ევროკავშირის. ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ევროკავშირი 28 ევროპული ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირია. ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ თანამშრომლობას და ამ გზით დაეხმაროს კონფლიქტების თავიდან აცილებას. ევროპის ეკონომიკური ერთიანობა (EEC) შეიქმნა 1958 წელს დათავდაპირველად მოიცავდა ექვს ქვეყანას - ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ლუქსემბურგს და ნიდერლანდებს. 1993 წელს, როდესაც კავშირი პოლიტიკურად კავშირად გარდაიქმნა, მას შეეცვალა სახელი და დაერქვა ევროკავშირი, ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობა. და არა მხოლოდ - ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტია ლისაბონის 2009 წლის ხელშეკრულება.

ევროკავშირი და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ევროკავშირი ჩართულია უსაფრთხოების სექტორის მთელ რიგ სფეროებში. ეს მოიცავს პოლიციას და სამხედრო ოპერაციებს, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, სასამრთლო და სასჯელაღსრულების სისტემების გაუმჯობესებას. თავდაპირველად, ეს აქტივობები არ უკავშირდებოდა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კონკრეტულ პოლიტიკას. 2003 წელს ევროკავშირმა მიიღო პირველი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია. 2005 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონცეფცია ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მიერ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის შესახებ. 2006 წელს ევროკომისიამ მიიღო კონცეფცია ევროპული თანამეგობრობის მიერ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის შესახებ. ეს დოკუმენტები გამოხატავს ევროკავშირის კონცეპტუალურ დამოკიდებულებას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი. 2016 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტის და საბჭოსადმი - ევროკავშირის უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის სტრატეგიული ჩარჩოს ელემენტები.

ევროკავშირი უსაფრთხოების სექტორის რეფორმის აქტივობებს ატარებს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ დონეზე: თანამეგობრობის, წევრი-ქვეყნების ფონეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველ დონეზე საქმიანობას ძირითადად ახორციელეს საბჭო და კომისია. კომისიის საქმიანობა ძირითადად სამოქალაქო ხასიათისაა, ხოლო საბჭო ახორციელებს სამოქალაქო, სამხედრო და შერეულ საქმიანობას. წევრი ქვეყნების დონეზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზემოქმედებენ ევროკავშირის დღის წესრიგზე და პოლიტიკაზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში და ასევე ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას მესამე ქვეყნებში. ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, ფართედ არის წარმოდგენილი უსაფრთხოების სექტორის რეფორმის არენაზე, რომელსაც ქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამასთან, წევრი ქვეყნები მონაწილეობენ წვერობის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებულ მრავალ ინციატივაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თაანამშრომლობით ხორციელდება. ასე რომ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ, მასპინძლობენ და ორგანიზებას უწევენ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროექტების, საქმიანობის და პარტნიორობის ფართო სპექტრს.

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეუთოს, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის, გაეროს, ნატოს და ევროსაბჭოს მიერ გაწეულ ძალისხმევაში, შეექმნა უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ნორმები და საუკეთესო პრაქტიკა. ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი მაგალითია პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე ეუთოს კოდექსის მიღება 1994 წელს.

სხვა მნიშვნელოვანი მაგალითებია:

ეკონომიკური თაანამშროლობის და განვითარების ორგანიზაციის სახელმძღვანელო, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა: უსაფრთხოების და სამართლიანობის მხარდაჭერა. 2008

წყაროები:

European Union (EU) official web portal