ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც თავადაცვის და უსაფრთხოების სექტორის შიგნით, ისევე მის გარეთ არსებულ ბევრ ინსტიტუტს შეუძლია ზედამხედველობა გაუწიოს უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკას, პროგრამებს, პროცედურებს, დაგეგმვას, ბიუჯეტებს, ხარჯვას და პერსონალს. ამ პროცესში წვლილის შეტანის უფლება და პასუხისმგებლობა აქვს ყველას - პარლამენტარებს, აუდიტის ინსტიტუტებს, ინსპექტორებს, სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, ომბუდსმენს, სპეციალურ კომიტეტებს, მედიას, ინტერესთა ჯგუფებს და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოებას.
რა არის ზედამხედველობა?
დემოკრატიული ზედამხედველობა თავისთავად გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების - ძირითადად პარლამენტის და შესაბამისი კომიტეტების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, აღმასრულებელი ხელისუფლების და საკუთრივ უსაფრთხოების სექტორის - აქტიურ ჩართვას უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმულირებაში, განხორციელებაში, მონიტორინგსა და რეფორმირებაში.[1] სამხედრო ომბუდსმენები, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობის სტრუქტურისგან დამოუკიდებელი არიან, ასევე ახორციელებენ ზედამხედველობას კარგი მმართველობის პრინციპების და პრაქტიკის დაცვის მიზნით.[2] ისინი განიხილავენ საჩივრებს ჯარში დარღვევების და მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე და სამხედრო პროცედურებში არსებული ხარვეზებზე მათი გამოსწორების მიზნით. არასამხედრო ომბუდსმენის ინსტიტუტები ასრულებენ ფართე ზედამხედველობის როლს, რომელიც მოიცავს უსაფრთხოების სექტორის მიერ მოქალაქეებისთვის მიწოდებული უსაფრთხოების, აგრეთვე ადამიანის უფლებების და სხვა ბაზისური საერთაშორისო სტანდარტების და კანონმდებლობის პატივისცემის ხარისხის შეფასებას.
რატომ არის მნიშვნელოვანი?
უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობა ძლიერი დემოკრატიული სახელნწიფოს არსებითი მახასიათებელია. ზედამხედველობის უზუნველყოფს სახელმწიფო რესურსების მართვის ქმედითობას და ეფექტურობას, უსაფრთხოების სექტორის პერსონალის ღირსეულ და კეთილსინდისიერ საქციელს, ზიანის გამოვლენას და გამოსწორებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზედამხედველობა უზრუნველყოფს თავდაცვის ინსტიტუტების ფუნქციონირებას ერის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და მათი ძირითადი მოვალეობის - საზოგადოების უსაფრთხოების და სახელმწიფოს გარე საფრთხისგან დაცვის შესრულებას კორუფციისგან თავისუფალ გარემოში. ზედამხედველობა მნიშვნელოვანია რადგან ის, როგორც წებო, კრავს დემოკრატიულ სისტემას, უზრუნველყოფს რომ სისტემაში ყველა მუშაობდეს წესების შესაბამისად; პატივს სცემდეს სხვას, სისტემას და სისტემის შიგნით თავის ადგილს; ასრულებს მოვალეობას საუკეთესოდ და თავს არიდებს კორუფციულ ქმედებებს. ზედამხედველობა პროცესია, რომლის შედეგად გამჭვირვალობა გადაიზრდება ანგარიშვალდებულებაში და უსაფრთხოების სისტემის დემოკრატიულ კონტროლში.
როგორ მუშაობს?
ზედამხედველობა მოიცავს წინასწარ შემოწმებას, მიმდინარე მოინიტორინგს და შემდგომ გადახედვას, აგრეთვე შეფასებას და გამოძიებას.[3]
CIDS-ის თანახმად, საპარლამენტო ზედამხედველობა ერთ-ერთი ძირითადი დემოკრატიული საშუალებაა იმისთვის, რომ მთავრობა იყოს პასუხისმგებელი თავის ქმედებებზე. ასევე პარლამენტის მოვალეობაა, უზრუნველყოს კანონების სრულად აღსრულება.[4]
ბონის კონვერსიის საერთაშორისო ცენტრი (Bonn International Center for Conversion, BICC) აღნიშნავს, რომ პარლამენტი უსაფრთხოების სექტორზე სამოქალაქო კონტროლის განმახორციელებელი სისტემის მთავარი ელემენტია. პარლამენტი მონაწილეობს ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ბიუჯეტირებაში და კანონების და რეგულაციების შემუშავებაში, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების ძალების ორგანიზაციას და ქმედებებს. თავდაცვის, დაზვერვის, და პოლიციის სპეციალურ კომიტეტებს უფლება აქვთ მოითხოვონ აუდიტის ჩატარება და ზედამხედველობა გაუწიონ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების მუშაობის ყველა ასპექტს.[5]
ამგვარი სპეციალური კომიტეტები ზოგადად იქმნება უსაფრთხოების ძალების ზედამხედველობის მიზნით, განსაკუთრებით, შეიარაღბული ძალების და დაზვერვის სამსახურების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ტექნიკური ხასიათის გამო და უსაფრთხოების პოლიტიკის ზოგიერთი ასპექტის კონფიდეციალურობის სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით.[6] ზოგადად, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტები მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რომელთა უფლებამოსილებაა ძალის გამოყენება და სამოქალაქო ორგანოებთან, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს ძალის გამოყენების შესახებ. კომიტეტები განსაზღვრავენ ამ ორგანოების ზომას, სტრუქტურას, ორგანიზაციას, დაფინანსებას და ფუნქციონირებას,
საპარლამენტო ზედამხედველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა უსაფრთხოების პოლიტიკა. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) განმარტავს, პარლამენტს შეუძლია კონტროლი განახორციელოს თავდაცვის პოლიტიკაზე შეთავაზებული დამატებების და ცვლილებების დამტკიცებით ან მათზე ვეტოს დადებით. პალამენტი ასევე უფლებამოსილია გააკრიტიკოს თავდაცვის პოლიტიკა ან ცვლილებები შეიტანოს მასში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი წარმოადგენს ფორუმს თავდაცვის და უსაფრთხოების თემაზე დისკუსიებისთვის.[7]
მართალია, დემოკრატიული და საპარლამენტო ზედამხედველობის საერთაშორისო სტანდარტები, როგორც ასეთი, არ არსებობს, რადგან უსაფრთხოება და თავდაცვა ეროვნული იურუსდუქციის საკითხია, როგორც აღნიშნავს CIDS, მაგრამ არსებობს რეგიონული სტანდარტები, მაგალითად ეუთოს ქცევის კოდექსი.[8]
როდესაც საქმე ეხება ბიუჯეტის ზედამხედველობას, უსაფრთხოების სექტორში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გარე აუდიტს, რომელიც უნდა ჩაატარონ დამოუკიდებელმა ორგანოებმა. გარე აუდიტი უნდა სწავლობდეს არა მხოლოდ ფინანსურ საკითხებს, არამედ ასევე უნდა აფასებდეს საჯარო ხარჯვის ეფექტურობას.[9] BICC აღნიშნავს, რომ თუმცა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს აუდიტორული ორგანიზაციები, რომლებიც ამგვარ სახელს და ფუნქციას ატარებენ, ამ ორგანიზაციების რეალური უფლებამოსილება შეისწავლონ თავდაცვასთან დაკავშირებული საკითხები, შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ამ ორგანიზაციებს უნდა მიეცეს უფლება ანგარიშები გააკეთონ თავიანთი მოკვლევების შესახებ. აუდიტორული შესაძლებლობის განმტკიცებას მხარს უჭერს და ემსახურება INTOSAI (უმაღლესი სააუდიტორო ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაცია ).[10]
ზედამხედველობა ხშირად რეაქციულია, ანუ ტარდება პრობლემების წარმოჩინების შემდგომ. პროაქტიურ ზედამხედველობას შესაძლოა ჰქონდეს მოულოდნელი ვიზიტების, ინსპექციების და აუდიტების ფორმა და მისი მიზანია შეზღუდოს ან სრულად შეაკავოს თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებში არასათანადო ქმედებები.[11]
ვინ არის ჩართული?
თავდაცვის სექტორის ზედამხედველობა ხორციელდება შიდა და გარე მექანიზმებით. ესენია: სპეციალური კომიტეტები, ინსპექტორები, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტარები, დამოუკიდებელი ომბუდსმენის ინსტიტუტები, სააუდიტორო ინსტიტუტები, სპეციალური საზედამხედველო ორგანოები, ჟურნალისტები, და სამოქალაქო საზოგადოება.[12] სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჩივრების წარდგენის სათანადო არხების და მამხილებლების დაცვის მდგრადი სისტემის არსებობას. ფუნქციონირებადი სასამართლო სისტემა კი მთელი ამ პროცესის საფუძველს ქმნის.
პარლამენტის როლი თავდაცვის ბიუჯეტირების და შესყიდვების ზედამხედველობაში პარლამენტისფუნქციააუზრუნველყოს, რომთავდაცვისბიუჯეტირებისპროცესშიგათვალისწინებულიასაზოგადოებრივიინტერესები პარლამენტისმოვალეობებია:
პარლამენტსშეიძლებაჰქონდესშემდეგიუფლებამოსილება:
როგორ ახორციელებს პარლამენტი შესყიდვების ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობას? პარლამენტი თავის უფლებამოსილებას თავდაცვის ბიუჯეტირებასა და შესყიდვებთან დაკავშირებით შესაძლოა ახორციელდებდეს პლენარულ სესიებზე, საკომიტეტო განხილვებში - მაგალითად, უსაფრთხოების და თავდაცვის ან საფინანსო-საბიუჯეტო კომტეტებში, ან ცალკეული პარლამენტარების უფლებამოსილების საშუალებით. პარლამენტის საქმიანობაა:
რა როლი აქვს საპარლამენტო კომიტეტებს კორუფციის გამოძიებებში?
წყარო: DCAF Backgrounder series (2006), Parliament’s role in Defence Budgeting; Parliament’s Role in Defence Procurement; Parliamentary Committees on Defence and Security; Military Ombudsmen. New edition here. |
წყაროები
Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21.
Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.
Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)
Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance
DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.
DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New edition available here.
DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliamentary Oversight of Intelligence Services. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition available here.
DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.
DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organizations.
Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Slah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.
NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.
NATO (2012) Building Integrity Programme
OECD (2002) Best Practices for Budget Transparency
OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security
Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.
Transparency and Accountability Initiative.
Transparency International. International Defence and Security Programme.
The World Bank (1988), Public Expenditure Management Handbook.
Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.
United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.
[1] DCAF-UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations. p 6.
[2] DCAF (2006), Military Ombudsmen. DCAF Backgrounder. New edition available here.
[3] Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit. p 6.
[4] CIDS (2015) Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015) p7.
[5] Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21. p 52. Available here.
[6] Ibid
[7] Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index. p 40.
[8] OSCE, Code of Conduct on Politico-Military aspects of security. December 1994.
[9] Bonn International Center for Conversion (BICC) (2002), Voice and accountability in the security sector. Paper 21. p 54.
[11] DCAF (2006), Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition here.
[12] Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit. p 6.