ეროვნული უშიშროების საბჭო აერთიანებს ყველა ინსტიტუტს, რომელიც მონაწილეობს უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაში და დანერგვაში. წინა წლებში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნებოდა უფრო მეტად ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებებს, ვიდრე თავდაცვით საჭიროებებს. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ვალდებულება აქვს, უზრუნველყოს უსაფრთხოების სექტორის მართვა შეთანხმებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე. გარკვეულ ვითარებაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეუძლია იმოქმედოს როგორცპლატფორმამ უსაფრთხოების სექტორის რეფორმების დანერგვისთვის პოლიტიკურ და ტექნიკურ დონეებზე.

უსაფრთხოების სტრატეგიული პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნულ დონეზე ეროვნული ხელისუფლების არჩეული წარმომადგენლების მიერ. ეროვნული პოლიტიკა ჩვეულებრივ უმთავრეს დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის შესაბამისად განისაზღვრებაკანონმდებლობის სექტორული პოლიტიკა და სამხედრო და სადაზვერვო პოლიტიკა. უსაფრთხოების სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავება ასევე გავლენას ახდენს ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყოფაზე სხვა სოციალურ ეკონომიკურ, სიღარიბის საწინააღმდეგო და განვითარების ინიციატივებისთვის. ამგვარი სტრატეგიული პოლიტიკა საშუალებას აძლევს შესაბამის უსაფრთხოების ინსტიტუტებს, განავითარონ სექტორული პრიორიტეტები, რეფორმა, საქმიანობისა და დანერგვის სტრატეგიები.

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის ფორმალური აღწერა იმისი, თუ როგორ ესმის ქვეყანას თავისი ეროვნული ღირებულებები, ინტერესები, მიზნები, სტრატეგიული გარემო და საფრთხეები სახელმწიფოს და ხალხის დაცვის და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკვაშირებით, და რომელიც ჩამოყალიბებულია ყველა ეროვნულ დაინტერესებულ მხარესთან (და რეგიონალუი და საერთაშორისო მხარესთან, თუ კონკრეტული ქვეყანა მიიჩნევს ამას შესაფერისად) შეთანხმებულ უსაფრთხოების ხედვაში. ამგვარად, უსაფრთხოების პოლიტიკა ასახავს როგორც ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების შეხედულებებს და აღქმას, ასევე ქვეყნის მოსახლეობის საჭიროებებსა და აღქმას.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა.

ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია არის იმ მეთოდების ფორმალური აღწერა, რომლებსაც სახელმწიფო და მისი ხალხი იყენებს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში აღწერილიხედვისა და მიზნების ჩამოსაყალიბებლად ითვალისწინებს განსაკუთრებული მიზნების ფორმირებას, პრიორიტეტების დადგენას და საქმიანობებისა და რესურსების გადანაწილების გათვალისწინებას. ოკუმენტი ემყარება ქვეყნის ღირებულებებს, ინტერესებს, საფრთხეებსა და საჭიროებებს, რაც გამოკვეთილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში.

წყაროები

UN Inter-Agency SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes.