სამართალდამცავი ინსტიტუტები ასრულებენ სამოქალაქო უსაფრთხოების მიწოდების სპეციალიზებულ ფუნქციებს. სამართალდამცავი სექტორი ფართო გაგებით მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
- სათემო პოლიციას
- გამოძიებას
- საზღვრის დაცვის მომსახურებებს
- პენიტენციალურ მომსახურებებს
- საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო დაცვის მომსახურებებს (თუ ამას ცალკე სააგენტო არ მართავს)
სამართალდაცვის სფეროს პოლიტიკური მართვა უნდა მოიცავდეს მონაწილეობრივ ელემენტს: პოლიცია მოქალაქეთა და უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთობაში წინა ხაზზე იმყოფება. მოქალაქეთა უსაფრთხოების საჭიროებებზე რეაგირება ასახავს საზოგადოების ნდობას ორგანიზაციისადმი, იმას, თუ რამდენად პასუხობენ საზოგადოების ყველა წევრის საჭიროებას უსაფრთხოების მიმწოდებლები და ამდენად, ასახავს არა მხოლოდ უსაფრთხოების პოლიტიკის და პრაქტიკის ეფექტურობას, არამედ გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხარისხსაც.
ისევე როგორც თავდაცვის სექტორის შემთხვევაში, სამართალდაცვის მიწოდებაც ინტენსიურ რესურსებს მოითხოვს. სახელმწიფო პოლიტიკის მიერ დადგენილი მიზნების მისაღწევად საქონლისა და მომსახურების შესყიდვები უნდა იყოს გამჭვირვალე. სამართალდამცავი სექტორის პერსონალი ასევე უნდა იყოს ანგარიშვალდებული თავიანთი ქმედებებისთვის კანონის წინაშე.
წყაროები
OSCE, Police Reform within the Framework of Criminal Justice Reform, OSCE TNT/SPMU/Publication Series Vol 11, 2013.
OSCE, The Role of Capacity Building in Police Reform, 2006
UNODC, Handbook on Police Accountability, Oversight and Integrity, UNODC 2011
Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.