გაერო საერთაშორისო ორგანიზაციია, რომელიც შეიქმნა 1945 წელს და რომელიც ამჟამად აერთიანებს 193 წევრ ქვეყანას. გაეროს მისია და საქმიანობა ეფუძნება მიზნებს და პრინციპებს, რომლებიც განცხადებულია მის დამფუძნებელ წესდებაში.[1] გაეროს მთავარი ორგანოების გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მეურვეობის საბჭო, ადამიანის უფლებათა (ჰააგის) საერთაშორისო სასამართლო, და გაეროს სამდივნო. გაეროს სისტემაში შედის თვით გაერო და მრავალი აფილირებული პროგრამა, ფონდი, და სპეციალიზებული სააგენტო, რომელთაც თავისი წევრები, ხელმძღვანელობა და ბიუჯეტი აქვთ, და ეს პროგრამები და ფონდები დაფინანსებულია ნებაყოფლობითი კონტრიბუციების საფუძველზე. სპეციალიზებული სააგენტოები დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც ფინანსდება როგორც ნებაყოფლობითი შენატანებით, ისე გამოყოფილი სახსრებით.
გაეროს ცენტრალური მისიაა საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ მიზნით გაერო მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მონაწილე მხარეების დახმარება მშვიდობის მიღწევაში, მშვიდობის მშენებლობა, და მშვიდობის განმტკიცების და შენარჩუნებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. გაერო ასევე ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, საერთაშორისო კანონმდებ;ლობის განვითარებას და დაცვას. და ბოლოს, გაერო კოორდინირებას უწევს მსოფლიოში ჰუმანიტარულ დახმარებას.
გაერო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა
როგორც ეს აღწერილია კვლევაში ‘საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი როლი უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში’, გაერო ყოველთვის ჩართული იყო როგორც უსაფრთხოების ისე განვითარების საქმიანობაში, მაგრამ მხოლოდ ბოლო ხანებში მოხდა ამ ორი სფეროს დაკავშირება. განვითარების სფეროში, მთავარი აქტორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელსაც აქვს უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული პროგრამები განვითარებად და ტრადიციულ ქვეყნებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის პრევენცია და კრიზისიდან გამოსვლა, დემოკრატიული მმართველობა, და სიღარიბის დაძლევა. უსაფრთხოების სექტორში მთავარი აქტორია გაეროს მშვიდობისმყოფელების და ოპერაციების დეპარტამენტი (UNDPKO), რომელიც წამყვან როლს ასრულებს მშვიდობისმყოფელების და მშვიდობის დაცვის ოეპრაციებში. UNDPKO ქვეყნებში საქმიანობას იწყებს მხოლოდ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, ხოლო UNDP წლების განმავლობაში ახორციელებს თავის პროგრამებს მრავალ ქვეყანაში როგორც კონფლიქტამდე, ისე კონფლიქტის შემდგომ.
UNDP-ის შიგნით, უსაფრთხოების სექტორის მიმართ ერთიანი მიდგომის შენარჩუნების მიზნით, ერთად მუშაობენ კრიზისის პრევენციის ბიუროში მოქმედი კანონის უზენაესობის, სამართლის და უსაფრთხოების ჯგუფი და დემოკრატიული მმართველობის ჯგუფში მოქმედი სამართლის და კანონის უზენაესობის ხელმისაწვდომობის გუნდი.[2]
UNDPKO საქმიანობის მიზანია ეფექტური, ქმედითი, ხელმისაწვდომი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინტიტუტების შექმნა. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გუნდი DPKO-ში გაეროს სისტემის და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მთავარი მეკავშირე და ტექნიკური რესურსია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. კონკრეტულად, ეს გუნდი ეხმარება საერთაშორისო ოფისებს, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება და რომლებიც ჩართული არიან ეროვნულ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში,
გუნდი ასევე ამზადებს სამდივნოსთვის სააგენტთაშორის სამუშაო ჯგუფს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე, რომლის თანათავმჯდომარეები არიან DPKO და გაეროს განვითარების სააგენტო. ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთელ სისტემაში მოქმედებს, უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და კარგად ჩამოყალიბებულ მიდგომას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი იმ მიზნით, რომ გაზარდოს გაეროს შესაძლებლობა, უფრო ეფექტური და ქმედითი მხარდაჭერა გაუწიოს ეროვნულ ძალისხმევას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მიმართულებით.[3]
უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე სააგენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი (IASSRTF) თავიდან, 2007 წელს, აერთიანებდა გაეროს შვიდ სააგენტოს. ეს იყო: პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი, მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის ოფისი, გაეროს განვითარების პროგრამა, ქალების მხარდაჭერის ფონდი (ახლა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ნაწილი) და გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე. დღეისთვის, IASSRTF-ის წევრების რაოდენობა გაიზარდა 14-მდე, საიდანაც შვიდი ახალ წევრია: გაეროს განიარაღების ოფისი; გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი, აფრიკის საკითხებზე სპეციალური მრჩევლის ოფისი, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს ტრენინგის და კვლევის ინსტიტუტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი.[4]
გაეროს საქმიანობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით მოიცავს ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერას შემდეგნაირად:
- ეროვნულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა
- უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიის და გეგმების შემუშავება
- ზედამხედველობის, მართვის და კოორდინაციის უნარ-ჩვევბის გაძლიერება
- უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის ჩამოყალიბება
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტებისთვის რესურსების მობილიზაცია
- უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის საერთაშორისო დახმარების ჰარმონიზაცია
- სწავლება, ტრენინგები და ინსტიტუციური განვითარება
- პროგრამების და მიღწეული შედეგების მონიტორინგი და შეფასება
- თავდაცვის სექტორის რეფორმის გატარება
ძირითადი დოკუმენტები:
- UN SSR Integrated Technical Guidance Notes
- The United Nations SSR Perspective (2012)
- Security Council Resolution 2151 (2014) – The maintenance of international peace and security: Security sector reform: challenges and opportunities
- Report of the Secretary-General – Securing States and societies: strengthening the United Nations comprehensive support to security sector reform (A/67/970–S/2013/480)
- Report of the Secretary-General – Securing peace and development: the role of the United Nations in supporting security sector reform (A/62/659–S/2008/39)
წყაროები
Måns Hanssen (Folke Bernadotte Academy 2016), International Support to Security Sector Reform in Ukraine. A mapping study of SSR projects.
United Nations SSR Website
UN (2012), The United Nations SSR Perspective.
[1] Source: United Nations
[3] UN (2012), The United Nations SSR Perspective.
[4] Source: UN SSR Taskforce