ნებისმიერი ერის არჩეული ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის მართვის შესაბამისობა დემოკრატიულ პრაქტიკასთან და სამოქალაქო უსაფრთხოება. ხელისუფლებას ასევე აკისრია პოლიტიკური ვალდებულება უსაფრთხოების სექტორის საქმიანობაზე. შედეგად ხელისუფლება საჭიროებს დეტალურ და ფართე გეგმებსა და მართვის სტრუქტურებს უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქმიანობის წარმართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის.
უსაფრთხოების ინსტიტუტები, რომლებიც ეხმაურებიან ადამიანების საჭიროებებს გამჭვირვალობით გამოირჩევიან; ისინი კი რომლებიც ინდიფერენტულები არიან საზოგადოების საჭიროებების მიმართ, გაუმჭვირვალე. ამ ნაწილში განხილულია ინსტიტუციური მართვის ძირითადი საკითხები, რომლებიც რელევანტურია იმ მთავარი სამინისტროებისთვის, რომელთა დაქვემდებარებაში არიან უსაფრთხოების სექტორის სააგენტოები.
მთავრობამ ასევე უნდა უზრუნველყოს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ჩარჩო თითოეული უსაფრთხოების ინსტიტუტისთვის. საკანონმდებლო ჩარჩო სამინისტროების, დირექტორატების და უსაფრთხოების ინსტიტუტებისათვის უნდა განვითარდეს საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და უნდა იყოს შესაბამისობაში სამართლებრივ ნორმებთან. კანონმდებლობა საჭიროებს ყოველი უსაფრთხოების ინსტიტუტის როლისა და ვალდებულებების მკაფიო დადგენას, ავტორიზაციის პროცედურების დაკონკრეტებას ადმინისტრაციული და ოპერატიული საქმიანობისათვის, შიდა კანონებისა და პროცედურების გამოყენების დადგენას, დაინტერესეული მხარეების მიერ უსაფრთხოების ინსტიტუტების მონიტორინგის ინსტრუმენტების უზრუნველყოფას, საქმიანობათა ყველა კომპონენტისათვის საკონსტიტუციო საფუძვლებისიდენტიფიცირებას და უსაფრთხოების ინსტიტუტების თანამშრომლების ანგარიშვალდებულების მოთხოვნას საკუთარ ქმედებებზე კანონის წინაშე. ამასთან, საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვისინფორმაციაზე. გაადვილებულ წვდომას.