რჩევათა კრებული სთავაზობს ეუთოს პერსონალს რჩევებს უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმისადმი კომპლექსურ მიდგომის დანერგვის მიზნით. ამ მიდგომის მიზანია, დაბალშედეგიანი ფრაგმენტული მხარდაჭერიდან მრავალმხრივ სინერგიებზე გადასვლა.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სახელმძღვანელო გვთავაზობს არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს, სამართლებრივ და პოლიტიკის საკითხებში ახალ ტენდენციებს, კორუფციის პრევენციის და აღკვეთის ზომებს და პრაქტიკულ გამოცდილებას. სახელმძღვანელოს მიზანია ქვეყნებში პოლიტიკის კურსის შემქმნელების და ანტიკორუფციული სააგენტოების ინფორმირება მთელი რიგი საერთაშორისო ინსტრუმენტების შესახებ.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
რჩევათა კრებული გამიზნულია მათთვის, ვინც დაკავებულია ფინანსური კონტროლის საკითხებით და ვისაც სურს:
- გაეცნონ უსაფრთხოების სექტორში ფინანსური კონტროლის საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას
- აიმაღლონ პროფესიული უნარები უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსურ კონტროლში
- უფრო პროაქტიურად მიუდგნენ უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური კონტროლის საკითხს
- აიმაღლონ პროფესიონალიზმი უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ოპერაციების და მათი ბიუჯეტების დეტალური შესწავლის საქმეში.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
პოლიციის კეთილსინდისიერების შესახებ ტრენინგის მასალები გამიზნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპოლიციო უწყებების და ტრენინგ ორგანიზაციებისთვის. სახელმძღვანელო წარმოადგენს რჩევებს, თუ როგორ შეიძლება ორგანიზაციის დონეზე კეთილსინდისიერების განმტკიცება ადამიანური რესურსების დაგეგმვით/მართვით და რეფორმების გატარებით.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
ეს სახელმძღვანელო აერთიანებს ცოდნას და გამოცდილებას შეიარაღებულ ძალებში გადაცდომების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე და საჩივრების მოპყრობის და მონიტორინგის საკითხებზე, აქცენტით გენდერზე. სახელმძღვანელო წარმოადგენს რესურსს შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვის სამინისტროებისთვის, ომუდსმენის ოფისებისთვის და სხვა ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღებული ძალების მართვას და ზედამხედველობას:
- შეიარაღებულ ძალებში ქალების და მამაკაცებისთვის უსაფრთხო და არადისკრიმინაციული გარემოს შექმნა;
- გენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირება;
- liგენდერზე დაფუძნებული დისკრიმინაციის, შევიწროების, ბულინგის და ცუდად მოპყრობის შემთხვევებზე და საჩივრებზე რეაგირების მონიტორინგი და ზედამხედველობა
მოხსენებაში განხილულია სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის, ავტონომიური სააგენტოების და სხვა სამთავრობო ორგანოების ან შეიარაღებული ძალების დეპარტამენტების, ზედამხედველობა, რომელთა მანდატში შედის ქვეყნის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების და ეროვნული ინტერესების საკითხებზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მიწოდება გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის - პოლიტიკოსების, სამხედრო ხელმძღვანელების, პოლიციის გამომძიებლების და სასაზღვრო დაცვის/საბაჟო სააგენტოებისთვის.
სახელმძღვანელო კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე შეიცავს კითხვარს, მითითებებს ქვეყანაში პროცესის ორგანიზების შესახებ, წერილის ნიმუშს თავდაცვის მინისტრის ან შეიარაღებული ძალების მეთაურისადმი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაინერგოს კოლეგების მიერ შეფასება, და ნატოს შეფასების ჯგუფის ვიზიტის ფორმატის მონახაზს. სახელმძღვანელოში ასევე მოცემულია დოკუმენტი, რომელშიც ხდება კითხვარის შედეგების აღრიცხვა. მართალია, კეთილსინდისიერების კითხვარი შექმნილია თავდაცვის სფეროსთვის, მისი გამოყენება შეუძლიათ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებსაც.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
კრებული წარმოუდგენს მკითხველს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების ფინანსური ზედამხედველობის საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებს, სტანდარტებს და საუკეთესო გამოცდილებას. კრებული საშუალებას აძლევს მკითხველს:
- გაეცნოს უსაფრთხოების სექტორში ბიუჯეტირების და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს
- შეადაროს თავის ქვეყანაში მიღებული პრაქტიკა და რეგულაციები საერთაშორისო პრინციპებს
- საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით, შესთავაზოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და პარლამენტარებს ფინანსური ზედამხედველობის სისტემის რეფორმირება
- მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს ფინანსური ანგარიშგების ინტიტუტების მუშაობა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
სახელმძღვანელო მიზნად ისახავს, დაეხმაროს თავდაცვის უწყებების პრაქტიკოსებს, გაატარონ რეალური და გრძელვადიანი ცვლილებები. სახელმძღვანელოში აღწერილია, თუ როგორ უნდა შეაფასონ პრაქტიკოსებმა კორუფციის რისკები და რა ზომები უნდა გამოიყენონ სისუსტეების და ხარვეზების გამოსასწორებლად.
მეტი ინფორმაციისთვის
ჩამოტვირთეთ დოკუმენტი ინგ
გვერდი 1 სულ 8