პარლამენტის როლი, ზედამხედველობა გაუწიოს უსაფრთხოების სექტორის ინსიტუტებს, უსაფრთხოების პოლიტიკას და პრაქტიკას უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის უმნიშვნელოგანესი კომოპონენტია. პარლამენტს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა ენიჭება საჯარო პოლიტიკის ფორმირებაში და კანონშემოქმედებაში, რომელსაც ის ასრულებს პოლიტიკის, პრაქტიკის, ბიუჯეტის და თანამდებობის პირების დანიშვნის პროცესის დეტალური შესწავლის გზით. ის, რომ პარლამენტში წარმოდგენილია პოლიტიკური პარტიების ფართო სპექტრი, საშუალებას აძლევს პარლამენტს და მის კომიტეტებს შეასრულონ დემოკრატიულ მმართველობაში მთავარი როლი.

ევროპარლამენტის თანახმად, ზედამხედველობა მოიცავს უსაფრთხოების სექტორის აქტორების მიერ ზოგადი პოლიტიკის და მათი მოქმედებისთვის დადგენილი კანონების და რეგულაციების დაცვის გადამოწმებას, და ასვე უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ეფექტურობის და ქმედითობის დეტალურ შესწავლას. ზედამხედველობა და დემოკრატიული კონტროლი ორ დონეზე ხორციელდება: უსაფრთხოების სექტორში შიდა კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, მათ შორის, მთავრობის, სამინისტროების, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის, პოლიციის და დაზვერვის ხელმძღვანელების მიერ, ხოლო გარე კონტროლს და ზედამხედველობას ახორციელებს პარლამენტი, სასამართლო შტო, დამოუკიდებელი ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ინსტიტუტები.[1]

რატომაა მნიშვნელოვანი

ევროპარლამენტი თვლის, რომ უსაფრთხოების ინსტიტუტები ეფექტურია მაშინ, როდესაც ისინი პოლიტიკურად ანგარიშვალდებული არიან სახელმწიფოს კანონიერი ხელისუფლების მიმართ და ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული წარმომადგენლების მიმართ საპარლამენტო ზედამხედველობის გზით. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის და პრიორიტეტების შემუშვებისას პარლამენტი წარმოადგენს ელექტორატის მოსაზრებას. საზედამხედველო ფუნქციის შესრულებისას პარლამენტი ამოწმებს, რომ განსაკუთრებული უფლებამოსილებისმაგალითად, ძალის, გამოყენებახდება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, ბიუჯეტის დამტკიცება წარმოადგენს პარლამენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საშუალებას, განახორციელოს კონტროლი აღასრულებელ ხელისუფლებაზე.[2]

როგორ მუშაობს

ევროპარლამენტი განმარტავს, რომ პარლამენტი იყენებს ზედამხედველობის უფლებას სხვადასხვა ეტაპზე. ან ცალკე ან აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად. პარლამენტი ამოწმებს, ცვლის და იწონებს აღმასრულებლის მიერ შემოთავაზებულ ზოგად პოლიტიკას, რომლითად უნდა იმართებოდეს უსაფრთხოების სექტორი. პარლამენტს შეუძლია გადაწყვიტოს უსაფრთხოების სექტორის ხარჯების მოცულობა და შინაარსი. პარლამენტი, საკუთარი ინიციატივით, ამოწმებს უსაფრთხოების სექტორის მიმდინარე ქმედებებს, და ამ მიზნით, ის სწავლობს, შეესაბამება თუ არა უსაფრთხოების სექტორის საქმიანობა ზოგად პოლიტიკას, შეთანხმებულ ბიუჯეტს და სხვა შესაბამის სამართლებრივ პირობებს, ამ პროცესში, სპეციალური კომიტეტები წარმოადგენენ ექსპერტიზის მნიშვნელოვან წყაროს და სასარგებლო საკომუმიკაციო საშუალებას. პარლამენტის პასუხისმგებლობაა აგრეთვე წინასწარი მოსმენების საფუძველზე, ან მათ გარეშე - იმ უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცება, რომელსაც უნდა მისდიოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ.პარლამენტს შეუძლია განიხილოს და შეაფასოს სამხედრო ოპერაციის ჩატარება, ოპერაციის დასრულების შემდგომ. ამასთან, პარლამენტს შეუძლია გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებაში პირდაპირი მონაწილეობა. ეს შეიძლება შეეხებოდეს, მაგალითად, მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნას, ომის ან საგანგები მდომარეობის გამოცხადებას, ხელშეკრულებების რატიფიცირებას, იარაღის შესყიდვას, და ჯარების საზღვრებს გარეთ განლაგებას.[3]

საუკეთესო გამოცდილება

ევროპარლამენტის თანახმად, საპარლამენტო ზედამხედველობის საუკეთესო პრაქტიკა ეყრდნობა ზოგადად უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის, და კერძოდ, პარლამენტის როლის, ოთხ საერთო პრინციპს::

  • ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლის და ბალანსის მექანიზმები.
  • გამჭვირვალობა
  • ელექტორატის საჭიროებებზე რეაგირება
  • ანგარიშვალდებულება[4]

დემოკრატიული და საპარლამენტო ზედამხედველობის პრინციპები:[5]

  • სახელმწიფო ერთადერთი აქტორია საზოგადოებაში, რომელსაც ლეგიტიმური მონოპოლია აქვს ძალის გამოყენებაზე;
  • უსაფრთხოების სექტორის სამსახურები ანგარიშვალდებული არიან ლეგიტიმური დემოკრატიული ხელისუფლების მიმართ;
  • პარლამენტი სუვერენულია და მის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლება ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების და გადახედვის საკითხებში;
  • პარლამენტს უნიკალური საკონსტიტუციო როლი აქვს უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში ხარჯების ავტორიზების და დეტალური შესწავლის საკითხებში;
  • პარლამენტი გადამწყვეტ როლს ასრულებს საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების და მოხსნის საკითხში;
  • კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის პრინციპები ეხება ხელისუფლების ყველა შტოს და ამდენად, უსაფრთხოების სექტორსაც;
  • უსაფრთხოების სექტორის პერსონალი ინდივიდუალურად არის ანგარიშვალდებული სასამართლოს მიმართ ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევების შემთხვევებში (რომელიც შეეხება სამოქალაქო და სისხლის სამართლის გადაცდომებს)
  • უსაფრთხოების სექტორის ორგანიზაციები პოლიტიკურად ნეიტრალური არიან.

წყაროები

Hans Born, Philipp Fluri and Anders Johnsson (eds.), DCAF and IPU (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector. Principles, Mechanism and Practices. Handbook for Parliamentarians.

Hans Born, Office for Promotion of Parliamentary Oversight, European Parliament (2013), Parliamentary Oversight of the Security Sector.

Born Hans, Wills Aidan, DCAF-Ministry of Foreign Affairs of the Netherlands (2012), Overseeing Intelligence Services: a Toolkit.

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Oversight of Intelligence Services. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder. New edition available here.

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

DCAF (2015) International Standards of Financial Oversight in the Security Sector. 7.2 Toolkit- Legislating for the Security Sector.

Nicolas Masson, Lena Andersson, Mohammed Salah Aldin, DCAF (2013) Strengthening Financial Oversight in the Security Sector.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security

The World Bank (1988), Public Expenditure Management Handbook.

Transparency International (2013) Watchdogs? The quality of legislative oversight of defence in 82 countries. Government Defence and-corruption index.

United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

 

[1] Office for Promotion of Parliamentary Oversight, European Parliament (2013), Parliamentary Oversight of the Security Sector. p 14.

[2] Ibid.

[3] Ibid.

[4] Ibid.

[5] DCAF and Inter-Parliamentary Union (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector. Principles, Mechanism and Practices. Handbook for Parliamentarians No 5.