დემოკრატიული ინსტიტუტები, იქნება ეს დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო შტო (მაგ. ასამბლეა ან პარლამენტი) თუ სასამართლო, ყველა ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობისა და უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკისა და პრაქტიკული საქმიანობის მონიტორინგის საქმეში. ამგვარად, საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორის საკანონმდებლო კომპონენტს წარმოადგენს.
პარლამენტართა და საპარლამენტო კომისიების როლი მრავალმხრივია და საბოლოო ჯამში ადგენს უსაფრთხოების პოლიტიკისა და პრაქტიკული ქმედებების საკანონმდებლო ჩარჩოებს, უსაფრთხოების ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებას და მათ მიერ ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებას. ამგვარი საქმიანობა ითვალისწინებს დაინტერესებული პარლამენტარების მოტივირებული და ფოკუსირებული საქმიანობის მაღალ ხარისხს.
გარდა ამისა, უსაფრთხოების სექტორის ყველა ინსტიტუტი და პათი პერსონალი საკუთარი ქმედებების თაობაზე ანგარიშვალდებული უნდა იყვნენ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე.