"ადამიანის უფლებათა დამცველი" არის ტერმინი რომელიც აღწერს ადამიანებს, რომლებიც, ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად, მოქმედებენ ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით. ადამიანის უფლებათა დამცველებს შეუძლიათ იმოქმედონ ადამიანის უფლებაზე ან უფლებებზე, ინდივიდების ან ჯგუფების სახელით. დამცველები ცდილობენ ხელი შეუწყონ და დაიცვან სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე განახორციელონ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების მხარდაჭერა.

ადამიანის უფლებათა დამცველები ბევრ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებიან, მათ შორის, მკვლელობებს, წამებას, უკანონო დაპატიმრებას, დისკრიმინაციას, იძულებით გამოსახლებას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და გარემოს დაბინძურებას. დამცველები აქტიურად უჭერენ მხარს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიცოცხლის უფლებას, საკვებზე და წყალზე ხელმისაწვდომობის უფლებას, ჯანდაცვის, საცხოვრებელის, ეროვნულობის, განათლების, გადაადგილების თავისუფლებას და დისკრიმინაციისგან დაცვის უფლებას. დამცველები ხანდახან ეხებიან ადამიანთა კონკრეტულ კატეგორიების უფლებებს, როგორიცაა ქალებისა და ბავშვების, ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ეროვნულ, ლინგვისტურ ან სექსუალურ უმცირესობათა უფლებები.

დამცველთა უმრავლესობა მუშაობს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ადამიანის უფლებების პატივისცემის მხარდასაჭერად საკუთარ თემებსა და ქვეყნებში. მათ მთავარი პარტნიორია ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს და პატივი სცეს ადამიანთა უფლებებს. ზოგი დამცველი ასევე მოქმედებს რეგიონულ ან საერთაშორისო დონეზე. დამცველებმა შესაძლოა ადამიანის უფლებებისმონიტორინგი განახორციელონ რეგიონში ან მსოფლიოში, და წარუდგინონ ინფორმაცია რეგიონულ და საერთაშორისო უფლებადაცვის მექანიზმებს, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებს.

უფლებედამცველთა საქმიანობა ხშირად შეეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. ისინი ასევე ინარჩუნებენ კონტაქტს რეგიონულ და საერთაშორისო მექანიზმებთან, რომელთაც შეუძლიათ მათი მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებაში თავიანთ ქვეყნებში.

წყაროები

OSCE ODIHR, Guidelines on the Protection of Human Rights Defenders, (Warsaw: 2014)

OHCHR and NHRIs