მსოფლიო ბანკის შემადგენლობაში შედის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია. ორივე ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, რომელიც ხუთ ორგანიზაციას აერთიანებს. ესენია:
მსოფლიო ბანკის ჯგუფი შეიქმნა 1944 წელს და მას აქვს დამკვირვებლის სტატუსი OECD განვითარების დახმარების კომიტეტში (DAC). ჯგუფის მიზანია განვითარების ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს მცირეპროცენტიან სესხებს, უპროცენტო ან დაბალპროცენტიან კრედიტებს, და გრანტებს. ბანკის პროექტების ნაწილი თანადაფინანსებულია მთავრობების, მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტიტუტების, კომერციული ბანკების მიერ და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან პარტნიორობით. მსოფლიო ბანკი ასევე სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს რეკომენდაციებს პოლიტიკის საკითხებში, კვლევებს, ანალიზს და ტექნიკურ დახმარებას.
მსოფლიო ბანკი და უსაფრთხოების სექტორის მართვა და რეფორმა
უსაფრთხოების სექტორში მსოფლიო ბანკი თავდაპირველად ნაკლებად იყო ჩართული. მსოფლიო ბანკის მიდგომაც სიღარიბის დაძლევაში და განვითარების ხელშეწყობაში არ მოიცავდა უსაფრთხოების საკითხებს 90-იან წლებამდე. ამასთან, მსოფლიო ბანკის მანდატი არ აიძლეოდა ბანკის უსაფრთხოების საკითხებში ჩართვის შესაძლებლობას. მშვიდობის შენების და რეკონსტრუქციისკენ მიმართულიმა ძალისხმევამ კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში მოგვიანებით წარმოაჩინა უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის მნიშვნელობა, როგორც განვითარების წინაპირობა. შესაბამისად, მსოფლიო ბანკი სულ უფრო მეტად ჩაერთო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერაში განვითარებად და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში. ამჟამად მსოფლიო ბანკის ჯგუფი ძირითადად მუშაობს უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმასთან დაკავშირებულ შემდეგ თემატურ სფეროებში:
- სამხედრო ხარჯები და შესყიდვები
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
- სასამართლო რეფორმა
- განიარაღება, დემობილიზაცია და რეინტეგრაცია
- გამჭვირვალობა
- ანგარიშვალდებულება
- ზედამხედველობა
- გადაუდებელ სიტუაციებში რეაგირების პოლიტიკა
ძირითადი დოკუმენტები:
The OECD DAC Handbook on Security System Reform (SSR) Supporting Security and Justice.
For more information on the World Bank’s projects and activities please refer to its official web portal here.
See WB’s Activities and Projects in Ukraine.
წყაროები:
The World Bank