ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც თავადაცვის და უსაფრთხოების სექტორის შიგნით, ისევე მის გარეთ არსებულ ბევრ ინსტიტუტს შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკას, პროგრამებს, პროცედურებს, დაგეგმვას, ბიუჯეტებს, ხარჯვას და პერსონალს. ამ პროცესში წვლილის შეტანის უფლება და პასუხისმგებლობა აქვს ყველას - პარლამენტარებს, აუდიტის ინსტიტუტებს, ინსპექტორებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, ომბუდსმენს, სპეციალურ კომიტეტებს, მედიას, ინტერესთა ჯგუფებს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას.

რა არის ზედამხედველობა?

დემოკრატიული ზედამხედველობა თავისთავად გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების - ძირითადად პარლამენტის და შესაბამისი კომიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აღმასრულებელი ხელისუფლების და საკუთრივ უსაფრთხოების სექტორის - აქტიურ ჩართვას უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და რეფორმირებაში.[1] სამხედრო ომბუდსმენები, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობის სტრუქტურისგან დამოუკიდებელი არიან, ასევე ახორციელებენ ზედამხედველობას კარგი მმართველობის პრინციპების და პრაქტიკის დაცვის მიზნით. ისინი განიხილავენ საჩივრებს ჯარში დარღვევების და მდგომარეობისბოროტად გამოყენების შემთხვევებზე და სამხედრო პროცედურებში არსებული ხარვეზებზე მათი გამოსწორების მიზნით.[2] არასამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტები ასრულებენ ფართე ზედამხედველობის როლს, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების სექტორის მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული უსაფრთხოების, აგრეთვეადამიანის უფლებების და სხვა ბაზისური საერთაშორისო სტანდარტების და კანონმდებლობის პატივისცემის ხარისხის შეფასებას.

რატომ არის მნიშვნელოვანი?

უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა ძლიერი დემოკრატიული სახელნწიფოს არსებითი მახასიათებელია. ზედამხედველობის უზუნველყოფს სახელმწიფო რესურსების მართვის ქმედითობას და ეფექტურობას, უსაფრთხოების სექტორის პერსონალის ღირსეულ და კეთილსინდისიერ საქციელს, ზიანის გამოვლენას და გამოსწორებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზედამხედველობა უზრუნველყოფს თავდაცვის ინსტიტუტებისფუნქციონირებას ერის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და მათი ძირითადი მოვალეობის - საზოგადოების უსაფრთხოების და სახელმწიფოს გარე საფრთხისგან დაცვის შესრულებას კორუფციისგან თავისუფალ გარემოში. ზედამხედველობა მნიშვნელოვანია რადგან ის, როგორც წებო, კრავს დემოკრატიულ სისტემას, უზრუნველყოფს რომ სისტემაში ყველა მუშაობდეს წესების შესაბამისად; პატივს სცემდეს სხვას, სისტემას და სისტემის შიგნით თავისადგილს; ასრულებს მოვალეობას საუკეთესოდ და თავს არიდებს კორუფციულ ქმედებებს. ზედამხედველობა პროცესია, რომლის შედეგად გამჭვირვალობა გადაიზრდებაანგარიშვალდებულებაში და უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიულ კონტროლში.

426_Oversight-1_Geo.png

როგორ მუშაობს?

ზედამხედველობა მოიცავს წინასწარ შემოწმებას, მიმდინარე მოინიტორინგს და შემდგომ გადახედვას, აგრეთვე შეფასებას და გამოძიებას.[3]

CIDS-ის თანახმად, საპარლამენტო ზედამხედველობა ერთ-ერთი ძირითადი დემოკრატიული საშუალებაა იმისთვის, რომ მთავრობა იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. ასევე პარლამენტის მოვალეობაა, უზრუნველყოს კანონების სრულად აღსრულება.[4]

ბონის კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი (Bonn International Center for Conversion, BICC) აღნიშნავს, რომ პარლამენტი უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო კონტროლის განმახორციელებელი სისტემის მთავარი ელემენტია. პარლამენტი მონაწილეობს ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ბიუჯეტირებაში და კანონების და რეგულაციების შემუშავებაში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ძალების ორგანიზაციას და ქმედებებს. თავდაცვის, დაზვერვის, და პოლიციის სპეციალურ კომიტეტებს უფლება აქვთ მოითხოვონ აუდიტის ჩატარება და ზედამხედველობა გაუწიონ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების მუშაობის ყველა ასპექტს.[5]

ამგვარი სპეციალური კომიტეტები ზოგადად იქმნება უსაფრთხოების ძალების ზედამხედველობის მიზნით, განსაკუთრებით, შეიარაღბული ძალების და დაზვერვის სამსახურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ტექნიკური ხასიათის გამო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის კონფიდეციალურობის სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით. ზოგადად, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტები მუშაობენსახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომელთა უფლებამოსილებაა ძალის გამოყენება და სამოქალაქო ორგანოებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ძალის გამოყენების შესახებ.[6] კომიტეტები განსაზღვრავენ ამ ორგანოებისზომას, სტრუქტურას, ორგანიზაციას, დაფინანსებას და ფუნქციონირებას.

საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა უსაფრთხოების პოლიტიკა. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) განმარტავს, პარლამენტს შეუძლია კონტროლი განახორციელოს თავდაცვის პოლიტიკაზე შეთავაზებული დამატებების და ცვლილებებისდამტკიცებით ან მათზე ვეტოს დადებით. პალამენტი ასევე უფლებამოსილია გააკრიტიკოს თავდაცვის პოლიტიკა ან ცვლილებები შეიტანოს მასში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი წარმოადგენს ფორუმს თავდაცვისდა უსაფრთხოების თემაზე დისკუსიებისთვის.[7]

მართალია, დემოკრატიულიდა საპარლამენტო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტები, როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან უსაფრთხოება და თავდაცვა ეროვნული იურუსდუქციის საკითხია, როგორც აღნიშნავს CIDS, მაგრამ არსებობს რეგიონული სტანდარტები, მაგალითად ეუთოს ქცევის კოდექსი.[8]

როდესაც საქმე ეხება ბიუჯეტის ზედამხედველობას, უსაფრთხოების სექტორში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გარე აუდიტს, რომელიც უნდა ჩაატარონ დამოუკიდებელმა ორგანოებმა.[9] გარე აუდიტი უნდა სწავლობდეს არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებს, არამედ ასევე უნდა აფასებდეს საჯარო ხარჯვის ეფექტურობას. BICC აღნიშნავს, რომ თუმცა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს აუდიტორული ორგანიზაციები, რომლებიც ამგვარ სახელს და ფუნქციას ატარებენ, ამ ორგანიზაციების რეალური უფლებამოსილება შეისწავლონ თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს უფლება ანგარიშები გააკეთონ თავიანთი მოკვლევების შესახებ. აუდიტორული შესაძლებლობის განმტკიცებას მხარს უჭერს და ემსახურება INTOSAI (უმაღლესი სააუდიტორო ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია).[10]

ზედამხედველობა ხშირად რეაქციულია, ანუ ტარდება პრობლემების წარმოჩინების შემდგომ. პროაქტიურ ზედამხედველობას შესაძლოა ჰქონდეს მოულოდნელი ვიზიტების, ინსპექციების და აუდიტების ფორმა და მისი მიზანია შეზღუდოს ან სრულად შეაკავოს თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში არასათანადო ქმედებები.[11]

ვინ არის ჩართული?

თავდაცვის სექტორის ზედამხედველობა ხორციელდება შიდა და გარე მექანიზმებით. ესენია: სპეციალური კომიტეტები, ინსპექტორები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, დამოუკიდებელი ომბუდსმენის ინსტიტუტები, სააუდიტორო ინსტიტუტები, სპეციალური საზედამხედველო ორგანოები, ჟურნალისტები, და სამოქალაქო საზოგადოება.[12] სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჩივრების წარდგენის სათანადო არხებისდა მამხილებლების დაცვის მდგრადი სისტემის არსებობას.ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა კი მთელი ამ პროცესის საფუძველს ქმნის.


პარლამენტის როლი თავდაცვის ბიუჯეტირების და შესყიდვებისზედამხედველობაში

პარლამენტის ფუნქციაა უზრუნველყოს, რომ თავდაცვის ბიუჯეტირების პროცესში გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ინტერესები

პარლამენტის მოვალეობებია:

  • საზოგადოების მუდმივი ინფორმირება
  • თავდაცვის რესურსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა
  • სახელმწიფო ფონდების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება

პარლამენტს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი უფლებამოსილება:

  • თვდაცვის და უსაფრთხოების სექტორისთვის რესურსების გამოყოფის დამტკიცება
  • ბიუჯეტის ფარგლებში ფონდების გადანაწილება პრიორიტეტების ცვლილებების შესაბამისად
  • შეფასება, თუ რამდენად შეესაბამება გამოყოფილი ფონდები შეთავაზებულ პროექტებს
  • ზოგ შემთხვევაში, ახალი ხარჯების შეთავაზება
  • თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის განვითარება
  • მთავრობის თავდაცვის პოლიტიკის და უსაფრთხოების სტატეგიის გადახედვა
  • საერთაშორისო ვალდებულებების და ხელშეკრულებების შესახებ კონსულტაციების გამართვა მათ დამტკიცებამდე
  • ძალის გამოყენების და უცხოეთში ჯარების განთავსების შესახებ რეკომენდაციების გაცემა
  • თავდაცვის სფეროში შესყიდვების მონიტორინგი

როგორ ახორციელებს პარლამენტი შესყიდვების ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობას?

პარლამენტითავის უფლებამოსილებას თავდაცვის ბიუჯეტირებასა და შესყიდვებთან დაკავშირებით შესაძლოა ახორციელდებდეს პლენარულ სესიებზე, საკომიტეტო განხილვებში - მაგალითად, უსაფრთხოების და თავდაცვის ან საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტებში, ან ცალკეული პარლამენტარების უფლებამოსილების საშუალებით. პარლამენტის საქმიანობაა:

  • თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებული პროექტების განხილვა და დამტკიცება
  • ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვა
  • კომპეტენტური ორგანოებისთვის მიმართვა აუდიტის ჩატარების თხოვნით
  • თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება, უარყოფა ანმასში ცვლილების შეტანა
  • თავდაცვის მინისტრის და სხვა მოხელეების დეკლარაციების, ან ჩვენების მოსმენა ბიუჯეტის შესრულების შესახებ
  • ბიუჯეტის პროექტების განხილვა და მასში ცვლილებების შეტანა
  • აღმასრულებელი ხელისუფლებისგან ანგარიშების გამოთხოვა
  • მოსმენების და გამოძიებების მოწყობა თავდაცვის ბიუჯეტის შესრულების გამჭვირვალობის და ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე არასათანადო ადმინისტრაციული პრაქტიკის და კორუფციის ბრალდებების გამოძიების მიზნით
  • გარე წყაროებიდან მტკიცებულებების მიღება
  • შესყიდვებისთვის სამართლებრივი ბაზის შემუშავება
  • ზოგ შემთხვევაში,მაღალი ღირებულების შესყიდვებში გამარჯვებულის დამტკიცება

რა როლი აქვს საპარლამენტო კომიტეტებს კორუფციის გამოძიებებში?

  • მოსმენების და გამოძიებების მოწყობა
  • სამხედრო პერსონალის, საჯარო მოხელეების დაექსპერტების საკომიტეტო შეხვედრებზე გამოძახება მათი მოწმედ დაკითხვის მიზნით
  • მინისტრების და სხვა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვა
  • აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დოკუმენტაციის გამოთხოვა
  • საჯარო ხარჯების გამჭვირვალობის და ეფექტურობის დეტალური შესწავლა
  • კომპეტენტური ორგანოების მიერ აუდიტის ჩატარების მოთხოვნა
  • სამხედრო პერსონალისგან და სამოქალაქო პირებისგან პეტიციების და საჩივრების მიღება, რომლებიც შეეხება თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორს
  • ჯარის დისლოკაციის ადგილების, მათ შრის უცხოეთში, და სხვა უსაფრთხოების სამსახურების ადგილზე ვიზიტებიდა ინსპექტირება

წყარო: DCAF Backgrounder series (2006), Parliament’s role in Defence Budgeting; Parliament’s Role in Defence Procurement; Parliamentary Committees on Defence and Security; Military Ombudsmen. New edition here.


წყაროები

Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21.

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Oversight of Intelligence Services. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.

Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Slah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security

Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.

Transparency and Accountability Initiative.

Transparency International. International Defence and Security Programme.

The World Bank (1988), Public Expenditure Management Handbook.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] DCAF-UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations. p 6.

[2] DCAF (2006), Military Ombudsmen. DCAF Backgrounder. New edition available here.

[3] Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit. p 6.

[4] CIDS (2015) Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015) p7.

[5] Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21. p 52. Available here.

[6] Ibid

[7] Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index. p 40.

[8] OSCE, Code of Conduct on Politico-Military aspects of security. December 1994.

[9] Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21. p 54.

[10] Ibid. See INTOSAI

[11] DCAF (2006), Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition here.

[12] Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit. p 6.