ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა, რომიც ასევე ცნობილია როგორ ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონი, შედგება მთელი რიგი იურიდიული დოკუმენტების, ხელშეკრულებების და კონვენციებისგან, რომლებსაც თან ერთვის დამატებითი პროტოკოლები, ინსტრუქციები, დეკლარაციები და რეკომენდაციები, და რომლებიც მიღებულია საერთაშორისო დონეზე. გარდა ამისა, არსებობს აგრეთვე სამართლებრივი ინსტრუმენტები, რომლებიც მიღებულია რეგიონულ დონზე.ადამიიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა ხშირად ასახულია და განმტკიცებულია ეროვნულ კანონმდებლობაში და კონსტიტუციებში.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი-სახელმწიფოები ვალდებული არიან პატივი სცენ, დაიცვან და განახორციელონ ადამიანის უფლებები. სახელმწიფოები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის უფლებების ხელშეკრულებების რატიფიცირება, ვალდებული არიან მოახდინონ თავიანთი ეროვნული სამართლებრივი სისტემების ადაპტირება, რათა განახორციელონ, პატივი სცენ და დაიცვან ადამიანის უფლებები ადგილობრივ დონეზე.
არსებობს აგრეთვე რეგიონული და საერთაშორისო საჩივრების მექანიზმები, რომლებიც შექმნილია სახელმწიფოების, ჯგუფების და ინდივიდებისთვის, და რომლებიც ავსებენ საერთაშორისო ადამიანის უფლებების კანმდებლობის სისტემას და უზრუნველყოფენ მის ეფექტურობას. ასეთია:
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
- ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
- გაეროს საერთაშორისო სასამართლო
- ადამიანის უფლებების საერთო-ამერიკული სასამართლო
- ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია
- ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული სასამართლო
- ადამიანის უფლებათა საბჭოს საჩივრების პროცედურა
- ადამიანის უფლებათა საბჭოს გასაჩივრების პროცედურა
- ადამიანის უფლებათა კომიტეტი (CCPR)
- ქალების დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW)
- კომიტეტი წამების წინააღმდეგ (CAT)
- რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების კომიტეტი (CRPD)
- კომიტეტი იძულებითი გაუჩინარების საკითხებზე (CED)
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR)
- ბავშვთა უფლებების კომიტეტი (CRC)
- შრომითი მიგრანტების კომიტეტი (CMW)
ეროვნულ დონზე საჩივრების მექანიზმები ხშირად წარმოდგენილია ომბუდსმენის ინსტიტუტებით, ადამიანის უფლებების დამცველებით, ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული ორგანიზაციებით და ადამიანის უფლებათა კომიტეტებით.
ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური კანონმდებლობა
ადამიანის უფლებების შესახენ ფუნდამენტური საერთაშორისო საკანონმდებლო დოკუმენტია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მიიღო გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 1948 წლის დეკემბერში.
გაეროს წესდების პრეამბულა და პარაგრაფები 1, 55 და 56 განსაზღვრავს ადამიანისუფლებების კანონმდებლობის ძირეულ პრინციპებს.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა
ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია არის ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობის ნაწილს, რომელიც ასევე შეიცავს:
- საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (1966) და მისი არასავალდებულო პროტოკოლები:
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახენ საერთაშორისო პაქტი (1966)
ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობა წარმოადგენს ძირეულ სამართლებრივ საფუძველს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვისთვის. მისი შექმნიდან დღემდე, საერთაშორისო კანონმდებლონა უფრო განივრცო და განვითარდა ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი ინსტრუმენტებით და მათი შესაბამისი პროტოკოლებით.
ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები
- საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (1965)
- კონვენცია ქალების მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ (1979)
- კონვენცია წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ადამიანის ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის შესახებ (1984)
- კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ (1989)
- ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის არასავალდებულო პროტოკოლი შეიარაღებულ კონფლიქტში ბავშვების მონაწილეობის შესახებ (2000)
- ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის არასავალდებულო პროტოკოლი ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციის და პორნოგრაფიის შესახებ (2000)
- ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის არასავალდებულო პროტოკოლი (2014)
- საერთაშორისო კონვენცია ყველა შრომითი მიგრანტის და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვის შესახებ (1990)
- საერთაშორისო კონვენცია ყველა ადამიანის იძულებით გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ (2006)
- კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის შესახებ (2006)
ადამიანის უფლებების დამატებითი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები
ადამიანის უფლებების საერთაშორისო კანონმდებლობასთან და მასთან ასოცირებულ შეთანხმებებსა და იურიდიულ ინსტრუმენტებთან ერთად, არსებობს მრავალი სხვა იურიდიული ინსტრუმენტი, რომლებიც ემსახურება მსოფლიო მასშტაბით ადამიანის უფლებების დაცვას. ისინი ჩამოთვლილია ქვემოთ იმ თანმიმდევრობით, როგორც ეს მოცემულია გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის ვებ-პორტალზე, როგორც ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტრუმენტები.
ადამიანის უფლებების და ათასწლეულის ასამბლეის მსოფლიო კონფერენცია
თვითგამორკვევის უფლება
- კოლონიური ქვეყნების და ხალხებისთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ გაეროს დეკლარაცია
- გენერალური ასამბლეის 1962 წლის 14 დეკემბრის რეზოლუცია 1803 (XVII), “ბუნებრივ რესურსებზე პერმანენტული სუვერენობა”
- საერთაშორისო კონვენცია დაქირავებული მებრძოლების დაქირავების, გამოყენების, ფინანსირების და ტრენინგის წინააღმდეგ
ადგილობრივი ხალხების და უმცირესობების უფლებები
- დეკლარაცია ადგილობრივი ხალხების უფლებების შესახებ
- ადგილობრივი და ტომებად მცხოვრები ხალხების შესახებ კონვენცია, 1989, (N169)
- დეკლარაცია იმ პირების უფლბების შესახებ, რომლებიცმიეკუთვნებიან ეროვნულ ან ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობებს
დისკრიმინაციის პრევენცია
- თანაბარი ანაზღაურების შესახებ კონვენცია 1951 (No. 100)
- კონვენცია დისკრიმინაციის შესახებ (დასაქმებაში და საქმიანობაში) 1958 (No. 111)
- რასის და რასობრივი წინაგანსჯის შესახებ დეკლარაცია
- კონვენცია განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ
- პროტოკოლი შერიგების და დახმარების კომისიის შექმნის შესახებ, რომლის პასუხისმგებლობაა იმ დავების მორიგება, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას “განათლებაში დისკრიმინაციის წინააღმდეგ კონვენციის” წევრ-სახელმწიფოებს შორის
- დეკლარაცია რელიგიაზე ან რწმენაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის და არატოლერანტობის აღმოფხვრის შესახებ
- რასიზმის წინააღმდეგ მსოფლიო კონფერენცია, 2001 (დურბანის დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა)
ქალთა უფლებები
- დეკლარაცია გადაუდებელ სიტუაციებში და შეიარაღებულ კონფლიქტებში ქალთა და ბავშვთა დაცვის შესახებ
- დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ
ბავშვთა უფლებები
- კონვენცია მინიმალური ასაკის შესახებ 1973 (No. 138)
- კონვენცია ბავშვთა შრომის ყველაზე ცუდი ფორმების შესახებ 1999 (No. 182)
ხანდაზმულ პირთა უფლებები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები
- დეკლარაცია ინტელექტუალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ
- დეკლარაცია შეზღუდული შესაძლებლობების პირების უფლებების შესახებ
- ფსიქიური დაავადების მქონე პირების დაცვის და ფსიქიური დაავადების მოვლის შესახებ პრინციპები
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის შესაძლებლოებების გათანაბრების სტანდარტული წესები
ადამიანის უფლებები სამართლის აღსრულებაში: დაკავებულ და დაპატიმრებულ პირთა დაცვა
- გაერთიანებული ერების სტადარტული მინიმალური წესები პატიმართა მოპყრობის შესახებ (ნელსონ მანდელას წესები)
- პატიმართა მოპყრობის ბაზისური პირნციპები
- ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული ყველა ადამიანის დაცვის შესახებ პრინციპთა ერთობლიობა
- თავისუფლებაჩამორთმეული ახალგაზრდების დაცვის შესახებ გაეროს წესები
- დეკლარაცია ყველა პირის წამებისგან და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან და დასჯისგან დაცვის შესახებ
- სამედიცინო ეთიკის პრინციპები, რომლებიც შეეხება ჯანდაცვის პერსონალის, კერძოდ ექიმების, როლს პატიმრების და დაკავებულების დაცვაში წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და სასჯელისგან
- წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის ეფექტური გამოძიების და დოკუმენტირების პრინციპები
- სიკვდილმისჯილთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები
- ქცევის კოდექსი სამართალდამცავი მოხელეებისთვის
- სამართალდამცავი მოხელეების მიერ ძალის და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ძირითადი პრინციპები
- გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასაპატიმრო ზომების გამოყენების შესახენ (ტოკიოს წესები)
- გაეროს მინიმალური სტანდარტები არასრულწლოვანთა სამართლის ადმინისტრირებისთვის (ბეიჯინგის წესები)
- სახელმძღვანელო სისხლის სამართლის სისტემაში ბავშვებთან დაკავშირებული ქმედებებისთვის
- გაეროს სახელმძღვანელო არასრულწლოვანთა მცირე დანაშაულის პრევენციისთვის (რიადის სახელმძღვანელო)
- დანაშაულის და ძალაუფლების გადამეტების მსხვერლთა სამართლის ძირითადი პრინციპების დეკლარაცია
- სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპები
- ადვოკატთა როლის შესახებ ძირითადი პრინციპები
- სახელმძღვანელო პროკურორის როლის შესახებ
- კანონგარეშე, თვითნებური და სასამართლოს გარეშე დასჯის ეფექტური პრევენციის და გამოძიების პრინციპები
- დეკლარაცია ყველა ადამიანის იძულებითი გაუჩინარებისგან დაცვის შესახებ
- ძირითადი პრინციპები და სახელძღვანელო კომპენსაციის და რეპარაციის შესახებ
- იძულებით გაუჩინარებულ პირთა დაცვის საერთაშორისო კონვენცია
- გაეროს წესები ქალი პატიმრების მოპყრობის და კანონდამრღვევი ქალების მიმართ არასაპატიმრო ზომების გამოყენების შესახებ (ბანგკოკის წესები)
- გაეროს განახლებული პრინციპები დაუსჯელობასთან ბრძოლის საშუალებით ადამიანის უფლებების დაცვის და უზრუნველყოფის შესახებ
სოციალური კეთილდღეობა, პროგრესი და განვითარება
- სოციალური პროგრესის და განვითარების დეკლარაცია
- დეკლარაცია შიმშილის და საკვების ნაკლებობის შესახებ
- დეკლარაცია სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროგრესის მშვიდობის ინტერესებში და კაცობრიობის სასარგებლოდ გამოყენების შესახებ
- დეკლარაცია ადამიანების მშვიდობის უფლების შესახებ
- განვითარების უფლების დეკლარაცია
- ადამიანის გენომის და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია
- კულტურული მრავალფეროვნების საყოველთაო დეკლარაცია
ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა
- ეროვნული ინსტიტუტების სტატუსთან დაკავშირებული პრინციპები (პარიზის პრინციპები)
- ინდივიდების, ჯგუფების დასაზოგადოებრივი ორგანოების უფლებების და მოვალეობების დეკლარაცია საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფის და დაცვის მიზნით
- გაეროს დეკლარაცია ადამიანის უფლებების საკითხებზე განათლების და ტრენინგის შესახებ
ქორწინება
- კონვენცია ქორწინებაზე თანხმობის, ქორწინების მინიმალური ასაკის და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ
- რეკომენდაცია ქორწინებაზე თანხმობის, ქორწინების მინიმალური ასაკის და ქორწინების რეგისტრაციის შესახებ
ჯანმრთელობის უფლება
მუშაობის უფლება და დასაქმების სამართლიანი პირობები
შეკრებების და გაერთიანების თავისუფლება
- გაერთიანებების თავისუფლება და შეკრებების ორგანიზების უფლება 1948(No. 87)
- კოლექტიური მოლაპარაკების შეკრების ორგანიზების უფლება 1949 (No. 98)
მონობა, მონობის მსგავსი პრაქტიკა და იძულებითი დასაქმება
- კონვენცია მონობის შესახებ
- მონობის შესახებ კონვენციის პროტოკოლი ხელმოწერილი 1926 წლის 25 სექტემბერს
- დამატებითი კონვენცია მონობის, მონებით ვაჭრობის, და მონობის მსგავსი ინსტიტუტების და პრაქტიკის გაუქმების შესახებ
- იძულებითი შრომის შესახებ კონვენცია, 1930 (No. 29)
- იძულებითი შრომის გაუქმების კონვენცია, 1957 (No. 105)
- კონვენცია ადამიანების ტრეფიკინგის და სხვათა პროსტიტუციის გამოყენების წინააღმდეგ
- გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ კონვენციის დამატებითი პროტოკოლი ადამიანების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების, ტრეფიკინგის პრევენციის, აღკვეთის და დასჯადობის შესახებ
მიგრანტების უფლებები
მოქალაქეობა, მოქალაქეობის არქონა, თავშესაფარი და ლტოლვილები
- კონვენციამოქალაქეობის არქონის შემცირების შესახებ
- მოქალაქეობის არმქონე პირების სტატუსთან დაკავშირებული კონვენცია
- ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული კონვენცია
- ლტოლვილთა სტატუსთან დაკავშირებული პროტოკოლი
- ადამიანის უფლებების დეკლარაცია ინდივიდებისთვის, რომლებიც არ არიან იმ ქვეყნის მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ
ომის დანაშაული, კაცობრიობის წინაშე დანაშაული, მათ შორის, გენოციდი
- გენოციდის დანაშაულის პრევენციის და დასჯის კონვენცია
- კონვენცია ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის არამართებულობის შესახებ
- ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენი პირების დეტექციის, ექსტრადიციის და დასჯის საქმეში საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპები
- ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალის სტატუტი
- რუანდის საერთაშორისო ტრიბუნალის სტატუტი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი
ჰუმანიტარული კანონმდებლობა
- ჟენევის კონვენცია ომის ტყვეების მოპყრობის შესახებ
- ჟენევის კონვენცია ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის შესახებ
- ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი პროტოკოლი, რომელიც შეეხება საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვას (პროტოკოლი I))
- ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციების დამატებითი პროტოკოლი არა-საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის შესახებ (პროტოკოლი II)
ადამიანის უფლებების დაცვის რეგიონული სამართლებრივი ინსტრუმენტები
ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო კანონმდებლობის გარდა არსებობს რეგიონული სამართლებრივი ინიციატივები ადამიანის უფლებების დასაცავად და საერთაშორისო კანონმდებლობის რეგიონულ დონეზე განხორციელების უზრუნველსაყოფად.
ადამიანის უფლებების რეგიონული კანონმდებლობის მაგალითებია:
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (ECHR, 1950)[1]
- ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენცია (ICHR, 1950)
- ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული ქარტია (ACHPR, 1981)
ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციები
- ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული კომისია
- ადამიანის და ხალხთა უფლებების აფრიკული სასამართლო
- საერთაშორისო ამნისტია
- ჰუმანიტარულ იურისტთა ასოციაცია
- ამაზონის გუშაგი
- მონობის წინააღმდეგ საერთაშორისო მოძრაობა
- ადვოკატები საზღვრებს გარეშე
- ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CEDAW)
- კონიტეტი წამების წინააღმდეგ (CAT)
- რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი (CERD)
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტი (CRPD)
- იძულებით გაუჩინარებულ პირთა კომიტეტი (CED)
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი (CESCR)
- ბავშვთა უფლებების კომიტეტი (CRC)
- შრომის მიგრანტთა კომიტეტი (CMW)
- მსოფლიოს ადგილობრივ ხალხთა შესწავლის ცენტრი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კოალიცია
- კულტურული გადარჩენის მოძრაობა
- კარტერის ცენტრი
- ეკონომიკური და სოციალური უფლებების ცენტრი
- ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კანონმდებლობის ცენტრი
- ადამიანის უფლებებზე მომუშავე მეცნიერთა კომიტეტი
- ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი
- თანამეგობრობის ადამიანთა უფლებების ინიციატივა
- დანიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტი
- საერთაშორისო მოძრაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებისთვის
- პროექტი კმარა
- თანასწორობა ახლა
- ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
- მოძრაობა წამების წინააღმდეგ
- თავისუფლების სახლი
- მასობრივი ძალადობისგან დაცვის პასუხისმგებლობის გლობალური ცენტრი
- გლობალური უფლებები
- საერთაშორისო კოალიცია ჰაბიტატი
- ჰელსინკის გუშაგი
- საერთაშორისო მოძრაობა ადამიანის ცხოვრება
- ინტერნეტი ადამიანის უფლებებისთვის
- ადამიანის უფლებები საზღვრებს გარეშე
- ადამიანის უფლებების საბჭოს საჩივრების პროცედურა
- ადამიანის უფლებების კომიტეტი (CCPR)
- ადამიანის უფლებები უწინ
- ადამიანის უფლებების გუშაგი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო
- გაეროს ჰააგის სასამართლო
- ადამიანის უფლებების ინტერ-ამერიკული სასამართლო
- ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი
- ქალთა საერთაშორისო ალიანსი
- ებრაელ ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ასოციაცია
- ტრანზიციული სამართლის საერთაშორისო ცენტრი
- ადამიანის უფლებების და დემოკრატიული განვითარების საერთაშორისო ცენტრი
- ადამიანის უფლებების კვლევის საერთაშორისო ცენტრი
- საერთაშორისო კოალიცია იძულებით გაუჩინარების წინააღმდეგ
- იურისტთა საერთაშორისო კომისია
- წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია
- წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია
- ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის საერთაშორისო ფონდი
- აზრთა გაცვლის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობა
- ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტი
- საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (IPHR)
- საკუთრების უფლებების საერთაშორისო ინდექსი
- პროგრესის საერთაშორისო ორგანიზაცია
- წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭო
- მაშველთა საერთაშორისო კომიტეტი
- ტიბეტის დახმარების საერთაშორისო ქსელი
- საერთაშორისო სამსახური ადამიანის უფლებებისთვის
- ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი
- საერთაშორისო სამუშაო ჯგუფი მკვიდრი ხალხების საქმეებისთვის
- ადამიანის უფლებების ისლამური კომისია
- ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია
- ადამიანის უფლებების ჰელსინკის საერთაშორისო ფედერაცია
- ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია IOHR (OIDO)
- გახსოვდეს თავისუფლება საერთაშორისო მოძრაობა
- უმცირესობათა უფლებების დაცვის საერთაშორისო ჯგუფი
- შრომის ეროვნული კომიტეტი ადამიანის და მშრომელთა უფლებების დასაცავად
- განათლების და აკადემიური ურთიერთობების დაცვის ქსელი
- სამართლიანობა მშვიდობისთვის
- ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო
- საერთაშორისო მშვიდობის ბრიგადა
- პლანეტა და ადამიანები
- მშვიდობის ცენტრის ფონდი
- დაცვის საერთაშორისო მოძრაობა
- ექიმები ადამიანის უფლებებისთვის
- ექიმები სოციალური პასუხისმგებლობისთვის
- ლტოლვილთა საერთაშორისო ორგანიზაცია
- განთავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაცია
- რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
- ადამიანის უფლებების საბჭოს სპეციალური პროცედურები
- ადამიანის უფლებების დამცველები
- იმიგრანტთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის ეროვნული ქსელი
- წამების აღმოფხვრის და გადარჩენილთა მხარდაჭერის კოალიცია
- საერთაშორისო გამჭვირვალობა
- უნიტარული უნივერსალისტური სამსახურის კომიტეტი
- გაეროს გუშაგი
- საყოველთაო ტოლერანტობის ორგანიზაცია
- მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმდეგ
- მოწმე (ადამიანის უფლებების დამცველი ჯგუფი)
ძირითადი ლინკები და რესურსები:
ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი
გაეროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია
ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის