„გამჭვირვალობა არის მთავრობების, კომპანიების, ორგანიზაციების და ინდივიდების თვისება, რომლებიც მზად არიან გაამჟღავნონ ინფორმაცია, წესები, გეგმები, პროცესები და ქმედებები“
საერთაშორისო გამჭვირვალობა
რა არის გამჭვირვალობა?
გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივის განსაზღვრებით, სახელმწიფო და საჯარო მოხელეები, კომპანიების და ორგანიზაციების მენეჯერები, დირექტორები და გამგეობის წევრები ვალდებული არიან, იმოქმედონ ღიად, მოლოდინების შესაბამისად და გასაგებად, და ხელი შეუწყონ მონაწილეობას და ანგარიშვალდებულებას.[1] უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების საზოგადოებრივი მოხმარებისთვის მიწოდებას. ასეთი მომსახურების ხარისხზე უცილობელ ზეგავლენას ახდენს უსაფრთხოების მიმწოდებლების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება როგორც თვითომ მომსახურებასთან, ისე პროცესთან დაკავშირებით. ამიტომ, პოლიტიკის და რესურსების შესახებ რელევანტური ინფორმაცია უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი.[2] ამან შესაძლოა მიიღოს თავდაცვის სამინისტროს წლიური ანგარიშის, ან თავდაცვის და უსაფრთხოების თეთრი წიგნის, წლიური ბიუჯეტის გამოცემის და სხვა ფორმა (იხ. გრაფიკი „თავდაცვის ბიუჯეტის ძირითადი დოკუმენტაცია“). ასეთი ანგარიშების და სხვა შესაფერისი ინფორმაციის გამოქვეყნება აუცილებელია გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულებისთვის. თუმცა, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების ოფიციალური სია, რომლებიც უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, სამწუხაროდ, საკმაოდ მოკლეა.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულებასთან ერთად, უზრუნველყოფს კორუფციის შესაძლებლობების შეზღუდვას.[3] ტილჩო ივანოვი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალობა უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო კონტროლის, ანგარიშვალდებულების და კარგი მმართველობის საწინდარია. უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკასთან დაკავშირებით უნდა იყოს სათანადო ღიაობა, მკაფიოობა და დამაჯერებლობა. მთავრობის - მათ შორის თავდაცვის სამინისტროს და უსაფრთხოების სააგენტოების - მიერ ან მისი დავალებით მომზადებული ძირითადი დოკუმენტებიდა სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.[4] გამჭვირვალობა, რა თქმა უნდა, არააკარგი მმართველობისერთადერთი კრიტერიუმი. გამჭვირვალობა დამოკიდებულია კარგი მმართველობის სხვა პრინციპებზე, როგორიცაა კონსენსუსი, მონაწილეობა, მოლოდინებთან შესაბამისობა, სტრატეგიული დაგეგმვა, რეაგირება, ეფექტურობა, ქმედითობა, ანგარიშვალდებულება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა, კეთილსინდისიერების განმტკიცება, ზედამხედველობა და აუდიტი. ეს პრინციპები ურთიერთდამოკიდებულია და,საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ქვეყანაში თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინდიკატორია.[5]
როგორ მუშაობს?
გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა გვაფრთხილებს, რომ გამჭვირვალობის მისაღწევად მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება არ კმარა. ინფორმაცია ისე უნდა იყოს შედგენილი და წარმოდგენილი, რომ ის იყოს:
- რელევანტური და გასაგები: წარმოდგენილი მკაფიოდ და გასაგებად, საკმარისად დეტალიზებული და დასახსრული ანალიზისთვის, შეფასებისთვის და მონაწილეობისთვის. ინფრომაცია ადაპტრიებული უნდა იყოს სხვადასხვა აუდიტორიისთვის.
- დროული და ზუსტი: წარმოდგენილი ისეთ დროს, რომ მოესწროს მისი ანალიზი, შეფასება და ამ პროცესებში რელევანტური და დაინტერესებული პირების ჩართვა. ეს ნიშნავს, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი უნდა იყოს პოლიტიკის და პორგრამების დაგეგმვის ეტაპზე და განხორციელების და მის შემდგომ ეტაპზებზეც. ინფორმაცია უნდა იყოს განახლებული, ზუსტი და სრული.[6]
შამსულ ჰაკი განასხვავებს ორი ტიპის მექანიზმს, რომლებიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას:
გარე მექანიზმები:
- გარე ფორმალური მექანიზმები
- სამართლებრივი ინსტრუმენტები (სამართლებრივი კომიტეტები, პარლამენტის კომიტეტები)
- აღმასრულებელი ზომები (საჯარო სააგენტოებზე ხელისუფლების მიერ განხორციელებლი კონტროლი)
- სასამართლო პროცესები (ადმინისტრაციული სასამართლოები და ომბუდსმენი)
- გარე არაფორმალური საშუალებები:
- საჯარო მოსმენები, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, ინტერესთა ჯგუფები და მედია
შიდა მექანიზმები:
- შიდა ფორმალური მექანიზმები (იერარქია, ოფიციალური წესები, ქცევის კოდექსი, მუშაობის ხარისხის შეფასება).
- შიდა არაფორმალური მექანიზმები (ორგანიზაციული კულტურა, პროფესიული ეთიკა და კოლეგების აზრი).[7]
მნიშნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს დაგეგმვის, პროგრამების შემუშავების, ბიუჯეტირების და შესრულების პროცესების გამჭვირვალობის საჭიროებაზე იმისთვის, რომ სამოქალქო საზოგადოებას ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების გადაწყვეტილებების შესახებ. ამგვარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მინისტრები, პარლამენტარები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული ინსტიტუტებე შეძლებენ სრულად გამოიყენონ უფლება,მოსთხოვონ უსაფრთხოების და თავდაცვის დაწესებულებებსწარმოადგინონ ანგარიში თავიანთი - როგორც უსაფრთხოების მიმწოდებლების - მოვალეობების შესრულების შესახებ. ამ პროცესს გადამწყვეტი მნიშვნელობააქვს უსაფრთხოების სექტორის ფონდების ეფექტურად და ქმედითად ხარჯვისთვის.
გარდა ამისა, პოლიტიკის განხორციელების/ბიუჯეტის შესრულების შეფასებები, პროგრამების მონიტორინგი და შეფასების სქემები ხელს უწყობს გამჭვირვალობის გადაზრდას ანგარიშვალდებულებაში.
ვინ არის ჩართული?
ტიჩო ივანოვის განმარტებით, შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სააგენტოები პასუხისმგებელი უნდა იყვნენ მინისტრების წინაშე, რომლებიც, თავის მხრიც, პასუხისმგებელი არიან ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლების მიმართ. ეს წარმომადგენლები უნდა ახორციელებდნენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების, პოლიტიკის და ხარჯვის სამართლებრივ ზედამხედველობას. უსაფრთხოების ინსტიტუტებს ასევე მონიტორინგს უნდა უწევდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, მედია, ინტერესთა ჯგუფები და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება.[8]
წყაროები
Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21.
Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.
Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)
Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014).
Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance
DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.
DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliamentary Oversight of Intelligence Services. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.
DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.
DCAF (2009), Defence Management: an Introduction. Security and Defence Management Series No. 1.
Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy in Progress», Information and Security. An International Journal. Vol. 11, 2003. pp 55-72.
Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Slah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.
NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.
NATO (2012) Building Integrity Programme
OECD (2002) Best Practices for Budget Transparency
OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security
Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.
Transparency and Accountability Initiative.
Transparency International. International Defence and Security Programme.
The World Bank (1988), Public Expenditure Management Handbook.
Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.
Transparency and Accountability Initiative.
Transparency International. International Defence and Security Programme.
United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.
UN Instrument for Standardized International Reporting of Military Expenditures.
[1] Transparency and Accountability Initiative.
[2] Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy in Progress», Information and Security. An International Journal. Vol. 11, 2003. pp 55-72.
[3] «The Importance of Integrity Building» in Building Integrity and Reducing Corruption In Defence: a Compendium of Best Practices. p165.
[4] Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy …p 57
[5] Ibid., p 56.
[6] Transparency and Accountability Initiative.
[7] M. Shamsul Haque, “Significance of Accountability under the New Approach to Public Governance” International Review of Administrative Sciences 66, no 4. (December 2000): 599-618. In Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy …p 59.
[8] Ivanov Tilcho, «Transparency of Defence Policy …p 58.