დღესდღეობით თავდაცვის ინსტიტუტები მთელი რიგი გამოწვევეის წინაშე დგანან, რომლებიც უკავშირდება მათი შესაძლებლობების შენარჩუნებას. ბევრი ქვეყანა აღმოჩნდა კონვენციური საბრძოლო უნარების შენარჩუნების საჭიროების წინაშე მაშინ, როდესაც ამავე დროს ავითარებდა სამშვიდობო და ამბოხების საწინააღმდეგო ფუნქციებს. თავდაცვას ასევე უნდა ჰქონდეს შესაძლებლობები, დაეხმაროს სამოქალაქო ხელისუფლებასგანსაკუთრეული სიტუაციების დროს, მაგალითად, ბუნებრივი კატასტროფების დროს.

ყველა ამ როლის შესრულება ინტენსიურრესურსებს მოითხოვს. საქონლის და მომსახურებათა შესყიდვა სახელმწიფოს მიერ დადგენილი პოლიტიკის ამოცანების შესასრულებლად გამჭვირვალე უნდა იყოს. თავდაცვის სექტორის პერსონალი ასევე უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკუთარ ქმედებებზე.

სამხედრო ერთეულებს, რომლებიც ქმნიან მთლიან თავდაცვის სექტორს, უნდა ჰქონდეთ სეგმენტირებული როლები, რათა არ მოხდეს დუპლიკაცია. სამხედრო პერსონალი ასევე უნდა იყოს ანგარიშვალდებული კანონის წინაშე.

წყაროები

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009).

Valeri Ratchev, Civilianisation of the Defence Ministry: A Functional Approach to a Modern Defence Institutions, 2011.

Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010)

Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011).

IASSRTF, Defence Sector Reform Policy (DPKO for UN IASSRTF, 2011).