ევროსაბჭოს განსაზღვრებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც განიხილავს პირების ან სახელმწიფოების მიერ წარდგენილ მიმართვებზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში. სასამართლო შეიქმნა 1959 წელს.[1]
ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად, ვეროსაბჭოს წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, არა მხოლოდ თავიანთი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მათ იურისდიქციაში შედის. კონვენციას ხელი მოეწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში და ძალაში შევიდა 1953 წელს.[2]
კონვენციის გამარტივებული ვერსიის, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მომზადებული პროტოკოლების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევვროკავშირის კონვენცია განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონვენციის შემდეგ უფლებებს:
მუხლი 1 ‐ ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება
მუხლი 2 ‐ სიცოცხლის უფლება
მუხლი 3 ‐წამების აკრძალვა
მუხლი 4 ‐ მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა
მუხლი 5 ‐ თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება
მუხლის 6 ‐ სამართლიანი სასამართლოს უფლება
მუხლი 7 ‐ კანონგარეშე დასჯის აკრძალვა
მუხლი 8 ‐ კერძო და ოჯახური ცხოვრების უფლება
მუხლი 9 ‐ აზრის, სინდისის და რელიგიის თავიოსუფლება
მუხლი 10 ‐გამოხატვის თვისუფლება
მუხლი 11 ‐ შეკრებების და გაერთიანებების თავისუფლება
მუხლი 12 ‐ ქორწინების უფლება
მუხლი 13 ‐ ეფექტური სასამართლო განჩინების უფლება
მუხლი 14 ‐ დისკრიმინაციის აკრძალვა
მუხლი 15 ‐ დეროგაცია გადაუდებელი სიტუაციის დროს
მუხლი 16 ‐ უცხოელების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა
მუხლი 17 ‐ უფლებების დარღვევების აკრძალვა
მუხლი 18 ‐ უფლებების შეზღუდვის გამოყენების ლიმიტირება
მუხლი 19 დან 51-მდე - განმარტება, როგორ მუშობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო
მუხლი 34 ‐ კონვენციაში გაწერილი უფლბების დარღვევის შეთხვევაში წევრ ქვეყნებში თავდაპირველად უნდა მიმართოთ ყველა კომპეტენტურ ეროვნულ უწყებას. წარუმატებლობის შემთხვევაში,, შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში.
მუხლი 52 ‐ ვროსაბჭოს გენერალური მდივნის მოთხოვნით მთავრობამ უნდა განმარტის თუ როგორ იცავს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციაში გაწერილ უფლებებს
კონვენციის პროტოკოლები
პროტოკოლი 1, მუხლი 1‐ საკუთრების დაცვა
პროტოკოლი 1, მუხლი 2 ‐განათლების უფლება
პროტოკოლი 1, მუხლი 3 ‐ თავისუფალი არჩევნების უფლება
პროტოკოლი 4, მუხლი 2 ‐ გადაადგილების უფლება
პროტოკოლი 6, მუხლი 1 ‐ სიკვდილით დასჯის გაუქმება
პროტოკოლი 7, მუხლი 2 ‐ სისხლის სამართლის საქმეებში გასაჩივრების უფლება
პროტოკოლი 7, მუხლი 3 ‐ არასწორი სასჯელის კომპენსაცია
პროტოკოლი 12, მუხლი 1 - დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა
კონვენციის და პროტოკოლების სრული ტექსტი იხილეთ აქ.
ევროპული სასამართლოს მიერ შექმნილი მოკლე ვიდეო ამ უფლებების შესახებ იზილეთ აქ.
რას აკეთებს ევროპული სასამართლო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მმართველობის კუთხით?
უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ძირითადი როლია უსაფრთხოების სექტორის პერსონალის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამართლიანი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული სასამართლო არ ჩაერია ან არ მოინდომა ჩარევა, ან ისეთ შემთხვევბში, როდესაც მათი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობები ამოიწურა.
2015 წელს სასამართლოს გამოცემის ფაქტები და ციფრები თანახმად, სასამართლოს მიერ განხილული დარღვევების მეოთხედი შეეხებოდა მე-6 მუხლს (სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება). მათი თითქმის 23% შეეხებოდა წამების და არაადამაინაური და სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის მუხლს (მე-3-ე მუხლი) და 15% შეეხებოდა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას (მე-5-ე მუხლი). საერთო ჯამში, დარღვევების 30% წარმოადგენდა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს (რომლებიც შეეხებოდა სიცოცხლის უფლებას ან წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას).
წყაროები:
European Court of Human Rights