422_Codes-of-conduct-1_Geo.png

ქცევის ქოდექსი წესების და რეკომენდაციების ნაკრებია, რომელსაც იღებენ კომპანიები, ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო ჯგუფები და ა.შ.. ეთიკის კოდექსის მიზანია, მეგზურობა გაუწიოს ორგანიზაციის წევრების ქცევას იდეალების და ღირებულებების დადგენის გზით. ეთიკის კოდექსი აღწერს, რა უნდა ჩაითვალოს მორალურად, ეთიკურად და ღირსეულად, იძლევა რეკომენდაციებს და ეხმარება წევრებს სენსიტიურ სიტუაციებში, და სთავაზობს წევრებს დარღვევების შესახებ შეტყობინების გზებს ქცევის კოდექსის მიზანია შეაჩეროს კორუფცია და ხელი შეუწყოს ეთიკური გარემო გაუმჯობესებას.

რა არის ეთიკის კოდექსი?

ეთიკის კოდექსი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორებიეფუძნება სამხედრო და უსაფრთხოების სხვა დაწესებულებების კონკრეტულ კორპორატიულ კულტურას.ეთიკის კოდექსები შეიცავენ მთელ რიგ დიექტივებს, წესებს და რეგულაციებს, რომლებიც აღწერენ, თუ რა ითვლება პერსონალისთვის ეთიკურ საქციელად, რა უნდა გაკეთდეს დელიკატურ სიტუაციებში, რომლებიც შესაძლოა კორუფციის გამომწვევი იყოს, და როგორ უნდა მოხდეს კოლეგების კორუფციული ქმედებების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება. ჩვეულებრივ, კოდექსი შედგება მუხლებისგან, რომლებიც, მართალია, შეიძლება განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაში, თითქმის ყოველთვის ეხება შემდეგ თემებს:

  • ზოგადი პრინციპები
  • საჯარო პირების/სამოქალაქო და სამხედრო პერსონალის/წევრების სამართლებრივი მოვალეობები
  • უფლებამოსილების ეთიკური გამოყენება
  • ინტერესთა კონფლიქტი
  • ქონების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება და გამჭვირვალობა
  • საჩუქრების მიღება
  • კორუფცია
  • ანგარიშვალდებულება
  • კონფიდენციალური ინფორმაცია
  • პროფესიულ/ბიზნესის/პოლიტიკურ საქმიანობებს შორის კონფლიქტი
  • ანგარიშგება
  • საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ საქმიანობა/დასაქმება

ქცევის კოდექსი შესაძლოა მიღებული იყოს ორგანოზაციულ, ეროვნულ და/ან საერთაშორისო დონეებზე. რადგან კორუფცია ხშირად სცდება ეროვნულ საზღვრებს, კორუფციასთან დაკავშირებით უპრიანია საერთაშორისო თანამშრომლობის დამყარება. ქცევის კოდექსები, სხვა რეგულაციებთან ერთად, ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, კოდექსის საშუალებით შესაძლებელია სავალდებულოდ ჩაითვალოს გამჭვირვალობა, ანგარიშგება და საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა.

საინტერესო მაგალითები:

cc1-e1470816728880.pngეუთოს ქცევის კოდექსი უსაფრთხოების პოლიტიკურ-სამხედრო ასპექტებზე ქცევის კოდექსია, რომელიც საერთაშორისო დონეზე გამოიყენება. ის განსაზღვრავს ეუთოს წევრი და მონაწილე ქვეყნების მოვალეობებს და სახელმძღვანელო პრინციპებს.

cc2-e1470816811173.pngსაერთაშორისო ქცევის კოდექსის კიდევ ერთ მაგალითია გაეროს ქცევის კოდექსი საჯარო მოხელეებისთვის. ამ კოდექსის მოკლე და კარგად სტრუქტურირებული ფორმა შეიძლება გახდეს კოკრეტული კონტექსტებისთვის შექმნილი სხვა ქცევის კოდექსების საუძველი.

cc3-e1470816873374.pngსაჯარო მოხელეების ქცევის კოდექსის ნიმუში, რომელიც შეიქმნა ევროპის საბჭოს რეკომენდაციით No. R. (2000) 10 შეიძლება გამოყენებული იყოს იგივე მიზნით.

cc4-e1470816933440.pngOECD-მ გამოსცაკონვენცია საერთაშორისო ბიზნეს-ტრანსაქციებში ჩართული უცხოელი საჯარო მოხელეების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ, რომელმაც შექმნა ძირითადი საფუძვლები თავდაცვის სფეროში რესურსების მართვის საკითხებზე ეთიკის კოდექსების შესაქმნელად.

cc5-e1470816975983.pngეროვნული ქცევის კოდექსის შესანიშნავი მაგალითია ნორვეგიის ეთიკის ინსტრუქციები თავდაცვის სექტორში ბიზნესის და მრეწველობის საკითხებზე. ეს მოკლე, მარტივად დაწერილი, და კარგი მაგალითებით აღჭურვილი და ადვილად წასაკითხი ტექსტი გამოცემულია 2011 წელს.

რატომაა კოდექსი მნიშვნელოვანი?

ქცევის კოდექსები და სხვა ნებაყოფლობითი ინსტრუქციები მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებისთვის, რადგან სამხედრო და სხვა მომსახურე პერსონალს შეუძლია სიამაყით ემსახუროს საკუთარ ერს და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის შექმნას, იდეალების სამსახურშიყოფნა სამხედრო კულტურის ნაწილია.[1]

კორუფციას მრავალი გამოვლინებაშეიძლება ჰქონდეს, რომელთაგან ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად თვალსაჩინოა.ამდენად, დაბნეულობის და გამორჩენის თავიდან ასაცილებლად, უნდა არსებობდეს მკაფიო განაცხადი იმის შესახებ, თუ რას მოელიან პერსონალისგან, რა არის ან არ არის მისაღები, როგორ უნდა აარიდოს თავი პერსონალმა კონფლიქტურ სიტუაციას ან როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციაში. ყველაფერი ეს კი უნდა ეფუძნებოდეს ქცევის დადგენილი სტანდარტების შესრულებას გლობალურად. მაღალჩინოსანი ოფიცრები და მოხელეები მხარს უჭერენ ქცევის კოდექსის - როგორც უსაფრთხოების სექტორის დაწესებულების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის -დანერგვას და ამით მაგალითს აძლევენ სხვებს.

როგორ მუშაობს კოდექსი?

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიხედვით, უსაფრთხოების მოხელეების და შეიარაღებული ძალების წევრებისთვის იდეალური რეგულაციების სისტემა უნდა მოიცავდეს სამ ძირეულ კომპონენტს: სამართლებრივ ჩარჩოს, რომელსაც თან ახლავს ეთიკის ინსტრუქციები, ქცევის კოდექსი, და განაცხადი ღირებულებების შესახებ. სამართლებრივი ჩარჩო შედგება სამართლებრივი სტატუტების, საჯარო სამსახურის შესახებ კანონების, და დისციპლინარული და სასჯელაღსრულების კოდექსებისგან. რადგან ეს დოკუმენტები ხშირად ტექნიკური ენითაა დაწერილი, მათ თან უნდა ახლავდეს ინსტრუქციები განმარტებებით. ქცევის კოდექსი ქცევის ნორმების და საერთო ღირებულებების ნაკრებია, რომელიც უნდა იყოს მკაფიო, მოკლე და და გასაგები უსაფრთხოების სექტორის დაწესებულების ყველა წევრისთვის. განაცხადი ღირებულებების შესახებ დამოუკიდებელი, განსხვავებული დეკლარაციაა ორგანიზაციის ყოვლისმომცევლი ეთიკური პრინციპების შესახებ და წარმოადგენს ქცევის კოდექსის დამატებას. მაღალჩინოსანმა მოხელეებმა მხარი უნდა დაუჭირონ და ხელი უნდა შუწყონ მის ფართოდ გაავრცელებას.[2]

ამ დოკუმენტების ეფექტურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგადააისინი გაგებული და რამდენად მოხერხებულია მათი გამოყენება მომხმარებლის მიერ. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ პერსონალისთვის მისი გაცნობა და შესწავლა მოხდეს უსაფრთხოების სისტემაში დასაქმების საწყის ეტაპებზე, ხოლო შემდგომში მათ ჩაუტარდეთ რეგულარულად მისი გამეორების და კეთილსინდისიერების ტრენინგების სესიები.

აქცევის კოდექსის ზოგიერთი საკვანძო კომპონენტი ჩამოთვლილია ქვემოთ, როგორც ამას განსაზღვრავს საერთაშორისო გამჭვირვალობა რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულ კვლევაში:

მექრთამეობა: მკაფიო განსაზღვრება იმისა, თუ რა ითვლება ქრთამის აღებად და ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და ვის დაუკავშირდეს პირი, თუ მას შესთავაზებენ ქრთამს; ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ოფიციალური ანგარიშის გამოძიებისთვის წარდგენის პროცედურები და გარე პროკურორების შეტყობინების პროცედურები.

საჩუქრის აღება და წარმომადგენლობითი ხარჯები: იმ საჩუქრების მკაფიოდ განსაზღვრა, რომელთა მიღებაც დაშვებულია და საჩუქრის მიღების წესები; პრაქტიკული რჩევები რეალური მაგალითებით; მკაფიო პროცედურები მოხელეებისთვის, როდესაც ისინი დადგებიან რაიმე ეთიკური დილემის წინაშე; მკაფიო სუბორდინაცია; საჩუქრებთან დაკავშირებით რეკომენდებული ქცევის პროცედურები.

ინტერესთა კონფლიქტი: მკაფიო ისნტრუქციები მოხელეებისთვის იმის შესაფასებლად, აქვს თუ არა ადგილი ინტერესთა კონფლიქტს; პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის გამოაშკარავების პროცედურები; ინტერესთა კონფლიქტის გადაწყვეტის პროცედურები.

სამსახურიდან წასვლის შემდგომი მოთხოვნები: წინა დამსაქმებლისგან ოფიციალური ნებართვის თხოვნის ვალდებულება სხვაგან დასაქმების შეთავაზების შემთხვევაში (2-5 წლის განმავლობაში; აკრძალული წყაროებისგან საჩუქრების მიღების გამონაკლისად ჩათვლა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ოფიციალურ სამსახურთან (სამსახურის დატოვებიდან 2 წლის განმავლობაში); ამგვარი საჩუქრების შესახებ ანგარიშის წარდგენა.[3]

422_Codes-of-conduct-2_Geo.png

ქცევის კოდექსების წარმატება ასევე დამოკიდებულია იმაზე, მუშაობს თუ არა ანგარიშგების და კონსულტაციის მექანიზმები, და რა მნიშნელობას ანიჭებს ორგანიზაცია ეთიკურ საქციელს და არასათანადო საქციელის შესახებ ინფორმირებას. OECD აღნიშნავს, რომ უნდა იყოს დანერგილი ეფექტური შიდა კონტროლი, ეთიკის და შესაბამისობის უზრუნველყოფის პროგრამები, ისევე როგორც მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, რომელიც კრძალავას არაეთიკურ ქცევას. ამას თან უნდა სდევდეს ხელმძღვანელობის ზედა რგოლის მტკიცე, აშკარა და თვალსაჩინო მხარდაჭერა და ჩართულობა.[4]

ვინა არის ჩართული?

ქცევის კოდექსები უსაფრთხოების სექტორში უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტებმა (თავდაცვის სამინისტრო, შეიარაღებული ძალების, პოლიციის, სასაზღვრო დაცვის ინსტიტუტები და უსაფრთხოების სექტორის სხვა სააგენტოები და საჯარო და კერძოკომანიები რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოების სექტორთან ან ამ სექტორისთვის). კოდექსი მხედველობაში უნდა იღებდეს ადგილობრივ კონტექსტს და ერდნობოდეს ეროვნულ და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს და სტანდარტებს. კოდექსი უნდა მოქმედებდეს უსაფრთხოების სექტორის იერარქიის ყველ დონეზე და მათი მოქმედება ასევე უნდა გავრცელდეს ყველა იმ ბიზნესზე, კომპანიაზე და მომწოდებელზე, რომელთანაც სექტორი თანამშრომლობს.

ეთიკური ღირებულებებისჩამონათვალის წყარო: Transparency International, Building Integrity and Reducing Corruption Risk in Defence Establishments. 2009.p 17 Second edition availableმეორე გამოცემა იხ. აქ.

წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.

Council of Europe, 1999, Criminal Law Convention on Corruption.

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the financing of Terrorism.

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime.

Council of Europe, Recommendation No. R. (2000) 10 Model Code of Conduct for Public Officials

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for civil society organizations.

DCAF (2012), Ombuds Institutions for the Armed Forces: a Handbook.

DCAF Project: Ombuds Institutions for Armed Forces, List of publications.

IMF (2007) Code of Good Practices on fiscal transparency

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

NATO (2015), Building Integrity Course Catalogue.

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

OECD Convention on Combating Bribery of Foreign Public Officials in International Business Transactions.

Royal Norwegian Ministry of Defence (2011) Ethical guidelines for contact with business and industry in the defence sector.

Transparency International (2012). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Transparency International (2012), Handbook on Building Integrity and Countering Corruption in Defence and Security. Second Edition.

Transparency International, (2011) Codes of Conduct in Defence Ministries and Armed Forces. What makes a good code of conduct? A multi-country study.

UNDP-DCAF (2007) Monitoring and Investigating the security sector.

United Nations General Assembly Resolution A/RES/51/59, 28 January 1997, UN International Code of Conduct for Public Officials.

UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention against Corruption.

 

[1] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

[2] Transparency International, (2011) Codes of Conduct in Defence Ministries and Armed Forces. What makes a good code of conduct? A multi-country study.

[3] Ibid, Template of Good Practice p 6.

[4] See Annex II: Good practice guidance on internal controls, ethics, and compliance. In OECD, Convention on Combating Bribery of Foreign Public Officials in International Business Transactions, 2011. p 30.