ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია

Universal Declaration of Human Rights

ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია ძირითადი დოკუმენტია ადამიანის უფლებების შესახებ. დეკლარაცია მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარიზში 1948 წლის 10 დეკემბერს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი

Office of the High Commissioner for Human Rights

გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი შეიქმნა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის და დაცვის მიზნით. კომისარიატი დღესდღეობით უზრუნველყოფს ფორუმს ადამინიას უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების პასუხების იდენტიფიცირების, წარმოჩენის და შემუშვებისთვის და წარმოადგენს გაეროს სისტემაში ძირითად მეკავშირეს ადამიანის უფლებების საკითხებზე კვლევის, განათლების, საზოგადოებრივი ინფორმაციის და ადვოკატირების საქმიანობისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ევროპის საბჭო

Council of Europe

ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების ევროპული კონვენციის პატივისცემა და, კერძოდ, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს განსჯა, გადამწყვეტი ელემენტია ევროპის საბჭოს სისტემაში ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის დაცვის და, შესაბამისად, ევროპული სახელმწიფოების დემოკრატიული სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

იხილეთ აგრეთვე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მონაცემთა ბაზა

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

რაითს ინფო

Rights Info

რაითს ინფო ვებგვერდია, რომელიც ადამიანის უფლებების ახალ სიცოცხლეს აძლევს ინფოგრაფიკის, მონათხრობების და სოციალური მედიის საშუალებით. რაითს ინფო იყენებს სოციალურ მედიას ადამიანის უფლებების შესახებ მონათხრობების და ინფორმაციის წარმოდგენისთვის. რაითს ინფო ეხმარება ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების მნიშვნელობის და მათი ადამიანების ცხოვრებაზე ზეგავლენის შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

წამების პრევენციის ასოციაცია

Association for the Prevention of Torture

წამების პრევენციის ასოციაცია მოქმედებს წამებისგან თავისუფალი მსიფლიოს ასაშენებლად, სადაც ყველა თავისუფლება წართმეული პირის უფლებები და ღირსება არის დაცული. ასოციაციის მისიაა ახალი ქმედებების წამოწყება და მხარდაჭერა წამების და ცუდად მოპყრობის პრევენციის მიზნით. ასოციაცია ყურადღებას ამახვილებს:

  • სამართლებრივი და პოლიტიკის ჩარჩოების განმტკიცება, რათა მოხდეს წამების და ცუდად მოპყრობის კრიმინალიზება და გათვალისწინებული იყოს სათანადო დაცვის მექანიზმები.
  • დაკავების პროცესის გაუმჯობესება პოლიციის წინასწარი დაკავების ინსტიტუტებში წამების და ცუდად მოპყრობის რისკის შესამცირებლად და ყველა დაკავებული პირის, განსაკუთრებით კი მოწყვლადი პირების, დაცვის გაუმჯობესება.
  • საზოგადოებრივი ზედამხედველობის გაძლიერება, დაკავების ადგილებში გამჭვირვალობის ზრდის და ძლიერი და ეფექტური OPCAT სისტემის მეშვეობით.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი (ოდირი)

Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR)

ოდირი ეხმარება ეუთოს წევრ ქვეყნებს უზრუნველყონ ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების სრული პატივისცემა; კანონის უზენაესობის დამორჩილება; დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერა; დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, გაძლიერება და დაცვა; და მათ საზოგადოებებში ტოლერანტობის ამაღლება. ოფისი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოებს, მთავრობებს და სამოქალაქო ორგანიზაციებს შორის დიალოგის გაძლიერებაში. ოდირი აწყობს ეუთოს ყოველწლიურ ადამიანური განზომილების განხორციელების შეხვედრას, სამ დამატებით შეხვედრას და ერთ სემინარს, რომლებზეც ხდება მთავრობების პროგრესის გადახედვა და რომლებზეცმთავრობებს ეძლევათ პლატფორმა თავიანთი წუხილების გამოსათქმელად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის

Youth for Human Rights

ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის (Youth for Human Rights International, YHRI) არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც შექმნა დოქტორმა მარი შათლუორთმა 2001 წელს, განმანათლებელმა, რომელიც დაიბადა და გაიზარდა აპარტეიდულ სამხრეთ აფრიკაში. ახალგაზრდები ადამიანის უფლებებისთვის მოწოდებულია გაანათლოს ახალგაზრდები ადამიანის უფლებების საკითხებზე, კონკრეტულად, გააცნოს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია და შთააგონოს მათ, გახდნენ ტოლერანტობის და მშვიდობის დამცველები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ერთობა ადამიანის უფლებებისთვის

United for Human Rights

ერთობა ადამიანის უფლებებისთვის (United for Human Rights UHR) საერთაშორისო, არამომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის განხორციელებას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ორგანიზაციის წევრები არიან ინდივიდები, განმანათლებლები, ორგანიზაციები და ჯგუფები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც აქტიურად გადასცემენ ცოდნას და იცავენ ადამიანის უფლებებს. ორგანიზაციის მიზანია, უზუნველყოს ადამიანის უფლებების შესახებ საგანმანათლებლო რესურსების და საქმიანობების მიწოდება, რომლებიც ეხმარება ინდივიდებს, განმანათლებლებს, ორგანიზაციებს, და სამთავრობო ორგანოებს ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის გავრცელებაში საზოგადოების ყველა დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

საერთაშორისო სამართლის რესურს-ცენტრი

International Justice Resource Center

საერთაშორისო სამართლის რესურს-ცენტრი (The International Justice Resource Center IJRC) აწვდის ადამიანის უფლებების დამცველებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს და უფლებების დარღვევის მსხვერლთ ინფორმაციას და რესურსებს, რათა მათ შეძლონ საერთაშორისო სამართ₾ებრივი დაცვის მექანიზმების ეფექტურად გამოყენება. ორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს ადვოკატირებას ადამიანის უფლებების მონიტორინგის ჯგუფების წინაშე და საჩივრების აღძვრას საერთაშორისო და საშინაო სასამართლოებში, სამართლის და პასუხისგების მისაღწევად ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის. ორგანიზაცია ამზადებს საგანმანათლებლო მასალებს, ტრენინგებს და აწვდის რჩევებს ინდივიდებს და ჯგუფებს მთელ მსოფლიოში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ადამიანისუფლებების საერთაშორისო ფედერაცია

International Federation for Human Rights

ადამიანის უფლებების საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 178 ორგანზიაციას 120 ქვეყნიდან. 1922 წლიდან ორგანიზიაცია იცავს ყველა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებას, როგორც ეს ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში. ორგანიზაცია მხარს უქერს ეროვნულ, რეგიონულ, და საერთაშორისო დონეებზე წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს პასუხი გასცენ ადამიანის უფლებების დარღვევებს და მოახდინონ დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაცია. ორგანიზაციის საქმიანობა ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფოებზე და მათზე, ვისაც ძალაუფლება აქვს, როგორიცაა, მაგალითად, შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები და მულტინაციონალური კომპანიები. ორგანიზაციის მთავარი ბენეფიციარები არიან მისი წევრები - ადამიანისუფლებების ეროვნული ორგანიზაციები, და მათი საშუალებით, ადამიანის უფლებების დარღვევების მსხვერპლნი. ორგანიზაცია ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ პარტნიორ და აქტივისტ ორგანიზაციებთან.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNDP-OHCHR რჩევათა კრებული ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის საკითხებზე

2010 UNDP OHCHR Toolkit for Collaboration with National Human Rights Institutions 245x300

რჩევათა კრებულში მოცემულია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წახალისებულია პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს ორგანიზაციული განვითარების და შესაძლებლობების შეფასებას, ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დამცველი ეროვნული ინსტიტუტების საქმიანობის ორი ძირითადი სფერო:

  • დაცვის მანდატი: გამოძიებები, საჩივრებზერეაგირების ეფექტური სტრატეგიები, ალტერნატიული დავების და კონფლიქტის გადაწყვეტა (როგორც ინდივიდუალურ, ისე საზოგადოების დონეზე), საზოგადოებრივი გამოძიებები და მონიტორინგი.
  • მხარდაჭერის მანდატი: საუკეთესო პრაქტიკა საზოგადოებრივ განათლებაში, მედია ურთიერთობები, რჩევა და დახმარება მთავრობისთვის, ანგარიშები, პოლიტიკის შემუშავება, და თანამრომლობის პროგრამები, რომლებიც არსებული რესურსებით უფრო ფართე შედეგს მიაღწევენ.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს ადამიანის უფლებების პროგრამასთან მუშაობა: სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისთვის

2008 Working with the United Nations Human Rights Programme A Handbook for Civil Society 229x300

გაეროს ადამიანის უფლებების პროგრამასთან მუშაობა. სახელმძღვანელო განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად მსოფლიოს ყველა კუთხეში წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში, დაცვასა და ხელშეწყობაში. „გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარიატთან მუშაობა: სახელმძღვანელო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის“ შემუშავებულია სახელმძღვანელოს პირველი გამოცემის მომხმარებლების გამოკითხვის საფუძველზე. ეს ყოვლისმომცველი და განახლებული მეორე გამოცემა ყურადღებას ამახვილებს გაეროს ადამიანის უფლებების ორგანოებზე და მექანიზმებზე. გამოცემა ემსახურება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს და განმარტავს, თუ როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას გაეროს ადამიანის უფლებების დამცველი ორგანოებისა და მექანიზმების მუშაობაში ჩართვა.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები სამართალდამცავ სექტორში: ჯიბის წიგნაკი ადამიანის უფლებების შესახებ პოლიციისთვის

1997 International Human Rights Standards for Law Enforcement: A Pocket Book on Human Rights for the Police 198x300

“ჯიბის წიგნი“ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიციის სასიცოცლო ფუნქციების კანონიერ და ადამიანურ აღსრულებაზე ორიენტირებული პოლიციისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და პორტაბელური რესურსია. ჯიბის წიგნაკი შეიცავს სამასზე მეტი საერთაშორისო წყაროდან აღებულ ასეულობით რელევანტურ სტანდარტს, რომლებიც წარმოდგენილია მოკლედ და გამარტივებული ენით.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

პარიზის პრინციპები

Paris Principles

პარიზის პრინციპები (რეზოლუცია 48/134) პრინციპებია, რომლებიც შეეხება ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების სტატუსს. პრინციპები მიიღო გენერალურმა ასამბლეამ 1993 წლის 20 დეკემბერს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი

International Coordinating Committee of NHRIs

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი მსოფლიო ყველა კუთხიდან წარმოდგენილი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსიტუტების საერთაშორისო ასოციაციაა ,რომელიც დაარსდა 1993 წელს. კომიტეტი მხარს უჭერს და აძლიერებს ეროვნულ ინსტიტუტებს, უზრუნველყოფს მათ შესაბამისობას პარიზის პრინციპებთან და უძღვება მათ ადამიანის უფლებების მხარდაჭერის და დაცვის საქმეში.

კომიტეტი:

  • ხელს უწყობს და ეხმარება ეროვნულ ინსტიტუტებს, ჩაერთონ გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს და ხელშეკრულების მონაწილე ორგანოების საქმიანობაში;
  • წაახალისებს თანამშომლობას და ინფორმაციის გაზიარებას ეროვნულ ინსტიტუტებს შორის, მათ შორის ყოველწლიური შეხვედრების და ბიენალური კონფერენციების ჩატარების გზით;
  • ატარებს ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციას პარიზის პრინციპების შესაბმისად;
  • მხარს უჭერს ეროვნული ინსტიტუტების როლს გაეროში, და სახელმწიფოებში და საერთაშორისო სააგენტოებში;
  • უზრუნველყოფს უნარების და შესაძლებლობების განვითარებას გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლეს კომისარიატთან ერთად;
  • ეხმარება ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებიც რისკის ქვეშ არიან;
  • ეხმარება მთავრობებს ეროვნული ინსტიტუტების შექმნაში, თუ მათგა ასეთი თხოვნა იქნება.

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების რეგიონული ქსელები და ფორუმები

  • ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ჯგუფი
  • აზიის და წყნარი ოკეანის ფორუმი
  • ადამიანის უფლებების აფრიკული ინსტიტუტების ქსელი
  • ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში ადამიანის უფლებების მხარდაჭერის და დაცვის ეროვნული ინსტიტუტების ქსელი
  • ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების თანამეგობრობის ფორუმი
  • ადამიანის უფლებების არაბულ-ევროპული დიალოგი

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების მონაცემთა ბაზა

National Human Rights Institutions Database

რაოულ ვალენბერგის ინსტიტუტის მიერ შექმნილი ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების მონაცემთა ბაზა შეიცავს 1500-ზე მეტ დოკუმენტს, რომლებიც შეეხება ეროვნულ ინსტიტუტებს. ეს დოკუმენტებია თვით ინსტიტუტების მიერ შექმნილი მასალები (წლიური ანგარიშები, თემატური გზამკვლევები, კვლევები, ეროვნულ დონეზე გამოძიებები, და ა.შ.) და გაეროს დოკუმენტებს, ან აკადემიურ სტატიებს, რომლებიც შეეხება ეროვნულ ინსტიტუტებს. მონაცემთა ბაზის მიზანია გააცნოს ეროვნული ინსტიტუტების შესახებ მასალები უფრო ფართო აუდიტორიას და ზოგადად მხარი დაუჭიროს მათ მუშაობას მთელ მსოფლიოში. მონაცემთა ბაზა აგრეთვე შესაძლებლობას აძლევს ეროვნულ ინსტიტუტებს გაუზიარონ სხვებს საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, ხოლო მეცნიერებს და მკვლევარებს ხელი მიუწვდებოდეთ საჭირო დოკუმენტებზე,

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობა: ადამიანის უფლებების 10 ძირითადი სტანდარტი სამართადამცველებისთვის

2011 Legislating for the Security Sector Toolkit 10 Basic Human Rights Standards for Law 211x300

ადამიანის უფლებების ეს 10 ბაზისური სტანდარტი შეიმუშავა საერთაშორისო ამნისტიამ სხვადასხვა ქვეყნების პოლიციის ოფიცრებსა და ექსპერტებთან ერთად. ისინი ეფუძნება გაეროს სამართალდაცვის, სისხლის სამართლის და ადამიანის უფლებების სტანდარტებს. ეს დოკუმენტი მიზნად ისახავს მთავრობის მოხელეების, პარლამენტარების, ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობიერების ამაღლებას ზოგიერთი ფუნდამენტური სტანდარტის შესახებ. ეს სტანდარტები უნდა იყოს პოლიციის ნებისმიერი ტრენინგის ნაწილი და საფუძვლად უნდა დაედოს მათ საქმიანობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

რჩევათა კრებული უსაფრთხოების სექტორის რეფორმის და გენდერის საკითხებზე

2008 Security Sector Reform and Gender Toolkit 211x300

რჩევათა კრებული იძლევა საწყის ინფორმაციას გენდერის და უსაფრთხოების რეფორმის საკითხებზე. ეს კრებული პოლიტიკის შემმუშავებლებს და პრაქტიკოსებს აწვდის პრაქტიკულ საწყის იფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ არის გენდერის საკითხები მნიშვნელოვანი და რა უნდა გაკეთდეს მათი უსაფრთხოების რეფორმაში ინტეგრაციისთვის. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კონტექსტი ყველგან ინდივიდუალურია. ამდენად, რჩევათა კრებულში წარმოდგენილი სტრატეგიები და რეკომენდაციები შესაძლოა პირდაპირ გამოყენებადი არ იყოს ყოველთვის და უნდა მოხდეს მისი ადაპტირება კონტექსტის მიხედვით.

ასევე იხილეთ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გენდერული რჩევათა კრებული: პრაქტიკული შენიშვნები

ხოლო ინდივიდუალური ინსტრუმენტები და პრაქტიქული შენიშვნები იხილეთ აქ.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გენდერის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ტრენინგ-რესურსების ვებგვერდი

Gender and SSR Training Materials

გენდერზე ორიენტირებული უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭრად, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრმა (DCAF), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), და ქალთა მხარდაჭერის გაეროს საერთაშორისო კვლევების და ტრენინგის ინსტიტუტმა (UN-INSTRAW, რომელიც ახლა უკვე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ნაწილია) გამოსცეს რჩევათა კრებული გენდერის და უსაფრთხოების სექტორის საკითხებზე 2008 წლის თებერვალში

ეს ვებგვერდი რჩევათა კრებულთან ერთად გამოიყენება. ეს რესურსები შექმნილია უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე ექსპერტების და განმანათლებლებისთვის, რათა მათ უფრო საინტერესოდ, ინტერაქტიურობის რეჟიმში წარმოადგინონ გენდერის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის შესახებ მასალები. გენდერის და უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ტრენინგ-მასალების ნაკრები მოიცავს სავარჯიშოების, სადისკუსიო თემების და პრაქტიკული მაგალითების ფართო სეპქტრს, რომელთა ადაპტირება და ჩართვა შესაძლებელია უსაფრთხოების სექტორის ტრენინგებში. რესურსები ასევე სასარგებლოა გენდერის ტრენერებისთვის, რომლებიც უსაფრთხოების სექტორთან მუშაობენ.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გენდერი და საჩივრების მექანიზმები: სახელმძღვანელო შეიარაღებული ძალების და ომბუდსმენის ინსტიტუტებისთვის

2015 Gender and Complaints Mechanisms A Handbook for Armed Forces and Ombuds Institutions 211x300 Geo

ეს სახელმძღვანელო აერთიანებს ცოდნას და გამოცდილებას შეიარაღებულ ძალებში გადაცდომების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საჩივრების მოპყრობის და მონიტორინგის საკითხებზე, აქცენტით გენდერზე. სახელმძღვანელო წარმოადგენს რესურსს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროებისთვის, ომუდსმენის ოფისებისთვის და სხვა ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღებული ძალების მართვას და ზედამხედველობას:

  • შეიარაღებულ ძალებში ქალების და მამაკაცებისთვის უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა;
  • გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირება;
  • liგენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირების მონიტორინგი და ზედამხედველობა

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ