ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა

NATO Building Integrity Programme

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებ-გვერდი

NATO BI Programme Website

ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ვებ პორტალზე წარმოდგენილი პროგრამა მონაწილე ქვეყნებს სთავაზობს ამ ქვეყნების თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცების და კორუფციის შემცირებისთვის პრაქტიკულ ინსტუმენტებს. ეს პროგრამა ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის, პროცესების და მეთოლოგიის დანერგვას და ქვეყნებს სთავაზობს ინდივიდუალურ დახმარებას თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტების ეფექტურობის ასამაღლებლად..

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა შექმნილია ეროვნული საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მასში მონაწილეობა ქვეყნებისთვის ნებაყოფლობითია. პროგრამის გამოყენება ასევე შეუძლიათ ნატოს მოკავშირეებს, მაგალითად ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს წევრებს, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების დიალოგის წევრებს, სტამბულის თანამშრომლობის ინიციატივას და სხვა პარტნიორებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების დანერგვის ცენტრი (CIDS) რესურსების განყოფილება

CIDS resources section

CIDS-ის ცენტრში თავმოყრილია საუკეთესო რესურსები თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე. ორგანიზაცია ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს, იქნება ეს საკურსო მასალები თუ პუბლიკაციები, და განათავსებს მათ ვებსაიტზე.  CIDS-ის ვებსაიტის რესურსების განყოფილება განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც სურს ამ საკითხებზე ბაზისური ინფორმაციის სწრაფი მოძიება.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

%MCEPASTEBIN%

გაეროს ორგანიზაცია ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ (UNODC)

United Nations Office on Drugs and Crime (UNODC)

UNODC-ი ლიდერია მსოფლიოში არალეგალური ნარკოტიკების და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. ორგანიზაცია დაარსდა 1997 წელს, გაეროს ნარკოტიკების კონტროლის პროგრამის და საერთაშორისო დანაშაულის პრევენციის ცენტრის შერწყმის შედეგად. UNODC-ი მოქმედებს მსოფლიოს ყველა რეგიონში წამომადგენლობითი ოფისების საშუალებით. ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა:

  • ტექნიკური თანამშრომლობის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს წევრი სახელმწიფოების შესაძლებლობების გაუმჯობესებას არალეგალური ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში
  • კვლევები და ანალიტიკური სამუშაო, რომლებიც ხელს უწყობს ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე ცოდნის ამაღლებას და ქმნის მტკიცებულებათა ბაზას გადაწყვეტილებების მიღებისთვის პოლიტიკის და ოპერაციულ საკითხებში
  • ნორმატიული საქმიანობა, რომელიც ეხმარება სახელმწიფოებს შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციასა და განხორციელებაში, ნარკოტიკების, დანაშაულის და ტერორიზმის საკითხებზე  ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებაში და ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების მიწოდებაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გაეროს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ ინსტრუმენტი

UN The Fight against Corruption Learning Tool

ეს ვებ-ინსტრუმენტი გაეროს გლობალური კომპაქტის და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროდუქტია. ინსტრუმენტი შედგება ექვსი ინტერაქტიული სასწავლო მოდულისგან, რომელთა მიზანია აუდიტორიისთვის გაეროს გლობალური კომპაქტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მე-10-ე პრინციპის  და გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის გაცნობა. ინსტრუმენტის მომხმარებლები არიან  კომპანიების წარმომადგენლები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC TRACK-ის ‘ანტი-კორუფციული ცოდნის’ ინსტრუმენტები და რესურსები

UNODC TRACK Tools and Resources for Anti Corruption Knowledge

ეს არის UNODC-ის მიერ შემუშავებული ვებ-პორტალი, რომელიც მოიცავს იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკას, ონლაინ კურსებს, ანტიკორუფციული ლიტერატურის სიებს და სხვა რესურსებს. გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC) იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა ხელმისაწვდომს ხდის UNCAC-ისთვის რელევანტური კანონმდებლობის და იურისპრუდენციის ელქტრონულ მონაცემთა ბაზას, რომელიც შედგენილია 175 ქვეყნის კანონმდებლობის საფუძველზე  და რომელიც სისტემატიზებულია კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC SHERLOC

UNODC SHERLOC

SHERLOC ინფორმაციის მართვის პორტალი შექმნილია გაეროს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ კონვენციის და მისი პროტოკოლების განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ პორტალზე მოცემულია ანტიკორუფციული კანონების ეროვნული მაგალითები, ასევე ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენება კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად, და სხვა სასარგებლო რესურსები. პორტალზე ასევე წარმოდგენილია ქეისებზე დაფუძნებული კანონმდებლობის ბაზა, საკანონმდებლო მონაცემთა ბაზა, ბიბლიოგრაფიულ მონაცემთა ბაზა, და ეროვნული კომპეტენტური ორგანოების ცნობარი.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

UNODC-ის მოპარული ქონების დაბრუნების ინიციატივა (StAR)

UNODC Stolen Asset Recovery Initiative (StAR)

StAR მსოფლიო ბანკის ჯგუფის და გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის ერთობლივი პროექტია, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, აღმოფხვრას კორუფციის დაცული ზონები.   StAR მუშაობს განვითარებად ქვეყნებთან და ფინანსურ ცენტრებთან კორუფციის შედეგად მიღებული რესურსების გათეთრების აღკვეთის და მოპარული ქონების სისტემატური და დროული დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით. 

StAR აკავშირებს მთავრობებს, მარეგულირებელ ორგანოებს, დონორებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, და სამოქლაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ხელს უწყობს კოლექტიურ პასუხისმგებლობას და შეჩერების, დეტექციის და მოპარული ქონების ამოღებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

საერთაშორისო გამჭვირვალობა, დიდი ბრიტანეთი - თავდაცვა და უსაფრთხოება

Transparency International UK Defence and Security

ეს პროგრამა მიზნად ისახავს თავდაცვის სექტორში კორუფციის არსებობის გაცნობიერებას  და პრაქტიკული ინსტრუმენტების მიწოდებას კორუფციის რისკების შესამცირებლად. საერთაშორისო გამჭვირვალობა თანამშრომლობს მთავრობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თავდაცვის ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ასამაღლებლად; პროგრამა ასევე მუშაობს სამხედრო-სამრეწველო კომპანიებთან საერთაშორისო თავდაცვის პროკურმენტში საწარმოო სტანდარტების ამაღლების მიზნით და ხელს უწყობს თავდაცვაში ანტიკორუფციული ექსპერტიზის ცენტრების და საერთაშორისო ქსელების შექმნას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

საერთაშორისო გამჭვირვალობის ანტიკორუფციული ლექსიკონი

Transparency International Anti Corruption Glossary

ეს ლექსიკონი საუკეთესო რესურსია, რომელიც გვთავაზობს კორუფციასთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის მოკლე, ნათელ და ადვილად გამოსაყენებელ განმარტებებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - ანტიკორუფციული დათქმები

TI Defence Integrity Pacts

ანტიკორუფციული დათქმები გამოიყენება საჯარო შესყიდვებში კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ანტიკორუფციული დათქმა შეთანხმებაა კონტრაქტის გამფორმებელ სამთავრობო სააგენტოს და ტენდერში მონაწილე კომპანიებს შორის, რომლითაც მხარეები იღებენ ვალდებულებას, თავი შეიკავონ ქრთამის აღების, გარიგების და სხვა კორუფციული ქმედებებისგან კონტრაქტის მსვლელობისას. ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, ანტიკორუფციული დათქმები მოიცავს მონიტორინგის სისტემებს, რომლებსაც, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები..

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა

Transparency and Accountability Initiative

გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ინიციატივა დონორების გაერთიანებაა, რომელიც მხარს უჭერს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და მონაწილეობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

CleanGovBiz - რჩევათა კრებული

CleanGovBiz Toolkit

რჩევათა კრებული შეიცავს  პრაქტიკულ რჩევებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. ის აერთიანებს ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ჯანსაღი სისტემის დანერგვას, კორუფციული პრაქტიკის პრევენციას, კორუფციის დეტექციას, დარღვევებზე სამართალდევნას, და კორუფციის შედეგების გამოსწორებას.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევათა კრებული გვთავაზობს:

  • პრიორიტეტების საკონტროლო სიებს
  • მითითებებს განხორციელებისთვის, საუკეთესო გამოცდილების მაგალითებით
  • არსებულ სტანდარტებს და ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებს,  ქეისებს, და საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ ანალიტიკურ მასალას

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გაეროს ინსტრუმენტი სამხედრო სფეროში ხარჯვის სტანდარტიზებული საერთაშორისო ანგარიშგებისთვის

UN Instrument for Standardized International Reporting of Military Expenditures

ამ ინსტრუმენტის მიზანია, ხელი შეუწყოს სამხედრო ხარჯების შემცირების კონკრეტული ზომების შემუშავებას. ეს ინსტრუმენტი ასევე აუმჯობესებს გამჭვირვალობას სამხედრო საქმეებში, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს  მსოფლიოში ქვეყნებს შორის ნდობის განმტკიცებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

SIPRI-ის სამხედრო ხარჯების მონაცემთა ბაზა

SIPRI Military Expenditure Database

SIPRI-ის მონაცემთა ბაზები გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით - უფრო ხშირად, თავდაცვის სფეროში ხარჯვის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და დაგეგმვის და ბიუჯეტის შედგენისას. ეს მონაცემთა ბაზები წარმოადგენს ისტორიულ არქივს, რომელიც სასარგებლოა იმის გასაანალიზებლად, თუ რა მუშაობს და რა არა თავდაცვის სფეროში ხარჯების გაწევისას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ევროპის თავდაცვის სააგენტოს შესყიდვების პორტალი

European Defence Agency Procurement Gateway

ეს ინსტრუმენტი თავდაცვის სფეროში ღია კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ტენდერების ჩატარების საშუალებას იძლევა, პორტალს მართავს ევროპის თავდაცვის სააგენტო. პორტალი ხელს უწყობს შესყიდვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.

ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით ჩაატარონ ტენდერები თავდაცვის სფეროში კონტრაქტის მოპოვებაზე; ვებ-პორტალი თანასწორ შესაძლებლობებს უქმნის თავდაცვის კონტრაქტის მოსაპოვებლად თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ხელს უწყობს გამჭვირვალობას და აძლიერებს კონკურენტულობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ევროპელი პარტნიორები კორუფციის წინააღმდეგ (EPAC)

European Partners against Corruption (EPAC)

EPAC დამოუკიდებელი, არაფორმალური ქსელია, რომელიც აერთიანებს 60 ანტიკორუფციულ და პოლიციის ზედამხედველობის ორგანოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან. EPAC წარმოადგენს პლატფორმას, სადაც პრაქტიკოსებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაინახონ შესაძლებლობები, და ითანამშრომლონ თავიანთი ქვეყნების საზღვრებს გარეთ იმისათვის რომ შეიმუშავონ საერთო სტრატეგიები და მაღალი პროფესიული სტანდარტები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის სააგენტო

NATO Support and Procurement Agency

ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის სააგენტო (NSPA) მომხმარებლების მიერ დაფინანსებული სააგენტოა, რომელიც  მოქმედებს არამომგებიან/არაწამგებიან საწყისებზე. NSPA ნატოს მხარდაჭერის და პროკურმენტის ორგანიზაციის (NSPO) აღმასრულებელი ორგანოა, რომლის წევრები არიან ნატოს 28 წევრი ქვეყანა. NSPA ახორციელებს ნატოს ლოჯისტიკის და პროკურმენტის ხელშემწყობ საქმიანობას და უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისთვის მულტინაციონალურ მხარდაჭერას. NSPA ეხმარება ნატოს ახალი მომხმარებლების და გეოგრაფიული არეალების მოძიებაში და ახალი შესაძლებლობების განვითარებაში შემდეგ სფეროებში:

  • ოპერაციების და წვრთნის მხარდაჭერა
  • სისტემების პროკურმენტი და მათი ექსპლუატაციის მართვა
  • საწვავის მართვა
  • სტრატეგიული ტრანსპორტირება და დასაწყობება
  • ლოჯისტიკის მომსახურება და პროექტის მართვა

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა: მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპები

World Economic Forum Partnering Against Corruption Initiative Principles for Countering Bribery

კორუფციის წინააღმდეგ პარტნიორობის ინიციატივა (PACI) მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოლაბორაციული ძალისხმევაა. ინიციატივა  აერთიანებს ბიზნეს ლიდერებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და მთავრობებს კორუფციის,  გამჭვირვალობის და ახალი ბაზრების რისკებთან დაკავშირებული საკითხების გარშემო.   ინიციატივის საქმიანობას საფუძლად უდევს მისი წევრი კომპანიების საჭიროებები და ინტერესები.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

U4 ანტიკორუფციული რესურს-ცენტრი

U4 Anti Corruption Resource Centre

U4 გვთავაზობს ანტიკორუფციულ მასალებს, მათ შორის კვლევებს, ფართომასშტაბიანი ონლაინ რესურს-ცენტრის საშუალებით. U4 ასევე ატარებს ქვეყნებში სასწავლო სამუშაო შეხვედრებს და ონლაინ კურსებს ანტიკორუფციული ზომების და სტრატეგიის საკითხებზე პარტნიორი ორგანიზაციებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის საბჭო - PPP პროექტების ცნობარი

Canadian Council for Public Private Partnerships, PPP project tracker

პროექტების მონაცემთა ბაზა შეადგინა კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის საბჭომ. ეს ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, თვალი ადევნონ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს, მათ პროგრესს და სტატუსს.  პროექტები ორგანიზებულია სექტორების და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. მონაცემთა ბაზა წამოადგენს კანადის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობით განხორციელებული პროექტების მიმოხილვას და ხელს უწყობს გამჭვირვალობას და საჯარო ზედამხედველობას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

P3 Bulletin Project Tracker

P3 Bulletin Project Tracker

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

Infra PPP Project Tracker

Infra PPP Project Tracker

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

სამართლებრივი ინსტრუმენტები

0000 white photo 200x283

ეუთოს კორუფციასთან ბრძოლის სახელმძღვანელო

2016 Handbook on Combating Corruption 212x300

სახელმძღვანელო გვთავაზობს არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სამართლებრივ და პოლიტიკის საკითხებში ახალ ტენდენციებს, კორუფციის პრევენციის და აღკვეთის ზომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიზანია ქვეყნებში პოლიტიკის კურსის შემქმნელების და ანტიკორუფციული სააგენტოების ინფორმირება მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

კეთილსინდისიერების განმტკიცების თვითშეფასების კითხვარი და კოლეგების შეფასების პროცესი: დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი ეროვნული თავდაცვის დაწესებულებებისთვის

2015 Building Integrity Self Assessment Questionnaire and Peer Review Process A Diagnostic Tool for National Defence Establishments 211x300

სახელმძღვანელო  კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე შეიცავს  კითხვარს, მითითებებს ქვეყანაში პროცესის ორგანიზების შესახებ, წერილის ნიმუშს თავდაცვის მინისტრის ან შეიარაღებული ძალების მეთაურისადმი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს კოლეგების მიერ შეფასება, და ნატოს შეფასების ჯგუფის ვიზიტის ფორმატის მონახაზს. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია დოკუმენტი, რომელშიც ხდება კითხვარის შედეგების აღრიცხვა. მართალია, კეთილსინდისიერების კითხვარი შექმნილია თავდაცვის სფეროსთვის, მისი გამოყენება შეუძლიათ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებსაც.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

საერთაშორისო გამჭვირვალობა: მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლის ბიზნეს-პრინციპები

Transparency International Business Principles for Countering Bribery

სახელმძღვანელო შეიქმნა დაინტერესებულ მხარეებთან ინტენსიური კონსულტაციების პროცესში, რომელშიც ჩართული იყვნენ კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფესიული კავშირები, სახელმძღვანელო შეიქმნა როგორც ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარებოდა საწარმოებს მათი საქმიანობის ყველა ასპექტში მექრთამეობის აღკვეთის ეფექტური მიდგომების შემუშავებაში. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს ძირითადი ჩარჩოს შექმნას, რომელიც დაეხმარება საწარმოებს მექრთამეობის საწინააღმდეგო პროგრამების შემუშავებაში, დაგეგმვასა და განმტკიცებაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ნატო (2013): ქცევის კოდექსი

NATO (2013) Code of Conduct

ნატოს ქცევის კოდექსი გამოიყენება ნატოს სამოქალაქო პერსონალის რეგულაციებთან, პერსონალის პოლიტიკასთან და ეროვნულ სამხედრო რეგულაციებთან ერთად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

APEC-ის ანტიკორუფციული ქცევის კოდექსი ბიზნესისთვის

APEC Anti Corruption Code of Conduct for Business

ეს კოდექსი ანტიკორუფციული ქცევის კოდექსის პრაქტიკული მაგალითია.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

OECD: ბიუჯეტის გამჭვირვალობის საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

2002 OECD Best Practices for Budget Transparency 212x300

ეს ცნობარი განსაზღვრულია წევრი და არაწევრი ქვეყნებისთვის მათ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭირვალობის ხარისხის ასამაღლებლად. კონკრეტული ანგარიშები ცნობარში წარმოდგენილია მხოლოდ პრეზენტაციის მიზნით. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ანგარიშგების რეჟიმებია და შესაბამისად, აქცენტიც შესაძლებელია გამჭვირვალობის სხვა ასპექტზე იყოს. პუბლიკაცია ეფუძნება წევრი-ქვეყნების გამოცდილებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

მსოფლიო ბანკი: რჩევები კეთილსინდისიერების პრინციპებთან შესაბამისობის საკითხებზე

World Bank Integrity Compliance Guidelines

ეს გამოცემა შეიცავს სტანდარტებს და პრინციპებს, რომლებსაც ბევრი ინსტიტუტი და ორგანიზაცია აღიარებს საფუძვლად კარგი მმართველობისთვის და თაღლითობის და კორუფციული ქმედებების აღკვეთისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

საერთაშორისო სავაჭრო პალატა: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წესები

International Chamber of Commerce Rules on Combating Corruption

ეს წესები საერთაშორისო სავაჭრო პალატის კორუფციასთან ბრძოლის ქვაკუთხედია და წარმოადგენს როგორც ბიზნესის თვითრეგულაციის ინსტრუმენტს, ასევე ორიენტირს მთავრობებისთვის გამოძალვის და მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

კეთილსინდისიერების განმტკიცების სამოქმედო გეგმა. სახელმძღვანელო თავდაცვის ორგანიზაციების პრაქტიკოსებისთვის

2014 Integrity Action Plan A Handbook for Practitioners in Defence Establishments 226x300

სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, დაეხმაროს თავდაცვის უწყებების პრაქტიკოსებს, გაატარონ რეალური და გრძელვადიანი ცვლილებები. სახელმძღვანელოში აღწერილია, თუ როგორ უნდა შეაფასონ პრაქტიკოსებმა კორუფციის რისკები და რა ზომები უნდა გამოიყენონ სისუსტეების და ხარვეზების გამოსასწორებლად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

რჩევები ეთიკის საკითხებზე ბიზნესთან და წარმოებასთან ურთიერთობისთვის

2011 Ethical Guidelines for Contact with Business and Industry in the Defence Sector 212x300

ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ ეს რჩევები პირველად გამოსცა 2007 წლის აპრილში. განახლებული გამოცემა მიზნად ისახავს წესების შემდგომ დაკონკრეტებას და გამარტივებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის საკითხებზე სამოქმედო გეგმა

2010 Action Plan on Attitudes Ethics and Leadership 213x300

ნორვეგიის თავდაცვის სექტორის თანამშრომლები ყოველდღიურად დგანან გამოწვევების და დილემების წინაშე, რომლებიც უკავშირდება ეთიკას და დამოკიდებულებებს, ეს იქნება სამხედრო ოპერაციები, ბიზნესთან და სხვა კერძო თუ სახელმწიფო ინსტიტუტებთან კონტაქტი და თანამშრომლობა, კვლევითი საქმიანობა, თუ რუტინული ყოვედღიური საქმიანობა. ამდენად, ხელმძღვანელებიც და თანამშრომლებიც სათანადოდ უნდა იყვნენ მომზადებული სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. სწორედ ეს არის ამ გამოცემის მიზანი, რომელიც წარმოადგენს სამოქმედო გეგმას დამოკიდებულებების, ეთიკის და ხელმძღვანელობის საკითხებზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ნორვეგიის თავდაცვის სექტორის ძირეული ღირებულებები

2013 Core Values of Norways Defence Sector 231x300

ნორვეგიის თავდაცვის სექტორი მხარს უჭერს ღიაობის,  ფართო აზროვნების, პატივისცემის, პასუხისმგებლობის, და გამბედაობის ზოგად ღირებულებებს. ეს სექტორი მოიცავს თავდაცვის სამინისტროს და ოთხ ადმინისტრაციულად დაქვემდებარებულ სააგენტოს. ესენია: ნორვეგიის შეიარაღებული ძალები, ნორვეგიის სამხედრო ქონების სააგენტო, ნორვეგიის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი, და ნორვეგიის სამხედრო კვლევების უწყება. ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს ყველა ორგანო უნდა  მისდევდეს ამ გამოცემაში აღწერილ ღირებულებათა სისტემას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ეუთოს რჩევათა კრებული ეუთოს პერსონალისთვის უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის საკითხებზე

2016 Security Sector Governance and Reform Guidelines for OSCE Staff 212x300

რჩევათა კრებული სთავაზობს ეუთოს პერსონალს რჩევებს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმისადმი კომპლექსურ მიდგომის დანერგვის მიზნით. ამ მიდგომის მიზანია, დაბალშედეგიანი ფრაგმენტული მხარდაჭერიდან მრავალმხრივ სინერგიებზე გადასვლა.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

U4 გამოცემა 2013:8: რა მუშაობს და რატომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში: ძირითადი მეთოდების ცნობარი პრაქტიკოსებისთვის

U4 Issue 8 2013 Methods for learning what works and why in anti corruption

ეს მოხსენება პრაქტიკულ რჩევათა კრებულია პრაქტიკოსებისთვის, რომლებიც შეიმუშავებენ, ახორციელებენ და ავრცელებენ შეფასებებს და კვლევებს ანტიკორუფციულ საკითხებზე. U4 ონლაინ რესურს ცენტრია განვითარების სფეროს მუშაკებისთვის, რომლებსაც სურთ, ეფექტურად შეებრძოლონ კორუფციასთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავიანთ საქმიანობაში.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

კეთილსინდისიერების განმტკიცება და კორუფციის შემცირება თავდაცვის სფეროში: საუკეთესო გამოცდილების მაგალითები

2010 Building Integrity and Reducing Corruption in Defence A Compendium of Best Practices 208x300 Geo

ეს კრებული ერთობლივად შეადგინეს საერთაშორისო გამჭვირვალობამ (ბრიტანეთი), ნატოს მშვიდობის პროგრამის გუნდმა და DCAF-მა. კრებული ყურადღებას ამახვილებს იმ ცნებებზე და ინსტრუმენტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკას თავდაცვის მართვასა და პოლიტიკაში „კეთილსინდისიერების განმტკიცების“ გზით. ეს ცნობარი  ასევე სასარგებლო შეიძლება იყოს თავდაცვის პერსონალის და თავდაცვის სექტორში დასაქმებული სამოქალაქო პირებისთვის, დემოკრატიული ინსტიტუტების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის,  რადგან მასში წარმოდგენილი მასალები კეთილსინდისიერების განმტკიცების და ანტიკორუფციული ზომების შესახებ მნიშვნელოვანია ამ აქტორების უსაფრთხოების მართვისთვისაც.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

უსაფრთხოების სექტორის საზოგადოებრივი კონტროლი: სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

2008 Public Oversight of the Security Sector A Handbook for Civil Society Organizations 242x300

ეს სახელმძღვანელო ინსტრუქციათა კრებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის იმ როლის შესახებ, რომელიც მათ შეუძლიათ შეასრულონ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ კონტროლში. მართალია, ბევრმა სამოქალაქო ორგანიზაციამ ხელი შეუწყო უსაფრთხოების სექტორის რეფორმას გარდამავალ და პოსტ-კონფლიქტურ ქვეყნებში, მათი პოტენციალი ჯერ კიდევ გამოუყენებელი რჩება. ასევე ხანდახან ნაკლები ყურადღება ენიჭება სამოქალაქო ორგანიზაციების გრძელვადიან როლს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვაში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში. სახელმძღვანელო ძირითადად გამიზნულია სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. გამოცემა ასევე სასარგებლოა დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკის მკვლევარების, უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების, მედიის, და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თანამშრომლობენ უსაფრთხოების სექტორის მართვის საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ზოგადი ტექნიკური ინსტრუქციები უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე

2012 Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes 197x300

ეს ინსტრუქციები საჭირო ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც აინტერესებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და სექტორის დემოკრატიული მართვა. ინსტრუქციების მიზანია, ხელი შეუწყოს „გაეროს ერთიანი მიდგომის“ ჩამოყალიბებას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

როგორ გავხადოთ დაზვერვა ანგარიშვალდებული: სამართლებრივი სტანდარტები და პრაქტიკა დაზვერვის სააგენტოების ზედამხედველობისთვის

2005 Making Intelligence Accountable Legal Standards and Best Practice for Oversight of Intelligence Agencies 212x300

გამოცემაში კლასიფიცირებული და შეფასებულია სამართლებრივი სტანდარტები დაზვერვის სამსახურების დემოკრატიული ანგარიშვალდებულების საკითხებზე. მასში მოყვანილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, რომლებიც შესაფერისია როგორც გარდამავალი ქვეყნებისთვის, ასევე კარგად განვითარებული დემოკრატიებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობა: რჩევათა კრებული

2012 Overseeing Intelligence Services Toolkit 211x300

DCAF-ის რჩევათა კრებული დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობის საკითხებზე ინსტრუმენტების კრებულია, რომელშიც ინფორმაციას ისეთი დამოუკიდებელი ორგანოების შექმნის და გაძლიერების საკითხებზე, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვებაში, ანალიზში, წარმოდგენასა და გავრცელებაში ჩართულ სახელმწიფო ორგანოებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორში

2003 Parliamentary Oversight of the Security Sector Principles Mechanisms and Practices 200x259 Geo

პარლამენტს გადამწყვეტი როლი ენიჭება უსაფრთხოების სექტორში კარგი მმართველობის დანერგვაში და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ეს სახელმძღვანელო შედგება რვა ნაწილისგან. სახელმძღვანელოს ჩანართებში განმარტებულია ძირითად ტექსტში მოცემული რთულ საკითხები, წარმოდგენილია კანონების და რეგულაციების ნიმუშები და სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მაგალითები. თითოეული თავი მთავრდება სექციით, რომელსაც ჰქვია „რას აკეთებ როგორც პარლამენტარი”, სადაც მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შესრულდეს  ეროვნულ დონეზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ქარ, ინგ

სახელმძღვანელო ბიზნესში ანტიკორუფციული ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე

2013 Anti Corruption Ethics and Compliance Handbook for Business 212x300

სახელმძღვანელო სასარგებლო და პრაქტიკული ინსტრუმენტია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ, ერთიანად და მარტივად მოიძიონ რჩევები შესაბამისობის საკითხებზე. სახელმძღვანელო მოიცავს სამ ნაწილს, რომელთაგან პირველში მიმოხილულია საერთაშორისო ანტიკორუფციული ჩარჩო, რომელშიც უნდა ოპერირებდნენ საერთაშორისო ბიზნესში ჩართული კომპანიები. მეორე ნაწილი მოკლე შესავალია, თუ როგორ უნდა შეაფასონ კომპანიებმა რისკი და დაიწყონ ეფექტური ანტიკორუფციული და შესაბამისობის პროგრამის შემუშავება. მესამე ნაწილში შეჯამებულია ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული რჩევები შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე

2010 Good Practice Guidance on Internal Controls Ethics and Compliance 213x300

სახელმძღვანელო მომზადებულია კომპანიებისთვის, რომლებსაც  სურთ, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები და მათი ინიცირებით გააუმჯობესონ საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში მონაწილე უცხოელი სახელმწიფო მაღალჩინოსნების მექრთამეობის პრევენცია და დეტექცია. სახელმძღვანელო ასევე შეიძლება გამოიყენონ ბიზნეს ორგანიზაციებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებიც ეხმარებიან კომპანიებს. პუბლიკაცია რჩევათა კრებულია, რომელიც ეხმარება კომპანიებს, დანერგონ ეფექტური შიდა კონტროლის, ეთიკის, და შესაბამისობის პროგრამები და ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციის და დეტექციისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

OECD-ის ლექსიკონები: კორუფცია - სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების ლექსიკონი

2008 OECD Glossaries Corruption A Glossary of International Standards in Criminal Law 208x300

ლექსიკონი განმარტავს ძირითად ელემენტებს, რომელთა საფუძველზე ხდება კორუფციის სისხლის სამართლის ქმედებად კვალიფიცირება სამი ძირითადი საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად. ეს კონვენციებია: OECD-ის კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს ტრანზაქციებში უცხოელი სახელმწიფო მოხელეების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ; ევროსაბჭოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის კონვენცია კორუფციის შესახებ; და გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ. ლექსიკონის მიზანია, დაეხმაროს OECD-ის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციულ ქსელში შემავალ ქვეყნებს თავიანთ ძალისხმევაში, გარდაქმნან ეროვნული ანტიკორუფციული სისხლის სამართლის კანონმდებლობა აღნიშნული კონვენციების შესაბამისად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ანტიკორუფციული უწყების სტანდარტები

2011 Anti Corruption Authority Standards

დოკუმენტში მოცემულია 10 წარმმართველი პრინციპი და პარამეტრი ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის ცნების შესახებ. ეს პრინციპები და სტანდარტები არ არის სამართლებრივად სავალდებულო, არამედ უფრო ორიენტირია ორგანიზაციებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

სამართლებრივი ცნობარი კორუფციის შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად

2006 Legislative Guide for the Implementation of the UNCAC 199x300

გაეროს კონვენცია კორუფციის შესახებ გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუციით 58/4 2003 წლის 31 ოქტომბერს. ამ სამართლებრივი ცნობარის მიზანია, სახელმწიფოებს, რომლებსაც სურთ კონვენციის რატიფიცირება და განხორციელება, გააცნოს სამართლებრივი მოთხოვნები, ამ მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები და სხვადასხვა შესაძლებელი ვარიანტები კანონმდებლობის შემუშავებისას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

კორუფციის შესახებ გაეროს კონვენციის ტექნიკური გზამკვლევი

2009 Technical Guide to the United Nations Convention against Corruption 200x300

ტექნიკური გზამკვლევი ძირითადად ამახვილებს ყურადღებას ტექნიკურ დახმარებაზე, ინსტრუმენტებზე და საუკეთესო გამოცდილებაზე. მისი გამოყენება შეუძლიათ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ორგანოებს, რომლებსაც სურთ კონვენციის დებულებების განხორციელება.  გზამკვლევის მიზანია, გააცნოს მონაწილე სახელმწიფოებს მთელი რიგი პოლიტიკის ოფციები და მოსაზრებები, რომელთა გამოყენება შეუძლიათ კონვენციის განხორციელების პროცესში. გზამკვლევი მხოლოდ განიხილავს კონვენციის განხორციელებასთაბ დაკავშირებულ საკითხებს და ის არ უნდა ჩაითვალოს სრულ და ამომწურავ სახელმძღვანელოდ ეროვნული პოლიტიკის შემქმნელებისთვის, მით უმეტეს, რომ ყველა ქვეყანას განსხვავებული სამართლებრივი სისტემა და ტრადიცია და ინსტიტუციური შესაძლებლობების სხვადასხვა დონე აქვს.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს სახელმძღვანელო პრაქტიკული ანტიკორუფციული ზომების შესახებ პროკურორების და გამომძიებლებისთვის

United Nations Handbook on Practical Anti Corruption Measures for Prosecutors Investigators

გაეროს ეს სახელმძღვანელო ერთი ნაწილია უფრო სრული მასალების პაკეტისა, რომლის მიზანია, მიაწოდოს ინფორმაცია და წყაროები ქვეყნებს, რომლებიც ავითარებენ და ახორციელებენ ანტიკორუფციულ სტრატეგიებს ყველა დონეზე, სახელმძღვანელო ასევე განსაზღვრულია სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც მუშაობს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს გზამკვლევი ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებზე

2003 United Nations Guide on Anti Corruption Policies 213x300

გზამკვლევი შეიცავს კორუფციის პრობლემის ხასიათის და მასშტაბის ზოგად აღწერილობას და ანტიკორუფციული პოლიტიკის ძირითადი ელემენტების აღწერას, ის გამოდგება  პოლიტიკური საჯარო მოხელეებისთვის და პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს ანტიკორუფციული ინსტრუმენტების კრებული

2004 The United Nations Anti Corruption Toolkit 198x300

რჩევათა კრებულში  მოცემულია კონკრეტული ინსტრუმენტების დეტალური ნუსხა იმ მოხელეებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ელემენტების შემუშავებაზე და ამ ელემენტების ერთიან სტრატეგიულ ჩარჩოდ ფორმულირებაზე, ასევე იმ მოხელეებისთვის, რომელთა პასუხისმგებლობაა ცალკეული ელემენტების შემუშავება და განხორციელება, რჩევათა კრებულში მოცემულია პრაქტიკული მაგალითები იმის საჩვენებლად, თუ როგორ გამოიყენება პრაქტიკაში ცალკეული ინსტრუმენტები ან მათი კომბინაციები. ეს მაგალითები იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა პირობებში იმუშავებს ან არ იმუშვებს  კონკრეტული პროგრამა და თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა ინსტრუმენტის ადაპტირება ან მოდიფიცირება კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გაეროს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების კრებული კორუფციის საკითხებზე

2005 Compendium of International Legal Instruments on Corruption 201x300

კრებული დამხმარე ლიტერატურაა, რომელშიც თავმოყრილია ამ საკითხზე ყველა ძირითადი გლობალური და საერთაშორისო ხელშკრულება, შეთანხმება, რეზოლუცია და სხვა ინსტრუმენტი. ეს მოიცავს როგორც სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს, ასევე „რბილ კანონებს“ ან ნორმატიულ ინსტრუმენტებს, რომლებიც არასავალდებულო სტანდარტებია.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

სამართლებრივი ურთიერთდახმარების თხოვნის ინსტრუმენტი

Mutual Legal Assistance Request Writer Tool

UNODC-ის მიერ შემუშავებული ეს ინსტრუმენტი ეხმარება სახელმწიფოებს თხოვნების შედგენაში და ახალისებს და ამტკიცებს საერთაშორისო თანამშრომლობას.

ეს ინსტრუმენტი:

  • ფაქტიურად არ მოითხოვს სამართლებრივი დახმარების თხოვნის შედგების გამოცდილებას ან ცოდნას
  • უზრუნველყოფს, რომ თხოვნა არ იყოს არასრული და, შესაბამისად, ამცირებს დაგვიანებული პასუხის და უარის თქმის შესაძლებლობას
  • ადვილად მიესადაგება ნებისმიერი ქვეყნის სუბსტანტიურ და პროცედურულ კანონმდებლობას
  • საშუალებას აძლევს მომხმარებელს, მიიღოს ინფორმაცია ხელშეკრულებების და შეთანხმებების შესახებ
  • წარმოადგენს ინტეგრირებულ მონიტორინგის სისტემას შემავალი და შესრულებული თხოვნების შესახებ

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ
საიტს

%MCEPASTEBIN%

რესურსების კრებული სასამართლოს კეთილსინდისიერების და ქმედითობის განმტკიცების საკითხებზე

2011 Resource Guide on Strengthening Judicial Integrity and Capacity 212x300

კრებულის მიზანია, დაეხმაროს და ინფორმაცია მიაწოდოს მათ, ვისაც ეხება ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმირება და განმტკიცება. კრებულის მიზანია ასევე, მოემსახუროს განვითარების პროგრამებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ტექნიკური დახმარების გამწევ სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ ამ პროცესებს.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

საზოგადოებრივი მხარდაჭერის განმტკიცება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში

2010 Building Public Support for Anti Corruption Efforts 232x300

ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ მიმოხილვას იმისა, თუ როგორ შეიძლება სააგენტომ იმუშაოს მედიასთან საზოგადოების მხარდაჭერის მოსაპოვებლად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. რჩევების მიზანია, ასწავლოს  ორგანიზაციებს, თუ როგორ წარმოადგინონ თავიანთი თავი, თავიანთი ორგანიზაციის საქმიანობა და როგორ მოიძიონ მოკავშირეები მედიაში და მთლიანად საზოგადოებაში. ნაშრომის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს ანტიკორუფციულ სააგენტოებს, უფრო ეფექტურად ებრძოლონ კორუფციას.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

ანტიკორუფციული ზომების ცნობარი საჯარო შესყიდვების და სახელმწიფო ფინანსების მართვის პროცესში

2013 Guidebook on Anti Corruption in Public Procurement and the Management of Public Finances 212x300

ცნობარი საჯარო შესყიდვების და სხელმწიფო ფინანსების მართვის სისტემების მიმოხილვაა და წარმოადგენს დამხმარე მასალას მთავრობებისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO)

Group of States Against Corruption (GRECO)

GRECO დააფუძნა 1999 წელს ევროსაბჭომ საბჭოს ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მისი წევრი სახელმწიფოების შესაბამისობის მონიტორინგის მიზნით. GRECO-ს მიზანია, გააუმჯობესოს წევრების შესაძლებლობები, შეებრძოლონ კორუფციას ევროსაბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების მონიტორინგის გზით და ურთიერთშეფასების და კოლეგიალური ზეწოლის დინამიური პროცესების გამოყენებით.  ეს ჯგუფი ეხმარება ქვეყნებს, დაადგინონ ხარვეზები თავიანთ ეროვნულ ანტიკორუფციულ პოლიტიკაში და სთავაზობს მათ საჭირო სამართლებრივ ინსტიტუციურ და პრაქტიკულ რეფორმებს. GRECO წარმოადგენს პლატფორმას კორუფციის პრევენციასა და დეტექციაში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების პრინციპები ლობირების პროცესში

2013 Principles for Transparency and Integrity in Lobbying 212x300

OECD-ის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების პრინციპები ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ლობირების პროცესში წამოჭრილი გამოწვევების გადაწყვეტაში.  ეს პრინციპები OECD-ის ზოგადი სტრატეგიის ნაწილია და ესწრაფვის, დანერგოს უფრო მტკიცე და სამართლიანი ეკონომიკა.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

გლობალური ანტიკორუფციული ინიციატივა (GAIN)

UNDP Global Anti Corruption Initiative (GAIN)

GAIN-ის ამოცანაა, ჩართოს ანტიკორუფციული გადაწყვეტები მომსახურებაში და ამით ხელი შუწყოს განვითარების ათასწლეულის გამოწვევის და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნების დაჩქარებულ შესრულებას; სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის შესრულების და კორუფციის პრევენციის მიზნით; კორუფციის რისკების შემცირებას კლიმატის და ბუნებრივი რესურსების მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას; ქალების და ბავშვების უფლებების გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით; კორუფციასთან ბრძოლაში მმართველობის და ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებას.GAIN-ის ამოცანაა, ჩართოს ანტიკორუფციული გადაწყვეტები მომსახურებაში და ამით ხელი შუწყოს განვითარების ათასწლეულის გამოწვევის და 2015 წლის შემდგომი განვითარების მიზნების დაჩქარებულ შესრულებას; სახელმწიფოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განმტკიცებას კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის შესრულების და კორუფციის პრევენციის მიზნით; კორუფციის რისკების შემცირებას კლიმატის და ბუნებრივი რესურსების მართვაში; სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას; ქალების და ბავშვების უფლებების გაძლიერებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიზნით; კორუფციასთან ბრძოლაში მმართველობის და ინსტიტუციური ეფექტურობის გაუმჯობესებას.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

სამოქმედო სამუშაო ჯგუფი ფინანსურ საკითხებზე (FATF)

Financial Action Task Force (FATF)

FATF სამთავრობოთაშორისი ორგანოა, რომელიც შეიქმნა 1989 წელს ჯგუფის წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ, და მისი მიზანია სტანდარტების დადგენა და ეფექტური სამართლებრივი, მარეგულირებეელი და ოპერაციული ზომების განხორციელება ფულის გათეთრების, ტერორიზმის ფინანსირების და საერთაშორისო ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. FATF ამდენად „პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოა“, რომელიც ახდენს პოლიტიკური ნების გენერირებას აღნიშნულ სფეროში ეროვნული სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმების გასატარებლად.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

პარტნიორობა ღია მთავრობისთვის (OGP)

The Open Government Partnership (OGP)

OGP მრავალმხრივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, მიიღოს მთავრობებისგან კარგი მმართველობის განმტკიცებისთვის საჭირო კონკრეტული ვალდებულებები  გამჭვირვალობის მხარდაჭერის, მოქალაქეების უფლებამოსილების გაძლიერების, კორუფციის წონააღმდეგ ბრძოლის, და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა

OECD Istanbul Anti Corruption Action Plan

სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა სუბრეგიონული შეფასების პროგრამაა, რომელიც 2003 წელს შეიქმნა ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში. პროგრამა მხარს უჭერს ანტიკორუფციულ რეფორმებს ქვეყნების შეფასების და იმ რეკომენდაციების შესრულების მუდმივი მონიტორინგის გზით, რომლებიც  მხარს უჭერენ გაეროს კონვენციას კორუფციის წინააღმდეგ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. ეს პროგრამა:

  • აფასებს კორუფციასთან ბრძოლის სამართლებრივ და ინსტიტუციურ საფუძვლებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს
  • მონიტორინგს  უწევს რეკომენდაციების შესრულებას

შედეგები განიხილება რეგიონულ შეხვედრებზე და ქვეყნდება ანგარიშების სახით.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ

UNCAC-ის თვითშეფასებები: მინიმუმზე მეტი

2011 Guidance Note UNCAC Self Assessments Going Beyond the Minimum 212x300

კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის თვითშეფასების პროცესი ანტიკორუფციული პოლიტიკის და პროგრამების შესახებ ეროვნული  დიალოგის გამართვის და კორუფციის შემცირების რეფორმის სტიმულირების საშუალებას იძლევა. ეს პრაქტიკული ცნობარი წარმოადგენს მეთოდოლოგიას ეროვნულ დონეზე დაინტერესებული მხარეებისთვის იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩატარდეს UNCAC-ის განხორციელების რთული და მონაწილეობაზე დაფუძნებული თვითშეფასება.

მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ