ფოლკე ბერნადოტის აკადემია (FBA) შვედეთის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც მუშაობს მშვიდობის, უსაფრთხოების და განვითარების თემებზე. აკადემიის მისიაა, დაეხმაროს მსოფლიოში მშვიდობის მშენებლობას და კრიზისების გადაწყვეტას. უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში აკადემიის მონაწილეობა მოიცავს სხვადასხვა საქმიანობას, მათ შორის:
- პოლიტიკის შემუშავება, კვლევა და განვითარება
აკადემია ხელს უწყობს ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს საქმიანობას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პოლიტიკის შემუშავებაში. აკადემიამ შექმნა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საჭიროებათა კვლევის ინსტრუმენტი და სახელმძღვანელო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ექსპერტებისთვის. ამასთან, აკადემია ხელს უწყობს საერთაშორისო კვლევებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. - ტრენინგი
აკადემია ატარებს ყოველწლიურ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კურსს და სხვა კურსებს ევროპული უსაფრთხოების და თავდაცვის კოლეჯთან თანამშრომლობით. - საქმიანობა საერთაშორისო არენაზე
აკადემია მიავლენს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ექსპერტებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. - თანამშრომლობა
აკადემია კოორდინაციას უწევს შვედეთში უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო სააგენტოების საქმიანობას და წარმოადგენს შევდეთს უსაფრთხოების სექტორის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოში (ISSAT).
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს