ვენეციის კომისიამ შეიმუშავა და მიიღო საკონტროლო სია, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ქვეყნებში კანონის უზენაესობის შესრულების ობიექტური, დეტალური, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი შეფასება. აქტორებს, როგორიცაა პარლამენტი, სხვა სახელმწიფო ორგანოები, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო ორგანიზაციები, ამ ინსტრუმენტზე დაყრდნობით შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ასეთ შეფასებებში.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ინტერფისის ეს პროგრამა მხარს უჭერს კონსტიტუციის შექმნის პროცესებს, რომელთა მიზანია გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობა. პროგრამა ავითარებს ადგილობრივი საკუთრების, ინკლუზიის, გენდერული თანასწორობის, თანამონაწილეობის და გამჭვირვალობის პრინციპებს. პროგრამა ხელს უწყობს ისეთი კონსტიტუციის შექმნის პროცესს, რომელიც ხელს უწყობს ეროვნულ დიალოგს, სოციალურ და პოლიტიკურ ერთობას, კონფლიქტების მოგვარებას, შერიგებას და დემოკრატიული პრინციპების, ინსტიტუტების და კანონის უზენაესობის განმტკიცებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
დემოკრატიის და არჩევნების მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (IDEA) მთავრობათაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის მდგრადობას მსოფლიოში. ორგანიზაციის მისიაა, დაეხმაროს დემოკრატიული ცვლილებების გრძელვადიან პროცესს ინფორმაციის მიწოდების, დემოკრატიულ რეფორმებში დახმარების გაწევის და პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის გზით.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს მონაცემთა ბაზა მოიცავს ნატოს ამჟამად მოქმედ (გავრცელებულ) დოკუმენტებს. ნატოს სტანდარტიზაციის ოფისი დამოუკიდებელი ოფისია, რომელიც ანგარიშვალდებულია სტანდარტიზაციის პოლიტიკის და მართვის კომიტეტის და სამხედრო კომიტეტის მიმართ კორპორატიული ზედამხედველობის და ოპერაციული სტანდარტიზაციის საკითხებზე. სტანდარტიზაციის ოფისის მისიაა ნატოსთვის სტანდარტიზაციის მართვის უზრუნველყოფა. სტანდარტიზაციის მართვა მოიცავს სტანდარტიზაციის პოლიტიკის შემუშავებას, ნატოს სტანდარტიზაციის საქმიანობის ჰარმონიზაციას, სტანდარტიზებული პროდუქტის შემუშავების, რატიფიკაციის, გავრცელების და განხორციელებისთვის ნორმების და რეგულაციების შემუშავებას, სტანდარტიზაციის მართვაში მხარდაჭერას, ტერმინოლოგიის დადგენის პოლიტიკას და მითითებებს, თანამშრომლობას სამოქალაქო სტანდარტიზების ორგანოებთან, ნატოს სტანდარტების გამოქვეყნებას და სტანდარტიზაციის წახალისებას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
რჩევათა კრებული მოიცავს რამდენიმე ბუკლეტს, რომლებშიც წარმოდგენილია ნორმები და სტანდარტები, და უსაფრთხოების სექტორის კანონების ნიმუშები და რჩევები. რჩევათა კრებული შექმნილია მათთვის, ვინც აპირებს უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის შემუშავებას, მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები, საჯარო მოხელეები, იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. რჩევათა კრებული ასევე დაეხმარება უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს და უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობით დაინტერესებულ მკვლევარებს და სტუდენტებს.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
CIDS-ის ცენტრში თავმოყრილია საუკეთესო რესურსები თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე. ორგანიზაცია ქმნის საგანმანათლებლო პროდუქტებს, იქნება ეს საკურსო მასალები თუ პუბლიკაციები, და განათავსებს მათ ვებსაიტზე. CIDS-ის ვებსაიტის რესურსების განყოფილება განსაკუთრებით დაეხმარება მათ, ვისაც სურს ამ საკითხებზე ბაზისური ინფორმაციის სწრაფი მოძიება.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
რჩევათა კრებული შეიცავს პრაქტიკულ რჩევებს კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე. ის აერთიანებს ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მმართველობის ჯანსაღი სისტემის დანერგვას, კორუფციული პრაქტიკის პრევენციას, კორუფციის დეტექციას, დარღვევებზე სამართალდევნას, და კორუფციის შედეგების გამოსწორებას.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევათა კრებული გვთავაზობს:
- პრიორიტეტების საკონტროლო სიებს
- მითითებებს განხორციელებისთვის, საუკეთესო გამოცდილების მაგალითებით
- არსებულ სტანდარტებს და ინსტრუმენტებს, სახელმძღვანელოებს, ქეისებს, და საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებულ ანალიტიკურ მასალას
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
ეს ინსტრუმენტი თავდაცვის სფეროში ღია კონკურენციის პრინციპზე დაფუძნებული ტენდერების ჩატარების საშუალებას იძლევა, პორტალს მართავს ევროპის თავდაცვის სააგენტო. პორტალი ხელს უწყობს შესყიდვების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კეთილსინდისიერების შენარჩუნებას პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით.
ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს წევრი ქვეყნების თავდაცვის სამინისტროებს, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით ჩაატარონ ტენდერები თავდაცვის სფეროში კონტრაქტის მოპოვებაზე; ვებ-პორტალი თანასწორ შესაძლებლობებს უქმნის თავდაცვის კონტრაქტის მოსაპოვებლად თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ კომპანიებს, ხელს უწყობს გამჭვირვალობას და აძლიერებს კონკურენტულობას.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
EPAC დამოუკიდებელი, არაფორმალური ქსელია, რომელიც აერთიანებს 60 ანტიკორუფციულ და პოლიციის ზედამხედველობის ორგანოს ევროსაბჭოს წევრი ქვეყნებიდან. EPAC წარმოადგენს პლატფორმას, სადაც პრაქტიკოსებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება, დაინახონ შესაძლებლობები, და ითანამშრომლონ თავიანთი ქვეყნების საზღვრებს გარეთ იმისათვის რომ შეიმუშავონ საერთო სტრატეგიები და მაღალი პროფესიული სტანდარტები.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
FATF სამთავრობოთაშორისი ორგანოა, რომელიც შეიქმნა 1989 წელს ჯგუფის წევრი ქვეყნების მინისტრების მიერ, და მისი მიზანია სტანდარტების დადგენა და ეფექტური სამართლებრივი, მარეგულირებეელი და ოპერაციული ზომების განხორციელება ფულის გათეთრების, ტერორიზმის ფინანსირების და საერთაშორისო ფინანსური სისტემის კეთილსინდისიერების უზრუნველსაყოფად. FATF ამდენად „პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანოა“, რომელიც ახდენს პოლიტიკური ნების გენერირებას აღნიშნულ სფეროში ეროვნული სამართლებრივი და მარეგულირებელი რეფორმების გასატარებლად.
მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ საიტს
გვერდი 3 სულ 7