ჩრდილოატლანტიკური xელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) პოლიტიკური და სამხედრო კავშირია , რომელიც შეიქმნა 1949 წელს მისი წევრი ქვეყნის თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით. ნატო მხარს უჭერს დემოკრატიულ ფასეულობებს და ხელს უწყობს კონსულტაციებს და თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხბზე ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტების პრევენციის მიზნით.

2001 წლიდან, DCAF აქტიურადაა ჩaრთული ნატოსთან ერთად უსაფრთხოების მართვის მთელ რიგ პროგრამებში. DCAF ეყრდნობა თავის გამოცდილებას დემოკრატიული მართვის სფეროში, მათ შორის თავდაცვის, სამართალდაცვის და დაზვერვის რეფორმაში, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და განვითარების პროგრამებში და თანამშრომლობს ნატოსთან თავდაცვის რეფორმაში, დემოკრატიულ მმართველობაში, და ამ ბოლო დროს, უსაფრთხოების მართვის გენდერულ ასპექტებზე ორიენტირებულ პროგრამებში.

ნატო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ნატოს როლს უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში განაპირობებს ნატოს წევრობისთვის ქვეყნების მომზადების და გაწევრიანების შემდგომ ალიანსის სტრუქტურებში მათი ჩართვის პროცესები. ნატომ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობა ნატოს გაფართოების მიდგომის ერთ-ერთ მთავარ წუხილად ჩათვალა. (იხ: NATO 2010, Strategic Concept for the Defence and Security of the members of the North Atlantic Treaty Organisation). ნატომ ასევე შეიმუშვა პროგრამები. რომელთა მიზანია თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების ქმედითობა და ანგარიშვალდებულება. გარდა ამისა, არსებული პროგრამები, როგორიცაა პარტნიორობის სამოქმედო გეგმა თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის საკითხებზე (PAP-DIB) და ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამები უკვე ეხებოდა უსაფრთხოების სექტორის რეფორმას. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხები ასევე ჩართულია ნატოს მშვიდობის მხარდაჭერის ოპეარციებში. ეს ძალისხმევა იმედისმომცემია, თუმცა კრიტიკოსების აზრით, ნატოს უნდა ჰქონდეს უფრო მტკიცე და ყოვლისმომცევლი მიდგომა უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი პოსტკონფლიქტირ და კონფლიქტურ სიტუაციებში იმისთვის, რომ მიაღწიოს სიტუაციის სტაბილიზაციას და აღმშენებლობას.[1]

წყაროები:

NATO

NATO Partnership for Peace Programme (PFP)

NATO Building Integrity

 

[1] David M. Law (ed.), Intergovernmental Organisations and Security Sector Reform. DCAF (2007)