შესყიდვები (პროკურმენტი) შეძენის პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესყიდვები ეხება ფაზას, როდესაც მთავრობა შეისყიდის საქონელს და მომსახურებას გარე მომწოდებლებისგან. შესყიდვები მოთხოვნილებების განსაზღვრის და შესაბამისი მომსახურებას და აპარატურის შეძენის ტექნიკური პროცესია.[1]
რა არის შესყიდვები?
შესყიდვები არის როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების ახალი შესაძლებლობების შეძენის, ისე არსებული შესაძლებლობების მოვლა-პატრონობის პროცესის ნაწილი.[2] თუ საქმე ეხება აღჭურვილობას, ეს გულისხმობს მხოლოდ სამხედრო მიზნით გამოყენებადქონებას, როგორიცაა შეიარაღების სისტემები და საბრძოლო მასალები, ასევე ზოგადიდანიშნულების საქონელს, როგორიცაა სურსათი და სხვა მარაგები. მომსახურება გულისხმობს ყველა იმ დავალებას, რომელსაც ასრულებენ სამხედრო პირები, მაგალითად, ლოგისტიკური მომსახურება, რომელსაც ახლა უკვე გარე წყაროებს უკვეთავენ.[3]
რატომ არის შესყიდვები მნიშვნელოვანი?
შესყიდვები, რომელიც შეძენის პროცესის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, მოიცავს ფინანსური რესურსების გაცვლას აღჭურვილობასა და მომსახურებაზე, რაც უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს დიდ რაოდენობით ფულთან ურთიერთობას. პროცესის ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დავალებების კეთილსინდისიერად შესრულება, რაც გადამწყვეტია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი შეესაბამებოდეს დასახულ მიზანს და რომ არ მოხდეს მწირი სახელმწიფო რესურსების არასწორ გამოყენება. კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები უნდა იყოს გამოყენებული შესყიდვების და შეძენის ყველა დონეზე - იქნება ეს ორგანიზაციული, პროცედურული თუ ინდივიდუალური. ამასთან, მთელი პროცესის განმავლობაში უნდა ტარდებოდეს ზედამხედველობა და მონიტორინგი, ხოლო დასასრულს უნდა მოხდეს შედეგების შეფასება.
როგორ მუშაობს
შესყიდვები თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში ნებისმიერი სხვა ტიპის სახელმწიფო შესყიდვების მსგავსია: თავდაპირველად ხდება საჭიროებების შეფასება, წინადადბების წარმოდგენა, მათი შეფასება და მომწოდებლების შერჩევა.[4] აქვე აღსანიშნავია, რომ შესყიდვებს თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში რამდენიმე სპეციფიურითვისებაც აქვს.მაგალითად, ტომ მაკგაფოგის აზრით, თავდაცვის შესყიდვების რეალურ წარმატებაზე მიუთითებს ის, რომ არ გახდება საჭირო ისეთი ძვირი ფასის მქონე იარაღის გამოყენება, როგორიცაა ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, თავდაცვის აღჭურვილობის შემუშავება და ექსპლუატაციაში შეყვანა ხშირად დიდხნიანი პროცესია, და შემდგომში აღჭურვილობა გამოყენებადი უნდა იყოს ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების მუდმივად ცვალებად გარემოში.[5] ეს თავისთავად განაპირობებს გრძელვადიანი დაგეგმვის აუცილებლობას, რომელიც მხედველობაში მიიღებს პროექტის მთელი ციკლის ღირებულებას, მათ შორის, საქონლის შემუშავების, ტესტირების, დამზადების და შენახვის ხარჯებს. ამგვარი დაგეგმვის არსებობის შემთხვევაშიც კი, პროექტის ღირებულების და წარმატების წინასწარი გათვლა რთულია: შეიარაღების ახალი სისტემები ხშირად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რომლებიც მაღალ ინვესტიციებს მოითხოვს, და რაც უფრო მაღალია ღირებულება, უფრო ნაკლები სივრცე რჩება მომავალში წარმოქმნილი პრობლემების გადასაწყვეტად.[6]
სამხედრო შესყიდვებს და დაგეგმვას კიდევ ერთი დამატებითი სირთულე ახასიათებს, რადგან საჭირო ხდება ტექნიკურ და ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის კონფიდენციალურობის ბალანსირება გამჭვირვალობასთან, რომელიც ესოდენ საჭიროა ეფექტური ზედამხედველობის და ანგარიშვალდებულებისთვის. გარდა ამისა, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს საერთაშორისო კანონმდებლობა და რეგულაციები იარაღის კონტროლის საკითხებზე, რადგან შეიარაღების სისტემების შესახებ გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წუხილები აღძრას სხვა სახელმწიფოებში.[7]
შესყიდვებში კორუფციის პრევენციის მიზნით, აუცილებელია დაისვას შემდეგი შეკითხვები:[8]
- ეფუძნება თუ არა ოპერაციული მოთხოვნილებები რეალურ ოპერაციულ საჭიროებებს?
- არის თუ არა ტექნიკური მოთხოვნები ზუსტი და ობიექტური?
- არის თუ არა გამართლებული შეძენილი საქონლის მოცულობა რეალური საჭიროებებით?
- არის თუ არა დაუგეგმავი შესყიდვები გამართლებული გადაუდებელი საჭიროებებით?
- არის თუ არა გამართლებული ერთი წყაროსგან შესყიდვა?
- არის თუ არა შეფასების კრიტერიუმები ზუსტი და ობიექტური?
- მოხდა თუ არა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება?
- არსებობს თუ არა სათანადო ხარისხის შეფასების ტესტები?
- არის თუ არა კონტრაქტი სწორად შედგენილი და არის თუ არა მასში გათვალისწინებული თავდაცვის სამინისტროს უფლებები?
- სწორად მიმდინარეობს თუ არა კონტრაქტის გამხორციელების პროცესი და არის თუ არა ცვლილებები გამართლებული?[9]
შესყიდვების გამჭვირვალობის უზუნველსაყოფად უნდა არსებობდეს:[10]
- საჯაროდ ხელმისაწვდომი და თვალსაჩინოდ წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებიც ნათელ, თანმიმდევრულ და დამაჯერებელ მითითებებს წარმოადგენენ.
- პოტენციური მომწოდებლებისთვის წინასწარი შეტყობინება დაგეგმილი შეძენების და მოსალოდნელი საჭიროებების შესახებ.
- წინადადებების წარმოდგენის ღია და კონკურენტული პროცესი.
- სასურველია ხარჯების შეფასება მოხდეს პროდუქტის ექსპლუატაციის მთელი პერიოდისთვის. ასეთი ხედვა აფასებს მთლიანი პროექტის ხარჯების შეფასებას და არა მხოლოდ შესყიდვის ღირებულებას.[11]
- რისკების ძირფესვიანი შეფასება და რისკების მართვის გამჭვირვალობა.
შესყიდვების სფეროში კეთილსინდისიერების განმტკიცების ჩარჩოები დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით - ISO 15288.[12] შესყიდვების პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობის, ქმედითობის და ღია შეჯიბრის პროცედურებს.
ვინ არის ჩართული შესყიდვებში?
შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით, აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და შესყიდვების საჭიროებებს; შეიარაღებული ძალები ასევე ეხმარებიან აღმასრულებელ ორგანოებს ბიუჯეტირებაში და თვითონ, თავისი ძალებით, ახორციელებენ მცირე საქონლის და მომსახურების შესყიდვებს.
თავდაცვის სამინისტრო, სამხედრო პირების და აღმასრულებელი ორგანოების დახმარებით, ადგენს ბიუჯეტს და შესყიდვების შეთავაზებებს, აწარმოებს მოლაპარაკებებს შიდა და გარე სუბიექტებთა, გასცემს შეიარაღების წარმოების ლიცენზიებს საჭიროების შემთხვევაში, აწყობს ტენდერებს და ამზადებს წლიურ ანგარიშებს. ამ დავალებებს, როგორც წესი,ასრულებს შესყიდვების სპეციალური განყოფილება.
ადგილობრივი სამხედრო საწარმოები აწარმოებენ სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ აღჭურვილობას და ამ გზით მონაწილეობენ შესყიდვების პროცესში; აკადემიური წრეები და კვლევითი ინსტიტუტები მონაწილეობენ პროკურმენტის პროცესში იმდენად, რამდენადაც ჩართული არიან ახალი ტექნოლოგიების კვლევების და განვითარების პროექტებში; სამოქალაქო საზოგადოება და მედია დეტალურად სწავლობს და მოინიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პროკურმენტს; მამხილებლები და მამხილებელთა დაცვის მექანიზმები უზრუნველყოფს კორუფციის შეზღუდვას; უცხოელი მომწოდებლები მონაწილოებენ ისეთი საქონლის და მომსახურების მიწიდებით, რომლებიც ადგილზე არ მოიპოვება; საერთაშორისო ორგანიზაციები, ალიანსები, და სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ორგანიზაციები ადგენენ და იყენებენ სტანდარტებს, წესებს და რეგულაციებს თავიანთი წევრი ქვეყნებისთვის და,ასევე, იყენებენ დამატებით მექანიზმებს.
წყაროები
Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance. Professionalism and integrity in the public service.
Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles
DCAF (2015) Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.
DCAF (2008) National Security Policy, Backgrounder. See new series here.
DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. See new series here.
DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder. See new series here.
Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009).
ISO/IEC/IEEE 15288:2015. Available here.
McGuffog Tom (2011), “Improving value and certainty in defence procurement”, Public Money & Management, 31:6, 427-432
McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.
NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.
OECD (2002) Best Practices for Budget Transparency.
Transparency International (2010), Policy Position 01: Whistleblowing: an effective tool in the fight against corruption.
Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.
Tysseland E. Bernt, “Life cycle cost based procurement decisions. A case study of Norwegian Defence Procurement projects” International Journal of Project Management, 26, 2008. 366-375.
US Naval War College, Commander Raymond E Sullivan Jr., (ed) Resource Allocation: The formal process. July 2002.
[1] Anthony Lawrence in Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009)
[2] “Defence Procurement” in NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices. p 72.
[3] DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder. See new series here.
[4] DCAF Backgrounder, Parliament’s Role in defence procurement. 2006. See new series here.
[5] McGuffog Tom (2011), “Improving value and certainty in defence procurement”, Public Money & Management, 31:6, 427-432. Available here.
[6] DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder. See new series here.
[7] Ibid.
[8] For more questions see: Centre for Integrity in the Defence Sector, Criteria for Good Governance in the Defence Sector. International standards and principles, 2015, p. 41.
[9] “Defence Procurement” in NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices. p75.
[10] Ibid. p 76-77.
[11] Tysseland E. Bernt, “Life cycle cost based procurement decisions. A case study of Norwegian Defence Procurement projects” International Journal of Project Management, 26, 2008. 366-375.