შეძენა (აკვიზიცია)პროცესია, რომლის დროსაცხდება გარე ორგანიზაციებიდან მიღებული აღჭურვილობის და მომსახურების გამოყენება სამხედრო და უსაფრთხოების ეფექტური სისტემის ასაშენებლად. შეძენა ფართე ცნებაა და მოიცავს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში მომარაგების მთლიან ციკლს, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სტრატეგიულ შეფასებას და შესაძლებელ გადაწყვეტას, კონტრაქტების გაფორმებას, შესყიდვებს, გადახდებს, შედეგების შეფასებას და შეძენის მთელი პროცესის გაუმჯობესებას.[1]

რა არის შეძენის მართვა?

აშშ სამხედრო-საზღვაო კოლეჯის განსაზღვრებით, შეძენა გულისხმობს ხარისხიანი პროდუქტის დროულად, სამართლიანად და გონივრული ღირებულების საფასურად მიღებას, რომელიც აკმაყოფილებს მომხმარებლის საჭიროებებს და აუმჯობესების მისიის შესრულებას და ოპერაციულ მხარდაჭერას.[2]

შეძენის პროცესის მართვა უკვე არსებული თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების გაუმჯობესების ან განახლების პროცესია, განსაკუთრებით, როდესაც ეს პროცესი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიების დანერგვას. შეძენის პროცესში მონაწილეობენ სამხედრო წარმოების მომწოდებლები, რომელთაგან ხდება აღჭურვილობის და მომსახურების შესყიდვა მათთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. აღჭურვილობა შეიძლება იყოს შეიარაღება, სხვა სამხედრო მასალები და სხვა არასამხედრო საქონელი, როგორიცაა, ოფისის აპარატურა ან თავდაცვის და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. მომსახურება გულისხმობს არამატერიალურ საგანს, როგორიცაა კონსულტირება, ლოგისტიკური მხარდაჭერა, ტრენინგი და განათლება. შეძენის პროცესი მოიცავსსაქონლის ექსპლუატაციის სრულ ციკლს, დაწყებული თავდაცვის და უსაფრთხოების საჭიროებების დადგენით და დამთავრებული მათ უტილიზაციით - ანუ, მოიცავს აღჭურვილობის და მომსახურების საჭიროების განსაზღვრას, შესყიდვას, მომსახურებას მისი ვარგისიანობის პერიოდში და საბოლოო უტილიზაციას.[3]

431_Acquisition-1_Geo.png

რატომ არის შეძენის პროცესი მნიშვნელოვანი?

თავდაცვის სფეროშიაღჭურვილობის და მომსახურების შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან თანხებს უკავშირდება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელებში შესრულების მაღალი ხარისხის მოლოდინებს აღძრავს. ეს გადაწყვეტილებები ასევე მოითხოვს სტრატეგიულ ხედვას შეძენილი საქონლის და მომსახურების ვარგისიანობის ვადის საკითხზე უსაფრთხოების მუდმივად ცვლად გარემოში. თანამედროვე ომის წარმოებაში უდიდეს როლს ასრულებს ტექნოლოგიური განვითარება. ასეთ ვითარებაში, თავდაცვის და უსაფრთხოების შესაძლებლობების მუდმივი განახლებამზარდი გამოწვევაა, რომელიცსულ უფრო მეტი რესურსების ხარჯვას მოითხოვს. გადაწყვეტილებების მიღებისას გასათვალისწინებელია, რა აღჭურვილობის შეძენა უნდა მოხდეს, რამდენი ხანი იქნება ის ვარგისი, რამდენ ხანში ჩაითვლება ტექნოლოგიურად მოძველებულად, როგორ უნდა მოხდეს საქონლისშენახვა ოპტიმალურ მდგომარეობაში, რა ფასად, და მიიღწევა თუ არა დაგეგმილი შედეგი. ყველა ეს ფაქტორი უნდა იყოს მხედველობაში მიღებული შეძენის პროცესში. იგივე პრინციპები გამოიყენება მომსახურების შეძენის პროცესშიც. ზოგადად, შეძენის პროცესში უნდა მოხდეს სახელმწიფო რესურსების ეფექტური გამოყენება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების მიზნით.

შეძენის პროცესიკორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კეთილსინდისიერების განმტკიცებისკენ მიმართულის ძალიხმევის მნიშვნელოვანი ელემენტია.უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვისთვის აუცილებელია, რომ უსაფრთხოების სექტორთან მომუშავე გარე წყაროები იგივე პრინციპებით იმართებოდნენ, და რომ მთლიანად პროცესი იყოს გამჭვირვალე და ანგარიშალდებულებაზე დაფუძნებული.

როგორ მუშაობს შეძენის პროცესი?

შეძენის პროცესი შეიძლება დაიყოს სამ ძირითად საქმიანობის სფეროდ:

  1. გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ რისი შეძენა უნდა მოხდეს
  2. როგორ უნდა მოხდეს შეძენა
  3. თვით შეძენის პროცესი[4]

იმის გადაწყვეტა, თუ რისი შეძენა უნდა მოხდეს, პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. იმისთვის, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა იყოს ბალანსირებული და ყოვლისმომცველი, უნდა მოხდეს თვდაცვის და უსაფრთხოების მოთხოვნილებების ფრთხილი შეფასება და შესაბამისი შეძენის პროექტების პრიორიტიზაცია. ამ ამოცანის შესრულებისას საჭიროა პოლიტიკის დოკუმენტებზე დაყრდნობა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ დოკუმენტებში რეკომენდაციები საკმაოდ ზოგადია. ამიტომ, დაგეგმვის პროცესში ჩართული უნდა იყოს ანალიტიკური ძალისხმევა იმ მიზნით, რომ თავდაცვის და უსაფრთხოების კონკრეტული ბიუჯეტის ფარგლებში მოძიებული იყოს საუკეთესო გზები უსაფრთხოების ცვალებადი მოთხოვნილებების თავდაცვის ოპტიმალურ შესაძლებლობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.შესაძლებლობებზე დაფუძნებული თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმვა კარგი მიდგომაა იმის გადასაწყვეტად, თუ რა მომსახურება და აღჭურვილობა არის საჭიროა სასურველი შესაძლებლობების მისაღწევად. საჭირო შესაძლებლობების განსაზღვრა ეხმარება გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა საქონლის და მომსახურების შეძენა მოხდეს. თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამების დაგეგმვისას, საჭიროა შემდეგი ფაქტორების მხედველობაში მიღება:

  • შესაძლო ცვლილებები თვდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკაში
  • საფრთხეები და უსაფრთხოების გარემოს ცვლილებები
  • ტექნოლოგიური წინსვლა და მოდერნიზაცია
  • დოქტრინის ცვლილებები[5]

გადაწყვეტილების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს აღჭურვილობის და მომსახურების შეძენა, ჩვეულებრივ, ხდება შეძენის სტრატეგიის შემუშავებით. ეს ფორმალური დოკუმენტია, რომელშიც ჩაწერილი და განმარტებულია მიღებული გადაწყვეტილებები. შეძენის სტრატეგიის ერთ-ერთი ამოცანაა, განიხილოს ვარიანტების ფართო სპექტრი და გაამართლოს შედეგად შერჩეული გზა. შეძენის სტრატეგია ასევე წარმოადგენს დამხმარე მასალას მთელი პროექტის განმავლობაში და მტკიცებულებასზედამხედველობის და დეტალური შესწავლისთვის.ეს სტრატეგიული დოკუმენტი სამუშაო დოკუმენტია, რომელიც ექვემდებარება მუდმივ შეფასებას და განახლებას.

არსებობს შეკითხვები, რომლებიც ამ ეტაპზე უნდა დაისვას. ესენია:

  • არის თუ არა საჭირო ახალი აღჭურვილობის შესყიდვა?
  • აღჭურვილობა/მომსახურება მზა მდგომარეობაში არსებობს, თუ საჭიროა მისი დამზადება?
  • რა მოცულობისაა კონკრეტული შესყიდვა?
  • საჭირო აღჭურვილობის/მომსახურების მიღება შესაძლებელია თუ არა ერთზე მეტი მომწოდებლისგან?
  • დაინტერესებული არიან თუ არა სხვა ქვეყნებიც მსგავსი შესყიდვის პროექტით?
  • საქონლის მომსახურების შეძენა ერთჯერადად არის საჭირო?
  • როგორი იქნება პროექტის სტრუქტურა?
  • ვინ მართავს პროექტს?
  • როგორ მოხდება მომწოდებლისთვის საფასურის გადახდა?
  • როგორ მოხდება აღჭურვილობის მოვლა-პატრონობის ორგანიზება?
  • რა რისკები არსებობს კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით და როგორ მოხდება მათი მართვა?
  • მოხდა თუ არა მომწოდებლის შერჩევა სამართლიანი და გამჭვირვალე კონკურენციის პირობებში?[6]

აღჭურვილობის და მომსახურების შეძენა, მოვლა-პატრონობა და უტილიზაცია დიდხნიანი და კომპლექსური პროცესი. ის რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს, რომლებიც შეადგენენ „შეძენის ციკლს“. ამგვარი ციკლი უზრუნველყოფს შეძენის პროცესის მართვის სტრუქტურას პროექტის დაწყებიდან საქონლის უტილიზაციამდე და პროექტის დასრულებამდე. ამრიგად, ეს ციკლი წარმოადგენს მართვის სტრუქტურულ ჩარჩოს. თითოეულ პროექტს საკუთარი ციკლი აქვს, რომელიც შედგება ეტაპებისგან მთელი პროექტის განმავლობაში და რომელიც უზრუნველყოფს მოქნილობას პროექტის მსვლელობაში წარმოქმნილახალ გარემოებებთან და გამოწვევებთან გასამკლავებლად.[7]

431_Acquisition-2_Geo.png

ვინ არის ჩართული?

შეძენის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სფეროების წარმომადგენელი და განსხვავებული უნარების მქონე სუბიექტები. დაინტერესებული მხარეები შეიძლება დაიყოს ოთხ ძირითად ჯგუფად:გადაწყვეტილების მიმღები და დაგეგმვაზე პასუხისმგებელი სუბიექტები, შესყიდვების სპეციალისტები, ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტები, და გარე სააგენტოები. გადაწყვეტილების მიმღები და დაგეგმვაზე პასუხისმგებელი სუბიექტები იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რა აღჭურვილობა და მომსახურება სჭირდება თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს. ამ ეტაპზე მრავალი აქტორია ჩართული, მათ შორის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სააგენტოების წარმომადგენლები, რომლებიც იყენებებ თავიანთ გამოცდილებას ტექნიკურ საკითხებში. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ამ ეტაპს, რადგან სწორედ ამ ეტაპზე ხდება კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომების დანერგვა, შესყიდვების სპეციალისტები პასუხისმგებელი არიან პროექტის ძირითდი ნაწილის მართვაზე, რაც გულისხმობს: დეტალური მოთხოვნილებების დაზუსტებას, მომწოდებლებთან ხელშეკრულებების გაფორმებას, საქონლის და მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას, პროექტის განხორციელების მხარდაჭერის უზეუნველყოფას და უტილიზაციაის ორგანიზებას. უსაფრთხოების სექტორის ხელმძღვანელობა ზედამხედველობას აწარმოებს და დეტალურად შეისწავლის პროექტებს. პროგრამების დონეზე დამატებით საჭიროა მთლიანი პროცესის დამოუკიდებელი ზედამხედველობის ორგანიზებაც. და ბოლოს გარე სააგენტოები ახორციელებენ საქონლის და მომსახურების მიწოდებას უსაფრთხოების სექტორისთვის.[8]

წყაროები

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for Good Governance in the Defence Sector. International Standards and Principles (2015)

DCAF (2008) National Security Policy, Backgrounder. See new series here.

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder. See new series here.

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder. See new series here.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009).

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.

McGuffog Tom (2011), “Improving value and certainty in defence procurement”, Public Money & Management, 31:6, 427-432

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security. 20 Practical Reforms.

Tysseland E. Bernt, “Life cycle cost based procurement decisions. A case study of Norwegian Defence Procurement Projects” International Journal of Project Management, 26, 2008. 366-375.

United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

US Naval War College, Commander Raymond E Sullivan Jr., (ed) Resource Allocation: The formal process. July 2002.

 

[1] “Acquisition Management”, Anthony Lawrence in Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009) p 155.

[2] Source: DoD directive, cited in: US Naval War College, Commander Raymond E Sullivan Jr., (ed) Resource Allocation: The Formal Process. July 2002. p 51.

[3] “Acquisition Management”, Anthony Lawrence in Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009) p 156.

[4] Anthony Lawrence, “Acquisition Management”, in Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. p 156.

[5] Ibid. p. 156-175.

[6] Ibid.

[7] Ibid. p. 177-181.

[8] Ibid. p. 157-159.