უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტები და მათი მოსამსახურეები ანგარიშვალდებული უნდა იყონ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე საკუთარი ქმედებებზე. საკანონმდებლო სისტემების ტრადიციებზე დაყრდნობით, სასამართლო საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს:

  • მოსალოდნელ ან რეტროსპექტულ მიმოხილვას და ოპერაციების ავტორიზაციას;
  • სასამართლო ძიებას უსაფრთხოების ინსტიტუტების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულზე;
  • საქმის აღძვრას უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებზე ეროვნული სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონის და გამოყენებული საერთაშორისო კანონების დარღვევისათვის;
  • კანონმდებლობის დაცვას ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენის მქონე კანონების ინტერპრეტაციისას.

სასამართლო საკმაოდ უნდა იყოს დაფინანსებული თავისი როლის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.

ამავდროულად სამხედროთა უმრავლესობას აქვთ სამხედრო სასამართლოები (ტრიბუნალები) შიდა დისციპლინის შესანარჩუნებლად, რომლებიც განიხილავსშიდა განაწესის დანაშაულებსა და დარღვევებს. ამ სასამართლოების უფლებამოსილება სრულად განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით. იმის უზრუნველყოფით. რომ სამხედრო სასამართლოები ექვემდებარებიან სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობას, ეროვნული საკანონმდებლო სისტემები შეძლებენ საქმე აღძრან უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ჩადენილ დანაშაულზეეროვნული კანონის საფუძველზე. ამგვარი გამიჯვნის უქონლობას შესაძლოა პოტენციურად მოყვეს კონფლიქტი არამარტო სამოქალაქო და სამხედრო კანონმდებლობას შორის, არამედ გამოიწვიოს ანგარიშვალდებულების უქონლობა და დაუსჯელობის სინდრომი უსაფრთხოების სექტორშიც.

წყაროები

რელევანტური პუბლიკაციები იხილეთ აქ

UNODC, Resource Guide on Strengthening Judicial Integrity and Capacity, (New York: UN, 2011)

OHCHR, ‘Basic Principles on the Independence of the Judiciary’

INPROL, ‘International Standards for Judges’ here.

The Center for Constitutional Transitions, International Standards for the Indepdendence of the Judiciary, October 2013

Ian Leigh, ‘Executive, Legislative and Judicial Oversight and Guidance over the Security Sector’, in Eden Cole, Kerstin Eppert and Katrin Kinzelbach (eds.), Public Oversight of the Security Sector, (Bratislava: Valeur for UNDP, 2008).