ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 57 წევრი ქვეყნისგან შედგება. ეუთოს საინფორმაციო ბროშურის თანახმად, ეუთო წარმოადგენს ფორუმს პოლიტიკური დიალოგისთვის უსაფრთხოების მთელ რიგ საკითხებზე და პლატფორმას ინდივიდების და საზოგადოებების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ერთობლივი ქმედებისთვის. ეუთოს მიდგომა უსაფრთხოების საკითხში მოიცავს პოლიტიკურ-სამხედრო, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და ადამიანურ განზომილებებს. ეუთო ხელს უწყობს განსხვავებული პოზიციების შერიგებას და ნდობის აღდგენას სახელმწიფოებს შორის მათთან თანამშრომლობით კონფლიქტის პრევენციის, კრიზისის მართვის და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის საკითხებში. ეუთოს საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: შეიარაღების კონტროლი, ტერორიზმი წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობა, ენერგოუსაფრთხოება, ადამიანებით ვაჭრობის აღმოფხვრა, დემოკრატიზაცია, მედიის თავისუფლება და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები.

ეუთო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ეუთო ამჟამად ჩართულია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ეუთოს ქცევის კოდექსმა პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე საფუძველი ჩაუყარა უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დამკვიდრების დღის წესრიგს. უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში ეუთოს მზარდი ინტერესის და ჩართულობის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის სახელმძღვანელო ეუთოს თანამშრომლებისთვის.

1994 წელს მიღებული კოდექსი პოლიტიკურად სავალდებულო ინსტრუმენტი იყო და დღემდე რჩება ეუთოს მთავარ განაცხადად უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებსზე. კოდექსი მოუწოდებს, რომ დემოკრატიული კონტროლი დაწესდეს არა მხოლოდ სამხედრო ძალებზე, არამედ უსაფრთხოების სხვა ძალებზეც, მათ შორის, გასამხედროებულ ძალებზე, პოლიციაზე და უსაფრთხოების სამსახურებზე. ამ გზით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი სტაბილურობის და უსაფრთხოების ძირითად შემადგენელი ელემენტად ცხადდება.

წყაროები:

David M. Law (ed.), DCAF (2007), Intergovernmental Organisations and their Role in Security Sector Reform