მტკიცე და ქმედითი საკანონმდებლო ჩარჩო პირველი ნაბიჯია უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დასანერგად. ეროვნული კანონმდებლობა უნდა ასახავდეს საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებს შეძლებისდაგვარად, და უნდა ნერგავდეს მათ შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტებს და მექანიზმებს. ამ სტანდარტებში იგულისხმება ბაზისური კანონმდებლობა ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ, საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობა და სისხლის სამართლის საერთაშორისო კანონმდებლობა, აგრეთვე ანტიკორუფციული კანონმდებლობა, ზედამხედველობა, და მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები. ასეთი მიდგომა საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტებისადმი უნდა იყოს ინკლუზიური და ღია. უნდა არსებობდეს საუკეთესო საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარების სურვილი და მისი დანერგვისთვის საჭირო მექანიზმები. მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის და გარემოებების გათვალისწინება. არ შეიძლება კანონების პირდაპირ გადმოწერა. იმისთვის, რომ კანონმდებლობა ეფექტური იყოს, აუცილებელია სტრატეგიული ხედვის და დაგეგმვის გამოყენება კონკრეტულ კონტექსტში. უსაფრთხოების სექტორის კანონები უნდა მოიცავს მაკორექტირებელ მექანიზმებს, რომლებიც გულისხმობს სანქციებს და აკრძალვებს და გამართულ სასამართლო სისტემას. აღსანიშნავია, რომ მხილების და საჩივრების მექანიზმებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თანამდებობის ბოროტად გამოყენების დეტექციის და პრევენციისთვის. არსებობს ასევე რეგიონული და საერთაშორისო საკანონმდებლ;ო სუბიექტები, რომლებსაც შეიძლება მიმართონ სახემწიფოებმა, ჯგუფებმა და ინდივიდებმა თავიანთი უფლებების და თავისუფლებების დაცვის მიზნით.

უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული საერთაშორისო საკანონმდებლო სტანდარტები და სხვა სასარგებლო საკანონმდებლო რესურსები და ინსტრუმენტები:

ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები

სასჯელაღსრულების სისტემა

სამართალდაცვა

სამართალი

მშვიდობა და განვითარება

დანაშაული

ეროვნების სტატუსი

ჰუმანიტარული კანონმდებლობა

გენდერი

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სხვა სამართლებრივი ინსტრუმენტები

რესურსები

ძირითადი წყაროები:

DCAF, Legislating for the Security Sector.

 

[1] The European Convention on Human Rights