ნებისმიერ ქვეყანაში არჩეული ოფიციალური პირები ასრულებენ სხადასხვაპოლიტიკურ და მმართველობით როლს აღმასრულებელ და სამთავრობო ინსტიტუტებში, რომლებიც კოლექტიურად მეტად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქმიანობის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად. ქვემოთ თითოეული ინსტიტუტის როლი მოკლედ იქნება მიმოხილული.
უსაფრთხოების სექტორის სააგენტოების გარე მმართველობის თვალსაზრისით, ყველა სამთავრობო ინსტიტუტს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს მაცრო და მიკრო-საზედამხედველო ამოცანების დადგენის და შესრულების საქმეში. დემოკრატიული უსაფრთხოების სექტორის მმართველობის ეფექტურობისათვის აუცილებელია, რომ უსაფრთხოების სექტორის სააგენტოების მენეჯმენტის და შიდა მმართველობის მექანიზმები:
- შესაბამისობაში იყვნენ საზოგადოების იმ ღირებულებებსა და კანონებთან, რომლებსაც ისინი ემსახურებიან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფით
- მხარს უჭერდნენ ადამიანთა უფლებების საერთაშორისო პრინციპებს და სტარდარტებს
- შეძლონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტირება
- დაკომპლექტებულები იყვნენ სამოქალაქო პროფესიონალებისაგან
ამისდა მსგავსად,მთავრობასაქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უსაფრთხოების ინსტიტუტების შიდა მმართველობის ეფექტურობა ჰორიზონტალური და ვერტიკალური მართვის სტრუქტურების მონაწილეობით.
აღმასრულებელი მთავრობა ადგენს სტრატეგიულ მიმართულებას უსაფრთხოების სექტორის მართვისათვის და უფრო ფართე მმართველობის და ზედამხედველობის ჩარჩოს შესაქმნელად დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მეშვეობით. აღმასრულებელს ძალუძს წამოიწყოს და გაუძღვეს მნიშვნელოვან ცვლილებებს უფრო ეფექტური და რეაქტიური უსაფრთხოების მიწოდებაში უსაფრთხოების მთელი სექტორისათვის ზოგადი პოლიტიკის შემუშავებით. აღმასრულებელი ასევე ასრულებს როლს უსაფრთხოების ინსტიტუტების მართვაში სამინისტროთაშორისი მართვის განხორციელებით და ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებით. და ბოლოს, აღმასრულებელი პოლიტიკურად და სამართლებრივად არის ვალდებული, უზრუნველყოს უსაფრთხოების სააგენტოების საქმიანობა.
აღმასრულებლის როლი ასევე ითვალისწინებს ფინანსურ ზედამხედველობას ბიუჯეტის დადგენით და ხარჯების მონიტორინგის მეშვეობით (უსაფრთხოების სექტორის კომპონენტების ჩათვლით); გამჭვირვალე ჩარჩოს უზრუნველყოფას ფინანსური მართვისათვის; პირდაპირი ზედამხედველობას უსაფრთხოების ძალების პოლიტიკასა და საქმიანობაზე (დარგობრივ სამინისტროებში შიდა ზედამხედველობის კომპონენტების უზრუნველყოფის ჩათვლით); და ძალისხმევას, ჩართონ მარგინალიზებული საზოგადოებრივი ჯგუფები მაგალითად, ქალების და ბავშვების, და ეთნიკური უმცირესობების უფლებების პრიორიტიზაციით ან კონკრეტულ ქალაქებსა და სოფლებში. არსებულ განსაკუთრებულ დაუცველობაზე რეაგირებით.ამგვარი პროცედურები გამჭვირვალე უნდა იყოს და ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეების მონაწილეობას უსაფრთხოების მართვაში.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მტკიცე ხელმძღვანელობა და სტრატეგიული მიმართულება უსაფრთხოების ინსტიტუტების მართვში, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს უსაფრთხოების თითოეული ინსტიტუტის ვალდებულებებს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიწოდებამკაფიო მიზანს უნდა წარმოადგენდეს და ამ მიზნის მისაღწევად მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ამოცანები უსაფრთხოების თითოეული მიმწოდებლისთვის. უსაფრთხოების სექტორის ყველა ინსტიტუტის და მასთან დაკავშირებული სამინისტროების ხელმღძვანელობამ უნდა ასახოსეს ამოცანებითავიანთორგანიზაციულ პოლიტიკაში და გრძელვადიან გეგმებში.