განმარტებები

  • საზოგადოება: მოქალაქეები, ინდივიდები, ხალხი
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია: საერთო მიზნის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები
  • სამოქალაქო საზოგადოება: ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მედიისა და ინდივივიდუალური აქტიური მოქალაქეების, ჩათვლით.

სამოქალაქო საზოგადოება უმთავრეს როლს ასრულებს დემოკრატიული უსაფრთხოების მართვაში (უსმ). ეს მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციას(სსო-ს), მედიასა და ინდივიდუალურ აქტიურ მოქალაქეებს. სამოქალაქო საზოგადოებას წვლილი შეაქვს კომუნიკაციაში, ინფორმაციაში, განათლებასა და აზრის გამოხატვაში. სამოქალაქო საზოგადოება ფლობს ექსპერტიზას და ადამიანურ რესურსებს და ასრულებს ზედამხედველის როლს.

რატომაა მნიშვნელოვანი აქტიური სამოქალაქო საზოგადოება?

სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული უსაფრთხოების სექტორის მართვის უმთავრესი მონაწილეა.

  • სამოქალაქო საზოგადოებას გადააქვს საზოგადოების უსაფრთხოების საჭიროებები უსაფრთხოების მოთხოვნილებებში და გადასცემს მათ ხელისუფლებას და უსაფრთხოების სექტორს. სამოქალაქო საზოგადოება ასევე აწვდის ხელისუფლებას საზოგადოების უკუკვებას უსაფრთხიების სექტორის მიერ შესრულებულ საქმიანობაზე.
  • სსო-ები და მედია აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და ხელს უწყობენ მისიცნობიერების ამაღლებას უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხების მნიშვნელობის თაობაზე.
  • ამ გზით, სამოქალაქო საზოგადოება ხელს უწყობს ზოგადად საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების სხვა ნაწილების და უსაფრთხოების სექტორის პერსონალის განათლებას.
  • სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს საზოგადოების წარმომადგნელი. სსო-ებსახლო კავშირი აქვთ ადგილობრივ ჯგუფებსა და უმცირესობებთან. და ამდენად, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ჯგუფების საჭიროებებისა და ინტერესების ხელისუფლებისათვის გაცნობაში.
  • სსო-ბი ფლობენ ექსპერტიზას და შეუძლიათ ტექნიკური დახმარება გაუწიონ ხელისუფლებას პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში, და გაანალიზონ მოცემული პოლიტიკის პოტენციური შედეგები.
  • სამოქალაქო საზოგადოება და მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ზედამხედველობაში: აფასებენ და მონიტორინგს უწევენ უსაფრთხოების სექტორის მიერ გატარებულ პოლიტიკასა და საქმიანობას.
  • სამოქალაქო საზოგადოებას მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ჰყავს, რომელთა გამოყენება შეუძლია ხელისუფლებასაც.

როგორ ეხმარება სამოქალაქო საზოგადოება უსაფრთხოების სექტორის კარგ მმართველობას?

  • სსო-ებს შეუძლიათ პოლიტიკის კვლევების ჩატარება. თუმცა, აუცილებელია, რომ ეს კვლევები პროფესიონალურად, კომპეტენტურად და დამოუკიდებლად ჩატარდეს.
  • ადვოკატირება გავლენის განხორციელების საშუალებაა დამჭიდროდაა დაკავშირებული ცნობიერების ამაღლებასა და ლობირებასთან. ადვოკატირება გულისხმობს დიალოგის გამართვას პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებთან. ადვოკატირება შეიძლება მოიცავდეს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა საჯარო განათლება, კვლევა, ქსელი, საზოგადოებრივი მობილიზაცია და დღის წესრიგის დადგენა, პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი. ცნობიერების ამაღლების გზით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ საჯარო დებატებს და ყურადღება გაამახვილონ იმ საკითხებზე, რომლებიც სხვაგვარად იგნორირებულია.
  • ცნობიერების ამაღლება და ადვოკატირება ძირითადი ინსტრუმენტებია მოქალაქეების ინფორმირებისთვის საკუთარ უფლებების შესახებ უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ფუნდამენტური უნარი, რომელიც სსო-ებს უნდა ჰქონდეთ, არის მათი თანამშრომლების, თანატოლების, მოქალაქეების, უსაფრთხოების სექტორის პერსონალისა და დემოკრატიული ინსტიტუტების თანამშრომლების მომზადება.
  • ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეასრულოს, არის უსაფრთხოების სექტორის მუშაობის ზედამხედველობა და მონიტორინგი. სსო-ებმა უნდა შეაფასონ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარების ხარისხი და ეფექტიანობა, აგრეთვე უსაფრთხოების სექტორის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი და კანონის უზენაესობა. მონიტორინგი ხელს უწყობს უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების ზრდას და, შესაბამისად, კარგ მმართველობას.
  • სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს ცოდნის, რჩევისა და გამოცდილების მიწოდებას მთავრობებისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე იურიდიულ რჩევას და ბიუჯეტის ანალიზს ეხება.
  • იმისათვის, რომ რეალური გავლენა მოახდინოს უსაფრთხოების სექტორის მმართველობაზე და შეასრულოს თავისი როლი წარმატებით, სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა აითვისოს ინსტრუმენტები და აიმაღლოს უნარები. აქედან გამომდინარე, სსო-ებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება თავიანთი უნარ-ჩვევების, ცოდნისა და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე არა მარტო პოლიტიკის ანალიზის, ადვოკატირებისა და მონიტორინგისათვის, არამედ შიდა მენეჯმენტის, ფონდების მოზიდვისა და საზოგადოებასთან მუშაობისთვის. უნარ-ჩვევების გაუმჯობესება უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს სამოქალაქი საზოგადოებისათვის.
  • ასევე მნიშვნელოვანია უნარ-ჩვევების გაძლიერებით, ქსელური საქმიანობის გაუმჯობესებით, და საკუთარი კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფით, სსო-ებს შეუძლიათ მოიპოვონ სანდოობა და გაზარდონ გავლენის სფერო.
  • ქსელების და პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია სსო-ებს ჰქონდეთ კავშირი სხვა სსო-ებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ასევე მნიშვნელოვანია ძალისხმევის კოორდინირებისთვის.

541_Civil-Society-1_Geo.png

საკვანძო პარტნიორული ურთიერთობები

პარტნიორული ურთიერთობები ხელს უწყობს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის ეფექტურობას:

  • უმთავრესი პარტნიორული კავშირი სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოს შორის ყალიბდება, რომელიც დიალოგსა და ნდობას უნდა ეყრდნობოდეს. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის წარმატება ამ პარტნიორობას ემყარება. პარტნიორული ურთიერთობა ინკლუზიური და მონაწილეობაზე დაფუძნებული მიდგომის მეშვეობით უნდა განვითარდეს და მოქალაქეები და სსო-ები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უნდა ჩაერთონ.
  • პარტნიორობასამოქალაქო საზოგადოებას, პარლამენტს, მის კომიტეტებს და ომბუდსმენს შორის უმთავრესია უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობისათვის. კონკრეტულ საკითხებზე მომუშავე სსო-ებს შეუძლიათდაეხმარონ პარლამენტარებს კანონშემოქმედებაში.
  • სსო-ებმა პარტნიორობა უნდა დაამყარონ სხვა სსო-ებთან, განსაკუთრებით საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებთან, რომელთაც მეტი წონა აქვთ საერთაშორისო მასშტაბით. საერთაშორისო კავშირები უზრუნველყოფენ პლატფორმას საერთაშორისო დონეზე ყურადღების მისაქცევად მნიშვნელოვან საკითხებზე. მათ ასევე წვლილი შეაქვთ ორგანიზაციის სანდოობის ამაღლების საქმეში. ნებისმიერი სსო-ს განვითარებისთვის აუცილებელია ქმედითი კავშირებისშექმნა საერთაშორისო დონეზე, ფინანსირების, ტრენინგის, ინფორმაციის, ადამიანური რესურსების და სოლიდარული ქსელის კუთხით,.უფრო მეტიც, ერთსა და იმავე საკითხზე მომუშავე სსო-მა ძალისხმევის კოორდინირება უნდა მოახდინონ.
  • მედია და სსო-ბი ერთმანეთს უნდა უჭერდნენ მხარს ხალხის ინფორმირების საქმეში უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებით. სსო-ები ჟურნალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას იყენებენ კვლევისთვის და სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისთვის, ცნობიერების ამაღლების საქმიანობაში და რეკომენდაციების შემუშავებისთვის. სსო-ებს ასევე სჭირდებათ მედია იმ ჟურნალისტთა მხარდასაჭერად და დასაცავდ, რომლებიც მგრძნობიარე და რთულ საკითხებზე მუშაობენ. მედიას ასევე სჭირდება სსო-ები ცოდნისა და ექსპერტიზის მისაღებად. ეს ურთიერთსასარგებლო კავშირია.

მთავარი თვისებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს თავიანთი საქმიანობის ეფექტურად განსახორციელებლად არა მხოლოდინსტრუმენტები და პარტნიორული კავშირები სჭირდებათ, არამედ ასევე გარკვეულ თვისებები.ეს თვისებებია:

  • სტრატეგიული აზროვნება და მოქმედება საკუთარი საქმიანობის შედეგიანობის და მდგრადობის ასამაღლებლად
  • უნარების განვითარება საკუთარი საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასებისათვის, რაც წარმოადგენს წინაპირობას მათი საქმიანობის ეფექტურობისა და ქმედითობის დასადგენად. პოზიტიური შედეგები გაზიარებული უნდა იქნას როგორც საუკეთესო პრაქტიკა, ხოლო მონიტორინგი უზრუნველყოფს საქმიანობის ხარსიხის მუდმივ გაუმჯობესებას. მონიტორინგი და შეფასება ჯგუფის გამჭვირვალობას ემსახურება და ხელს უწყობს ანგარიშვალდებულებასა და კეთილსინდისიერებას.
  • დამოუკიდებლობა, რამდენადაც შესაძლებელია.
  • ექსპერტული ცოდნის დაგროვება და სხვა აქტორებთან ერთად მოქმედება თავიანთი უნარების გასაძლიერებლად.
  • თანამშრომლობის ქსელის განვითარება მათი საქმიანობის სფეროში ჩართულ სხვა მონაწილეებთან.
  • ორგანიზაციული სანდოობის მიღწევა, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციული შესაძლებლობების ზრდას.

სამოქალაქო საზოგადოება და კეთილსინდისიერების განმტკიცება

კეთილსინდისიერების განმტკიცება და ანტიკორუფციული ინიციატივები უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის უმთავრესი ნაწილია.

კეთილსინდისიერების განმტკიცებაში წვლილის შეტანიის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ უნდა აამაღლონ ცნობიერება ამ საკითხების მნიშვნელობის შესახებ. მათ უნდა გამოაშკარავონ დანაშაული; ზედამხედველობა გაუწიონ და მონიტორინგი ჩაატარონ პოლიტიკის წარმართვაზე, ბიუჯეტის შექმნაზე და დანერგვის პროცესებზე; უზრუნველყონ საექსპერტო ცოდნა და მხარი დაუჭირონ საუკეთესო პრაქტიკას. სსო-ბი უნდა იყვნენ პროაქტიური და მოქმედებდნენ პარლამენტთან, მის კომიტეტებთან და ომბუდსმენ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დანერგვაში კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე ტრენინგების ჩატარებით. ამგვარი ტრენინგები ხელმისაწვდომი უნდა იყოს სხვა სსო-ების და ფართე საზოგადოებისათვის.

სსო-ები, რა თქმა უნდა, უნდა ატარებდნენ პრაქტიკაში იმ ღირებულებებს რომლებსაც თავდ უჭერენ მხარს: უნდა იყვნენ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საკუთარი ფინანსური საქმიანობის და ოპერაციების კუთხით.

საკითხები და გამოწვევები

სამოქალაქო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა კარგი მმართველობის კანონმდებლობის ეფექტური დანერგვაა. მეორე გამოწვევა უსაფრთხოების სექტორის მმართველობით პროცესებში მონაწილეობისათვის საჭირო ინსტრუმენტების და ინფრასტრუქტურის ნაკლებობაა.

კიდევ ერთ წინააღმდეგობას მედიის კონცენტრაცია წარმოადგენს. ახალი მედია საშუალებების გამოჩენამ მრავალფეროვანი გახადა საზოგადოებისათვის ინფორმაციის წყაროები. თუმცა წამყვანი მედიის დომინირება მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოების წარმომადგენელთა უმრავლესობისათვის უცნობია ალტერნატიული საშუალებები.

უსაფრთხოების სექტორის მმართველობის საკითხები ჩვეულებრივ კომპლექსური და ტექნიკურია. ამასთან ერთად უსაფრთხიების სექტორის თანამშრომლები და ექსპერტები რთული ენით საუბარს არჩევენ. ეს კი ჩვეულებრივი მოქალაქისათვის ართულებს ამ საკითხების გაგებას.

ყველაზე რთულ გამოწვევას კი საიდუმლოების კულტურა წარმოადგენს, რომელიც უსაფრთხოების სექტორს ახასიათებს. საჭიროა ყურადღება გამახვილდეს გამჭვირვალობის ზრდაზე, რადგან ეს საფუძვლად უდევს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვას. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია კორუფციასთან ბრძოლასა და მთლიანობის შენებაში.არხებისა და სივრცის დათმობა დარღვევათა შეტყობინებისათვის და ასევე მამხილებელთა დაცვა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვისათვის.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სსო-ებს შორის კოორდინირების ნაკლებობა, რაც ამოცანების დუბლირებას იწვევს და შესაბამისად უარყოფითი შედეგი მოაქვს.

რეკომენდაციები

სამართლებრივი და კონსტიტუციური დებულებები, როგორიცაა ჯგუფის ავტონომია, პრესისა და პროტესტის თავისუფლება, სიტყვისა და ინფორმაციის თავისუფლება, უმნიშვნელოვანესია სსო-ების საქმიანობის და კარგი მმართველობისთვის. ეს უფლებები უნდა განვითარდეს, დაინერგოს და გატარდეს. დანაშაულის შეტყობინება და ჟურნალისტური წყაროს დაცვა ამავე ამოცანის უმთავრესი ნაწილია.

როდესაც საქმე მედიას ეხება, დიდი მნიშვნელობა აქვს ახალი ამბების დამოუკიდებელი საშუალებების მრავალფეროვნებას და თავისუფალ და სამართლიან კონკურენციას.

უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში ჩართულ მონაწილეთა შორის კოორდინირება მეტად მნიშვნელოვანია.

დონორებმა მხარი უნდა დაუჭირონ დამოუკიდებელი მედიისა და სსო-ების განვითარებას; მოახდინონ ინვესტირება მათი შესაძლებლობების განვითარებაში და მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში მათი მიერ განხორციელებული საქმიანობის უფრო ფართე ზეგავლენის თვალსაზრისით.

მეტად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მედიის გაგების განვითარება; მკაფიო და გასაგები კომუნიკაცია ამ პროცესის ნაწილს წარმოადგენს. მედიას მნიშვნელობანი როლი ეკისრება, როდესაც საქმე ეხება საზოგადოების ყურადღების მიპყრობას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი. ჯანსაღი დემოკრატია მოითხოვს ინფორმირებულ მოქალაქეებს, რომელთაც ხელი მიუწვდებათ დროულ, ზუსტ და სანდო ინფორმაციაზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მათთვისაა მნიშვნელოვანი და მათზე ახდენენ გავლენას; ასეთი მოქალაქეებს შეუძლიათ კონსტრუქციული როლი შეასრულონ საზოგადოებრივ დებატებში. ამასთან, სსო-ებმა უნდა იზრუნონ მთავრობის მიერ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტირების ინსტიტუციონალიზაციაზე.

ზოგადად, უნდა იყოს მეტი ჩართულობა. მონაწილეობითი მიდგომაა საჭიროა სსო-ებში მფლობელობის გრძნობის გასაღვივებლად და პროცესის ლეგიტიმაციის ასამაღლებლად. სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ უნდა გაზარდონ ძალისხმევა ცნობიერების ასამაღლებლად ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომების მნიშვნელობაზე.

მონიტორინგი და მეთვალყურეობა უნდა წახალისდეს ყველა ფრონტზე. ძალისხმევა ნაწილობრივ უნდა იყოს მიმართული სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შემდეგი თაობის განათლებისა და მომზადებისაკენ, რათა ეფექტური ზედამხედველობა განხორციელდეს უსაფრთხოების სექტორზე.

სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი ექსპერტიზა უნდა გაუზიაროს სხვებსტრენინგებისჩატარებით უსაფრთხოების სექტორის პერსონალისათვის, პარლამენტარებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის და ფართე საზოგადოებისათვის.

დასკვნა

სამოქალაქო საზოგადოება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში. სამოქალაქო საზოგადოებას წვლილი შეაქვს უსაფრთხოების სექტორის და მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, წარმომადგელობითობის, ეფექტურობის, ქმედითობის, ლეგიტიმურობის და, შესაბამისად, დემოკრატიულობის უზრუნველყოფის საქმეში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გზას უკაფავენ ინდივიდებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მისაღებად პერიოდულად არჩევნებში მონაწილეობის მიღმა. ამ როლის წარმატებით შესასრულებლად სამოქალაქო საზოგადოება საჭიროებს სივრცეს, ინსტრუმენტებს, პარტნიორულ ურთიერთობებს, შესაძლებლობებს, სანდოობას და სტრატეგიულ ხედვას.

წყაროები:

DCAF- UNDP 2008, Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2008), Gender SSR Toolkit, Practical Note 9

Duncan Hiscock, “The Role of Civil Society in Security Sector Governance in the South Caucasus”. Working Paper. Austrian National Defence Academy.

Marina Camparini, “Civil Society and Democratic Oversight of the Security Sector: A Preliminary Investigation” Working Paper No 132. DCAF 2004.

Marina Camparini, Philipp Fluri, Ferenc Molnar (Eds.), Civil Society and the Security Sector. Concepts and Practices in New Democracies. DCAF 2006.

Marina Caparini, News Media and Security Sector Reform. Reporters on Telling the Story. DCAF 2010.