Oversight of the Security Sector by Ombuds Institutions & National Human Rights Institutions, (DCAF & OSCE ODIHR, 2014),
გაეროს ქალთა ორგანიზაცია: კონცეპტები და განსაზღვრებები
სხვა ინსტრუმენტები:
- Gender Equality and Security Sector Reform: Mainstreaming gender equality in security provision, management and oversight
- Gender Equality and Good Security Sector Governance: Gender equality for state and human security
- Guidance Notes on Integrating Gender into Security Sector Oversight
- Gender and Security Sector Reform Training Resource Website
- Handbook on Gender and Complaints Mechanisms
- Teaching Gender in the Military: a Handbook