CIDS-ის თანახმად, ანგარიშვალდებულება ნიშნავს ადამიანების პასუხისმგებლობას თავიანთ ქმედებებზე და თავიანთი მოვალეობების შესრულების ხარისხზე. ანგარიშვალდებულება გულისხმობს, რომ ადგილზეაკონტროლის და გადამოწმების სისტემები და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია არალეგალურ ან კორუფციულ საქციელში მხილებულების დაკავება, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრა დამათი დასჯა. კანონის წინაშე ყველა თანამშრომელი უნდა იყოს ანგარიშვალდებული მიუხედავად მისი რანგის, სტატუსის და პოზიციის.[1]

428_Accountability-1_Geo.png

რა არის ანგარიშვალდებულება?

მარკ ბოვენსი განასხვავებს ანგარიშვალდებულების ორი კონცეპტს. ესენია: ანგარიშვალდებულება როგორც ღირსება და ანგარიშვალდებულება როგორც მექანიზმი. პირველი გულისხმობს საჯარო მოხელეების ქცევის შეფასების სტანდარტების ერთობლიობას, ხოლო მეორე - ინსტიტუციურ ურთიერთობას, რომლის ფარგლებშიც მოხელე პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე.[2]

ორგანიზაციის გლობალური ანგარიშვალდებულება (Global Accountability Framework) თანახმად, ორგანიზაციაში ანგარიშვალდებულების გაუმჯობესესებისთვის აუცილებელია ოთხი ძირითადი რამ. ესენია: გამჭვირვალობა; მონაწილეობა (შიდა და გარე დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა იმ გადაწყვეტილებებსა და საქმიანობებში, რომლებიც მათზე ახდენს ზეგავლენას); შეფასება (მონიტორინგი და გადახედვა); და საჩივრების და რეაგირების მექანიზმები.[3]

ანგარიშვალდებულება კეთილსინდისიერების განმტკიცების ინიციატივების მნიშვნელოვანი ელემენტი და კარგი მმართველობის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.პასუხისმგებელი, რეაგირებაზე ორიენტირებული, და დემოკრატიული უსაფრთხოების სექტორის შექმნა შეუძლებელია ანგარიშვალდებული პერსონალის, ინსტიტუტების და პროცედურების გარეშე. ანგარიშვალდებულება, როგორც ზეთი ძრავისთვის, უზრუნველყოფს სისტემის შეუფერხებელ ფუნქციონირებას, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი სისტემა არსებობს. ასეთ სისტემაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი და ეფექტური სასამართლო ინსტიტუტები, საქმის აღძვრის და დასჯის მექანიზმები, ინფორმირების, მონიტორინგის და ზედამხედველობის სქემები, და ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება.

428_Accountability-2_Geo.png

რატომ არის მნიშვნელოვანი?

ანგარიშვალდებულება, ისევე როგორც გამჭვირვალობა უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის აუცილებელი შემადგენელია. ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფს მოხელეების და ორგანიზაციების ლეგიტიმურობას და გადამწყვეტი მექანიზმია კორუფციის პრევენციისთვის და კარგი მმართველობის დანერგვისთვის. სამართლებრივი და ადმინისტრაციული არხების საშუალებით, როგორიცაა სასამართლო, ფორუმები, აუდიტორები, ომბუდსმენი, ინსპექტორები და კონტროლიორები, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ასევე უზრუნველყოფს კონტროლის და ბალანსის სისტემის მოქმედებას.[4]

როგორ მუშაობს?

გადაწყვეტილებების მიმღებები მთავრობაში, უსაფრთხოების სექტორში, კერძო სექტორში, და სამოქალაქო ოგანიზაციებში ანგარიშვალდებული არიან საზოგადოების და ინსტიტუტების მიმართ.[5] ანგარიშვალდებულება სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ესენია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის; აუდიტის და მონიტორინგის კომიტეტები და ინსპექტორები; კონსულტაციებიგადაწყვეტილებების მიღების პროცესში პარლამენტარების და საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით; პირდაპირი სანქციები - გარკვეული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, როგორიცაა სასჯელი, ჯარიმა, სამართლებრივი დევნა და სხვა; და გარკვეული ქმედებების არაპირდაპირი შედეგები, როგორიცაა ბიუჯეტის ასიგნირების შემცირება, ხელმძღვანელობის და ადამიანური რესურსების შემცირება, რესტრუქტურიზაცია, უარყოფითი საზოგადოებრივი აღქმა და თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში მომსახურე პროფესიონალების რეპუტაციის შელახვა.

ვინ არის ჩართული?

ანგარიშვალდებულება შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის ორგანიზაციებს ყველა დონეზე. ხელმძღვანელობა და სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი ანგარიშვალდებულია თავის ქმედებებზე მთავრობის, კანონის და სამართლის, კომპეტენტური აუდიტის, მონიტორინგის ინსიტუტების და, რაც მთავარია, საზოგადოების წინაშე. ამ ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ მონიტორინგის და კონტროლისთვის საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და თავიანთი საქმიანობის შესახებ გამჭვირვალე და სტაბილური ანგარიშგება ხელისუფლებისთვის. მათ უნდა ითანამშრომლონ სასამართლოსთან და დაემორჩილონ სანქციების და სასჯელის გადაწყვეტილებებს, თუ ასეთი იქნება.

წყაროები

Bovens Mark (2010), “Two Concepts of Accountability: accountability as a virtue and as a mechanism”. West European Politics, 33:5, pp 946-967. Available here.

Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21.

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014).

DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Oversight of Intelligence Services. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

DCAF (2009), Defence Management: an Introduction. Security and Defence Management Series No. 1.

IISS Military Balance

Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy in Progress», Information and Security. An International Journal. Vol. 11, 2003. pp 55-72.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Slah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

SIPRI Arms Transfer Database

Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.

Transparency and Accountability Initiative.

Transparency International. International Defence and Security Programme.

The World Bank (1988), Public Expenditure Management Handbook.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Transparency and Accountability Initiative.

Transparency International. International Defence and Security Programme.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

UN Instrument for Standardized International Reporting of Military Expenditures.

 

[1] Source: CIDS (2015), Integrity Action Plan: a handbook for practitioners in defence establishments. p 8.

[2] Bovens Mark (2010), “Two Concepts of Accountability: accountability as a virtue and as a mechanism”. West European Politics, 33:5, pp 946-967. Available here.

[3] Ibid. p 959.

[4] Ibid. p 955.

[5] Valeri Ratchev, «Governance, Management, Command, Leadership: setting the context for studies of defence management» in DCAF (2009), Defence Management: an Introduction.