თავდაცვის ძალები ხშირად უსაფრთხოების სექტორის ყველაზე ცნობადი კომპონენტია. უსაფრთხოების სხვა მიმწოდებლების მსგავსად, თავდაცვის ძალების მიზანია უსაფრთხოების, როგორც საზოგადოებრივი პროდუქტის მიწოდება. მოსახლეობისთვის თავდაცვას უზრუნველყოფენ შეიარაღბული ძალები და სამხედრო პერსონალი. ღია კონფლიქტების დროს თავდაცვის სექტორი რეაგირებს გარე აგრესიაზე ან რაიმე სხვა ტიპის საფრთხეზე ერის ან ქვეყნის ტერიტორიის მიმართ. დღევანდელ საერთაშორისო პირობებში, თავდაცვა უფრო შემაკავებლის როლს ასრულებს. სიტყვა „თავდაცვა“ ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს შეიარაღებული ძალების და სამხედრო პერსონალის, როგორც სექტორის, აღსანიშნავად უფრო ფართე უსაფრთხოების სექტორის ფარგლებში. ეს სიტყვა შესაძლოა ასევე გულისხმობდეს ზოგადად თავდაცვის პოლიტიკას.

შეიარაღებული ძალები ინსტიტუტია, რომელსაც სახელმწიფო ქმნის გარე საფრთხეების და შიდა კონფლიქტებისგან დაცვის მიზნით. შეიარაღებული ძალები შესაძლოა იყოს პროფესიონალური, გაწვევაზე დაფუძნებული, ან აერთიანებდეს პროფესიულ ფორმიანი პერსონალს, პროფესიული სამოქალაქო პერსონალის და/ან წვევამდელებს. ზოგიერთ შემთხვევაში რეგულარული სამხედრო ძალების დასახმარებლად შესაძლოა მოიწვიონ უსაფრთხოების სხვა პროფესიონალი ძალები. შეიარაღებული ძალების შემადგენლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განისაზღვრება ის მოცემული ქვეყნის კანონმდებლობაში. შეიარაღბული ძალები უნდა მოქმედებდეს სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის ქვეშ და უნდა ემორჩილებოდეს კანონის უზენაესობას. შეიარაღბულმა ძალებმა უნდა დაიცვას და პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.[1]

თავდაცვის პოლიტიკა ფორმალური აღწერაა იმისი, თუ როგორ უნდა მოხდეს თავდაცვის და უსაფრთხოების მიწოდება. თავდაცვის პოლიტიკა ჩვეულებრივ ეფუძნება ქვეყნის კონსტიტუციას და სხვა სამართლებრივ ინსტრუმენტებს და შემუშავებულიაკონკრეტული ქვეყნისთვის. ის, როგორც წესი, შეიცავს თავდაცვის და უსაფრთხოების მიწოდების ძირითად წარმმართველ პრინციპებს, ეროვნულ ღირებულებებს, ეროვნულ ინტერესებს, სტრატეგიულ მიზნებს, სტრატეგიულ გარემოს, და განსაზღვრავს საფრთხეებ, რისკებს და გამოწვევებსეროვნული უსაფრთხოებისთვის.[2]

ზოგ ქვეყენას არა მხოლოდ ერთი, არამედ მთელი რიგი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოუმენტები აქვს. მაგალითად თავდაცვის თეთრი წიგნი, ხელისუფლების მოხსენებები, და სხვა მსგავსი დოკუმენტები. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების სტრატეგიები, რომლებიც განსაზღვრავენ ფორმალურ მეთოდებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტში განსაზღვრული თავდაცვის და უსაფრთხოების ამოცანების შესასრულებლად.[3]

წყაროები

DCAF (2015), The Armed Forces. SSR Backgrounder.

UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder.

 

[1] DCAF (2015), The Armed Forces. SSR Backgrounder.

[2] UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes; DCAF (2008), National Security Policy Backgrounder.

[3] United Nations SSR task force, Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes. 2012. p 122-125.